ვიყავი ჩხოროწყუს თავზე,მიგარიაზე,სპელეო ექსპედიციაში.თან გვახლდნენ ფრანგები,პოლონელები და უკრაინელები.
დავლაშქრე მღვიმეები.უფრო სწორად,ჩავლაშქრე:"ვანო","ზესნახე" და "ხავსიანა".პირველი ორი შედარებით ადვილი იყო,აი ხავსიანაში კი მარტო ჩასასვლელი 60 მეტრიანი ჭაა.ჩახვალ დილას,მერე გააგრძელებ გზას მღვიმეში და საღამოს ზემოთ რომ ამოხვალ,აღმოაჩენ.რომ ეს 60 მეტრი უკან უნდა იცოცო ნავესკებზე.60 მეტრი კიდევ დაახლოებით მინიმუმ 20 სართულიანი სახლია.
მოკლედ ზემოთ რომ ამოვედი თავი უგმირესი გმირი მეგონა.(და ვარ კიდევაც).....მოკლედ სიტყვები უძლურია ამ ყოველივეს აღწერისა,ამიტომ აღარ აღვწერ.თუ რამემ დაგაინტერესათ,მკითხეთ და გეტყვით.
რაც შეეხება მეორე აქტივობას,მას შეიძლება ღია ზღვის ქვეშ აქტივობა დავარქვათ.
ჩვენი მეგობარი სარფში დაივინგის მასწავლებელია.ხოდა არ გავუშვით რა,შანსი ხელიდან აკვალანგებით ზღვის ფსკერს მივაშურეთ.ვერც ამას აღწერს ენა......კლდეები,წყალმცენარეები.კრაბები,თევზები....პირველივე ზახოდზე 17 მეტრზე ჩავყვინთე.
ასეთი იყო მოკლე შინაარსი.თუ რამემ დაგაინტერესათ,მკითხეთ.
ვფიქრობ წარმატებულად გავატარე 2 კვირა.რას იტყვით?
ნამდვილი გმირი ვარ.
