შატილი და სხვა 1 დღით, საქველმოქმედო აქცია, 28.09.2014

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Ledi
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 21 მარ 2010, 15:55
Location: ალუბლების ქუჩაზე :)
შატილი და სხვა 1 დღით, საქველმოქმედო აქცია, 28.09.2014

Post by Ledi » 29 სექ 2014, 14:47

მიმართულება:
კისტანი-შატილი
დროის შემთხვევაში, მუცოც

ფასი:
ჯიპის საწვავის თანხა თანაბრად გადანაწილდება.

გასათვალისწინებელი პირობები:
საგზალი, საწვიმარი, მოსახერხებელი ფეხსაცმელი, არა1ჯერადი პირადი ჭურჭელი

ამინდი:
მზედარიანი, ცვალებადი მოღრუბლულობა, 24-25 გრადუსი სითბო

წამომსვლელთა სია:

1. LEDI
2. GAMARJOBA SAKARTVELO
3. ნამცეცუნა
4. ელენე
5. აცაბაცა მანქანით
6. ალექსანდრე
7. გიორგი_barca მანქანით
8. ქეთი
9. თამუნა_გუდარეხი
10. თამუნა_გუდარეხი +
11. გიორგი_barca +
12. გიორგი_barca +
13. აცას ძმაკაცი ალექსი
14. ლიკა ტოგონიძე მანქანით
15. მარიშკა
16. რუსკიტო
17. თამი
18. მარიშკას + პაატა მანქანით
19. კაკატული
20. QEBURIUS
___________

როგორ იგეგმებოდა ეს აქცია:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0


სასარგებლო ბმულები :კარავიდან:

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=774

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1319

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3719&start=0

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5302
Last edited by Ledi on 29 სექ 2014, 15:29, edited 1 time in total.
ჩემი ცხოვრება შესდგება ბევრი ტკბილეულისგან! ;)

User avatar
Ledi
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 21 მარ 2010, 15:55
Location: ალუბლების ქუჩაზე :)
შატილი და სხვა 1 დღით, საქველმოქმედო აქცია, 28.09.2014

Post by Ledi » 29 სექ 2014, 15:18

დავიძარით დილით სამთო ქიმიის შენობიდან დათქმულ დროზე ოდნავ მოგვიანებით,-როგორც წესი :)
ამინდი იყო ზომიერად ღრუბლიანი, ხევსურეთში შემოდგომა არ დაგვხვდა :)
ისიც იგვიანებს.
დათვიჯვარზე ციოდა და უბერავდა ხევსურეთის სუსხიანი ქარი. დავილოცეთ, ამასობაში თვითონ ხევსურებიც შემოგვიერთდნენ, ჩავეხუტეთ, შეგვიყვარდა ერთმანეთი :) და ასე სიყვარულით აღვსილებმა გავაგრძელეთ გზა შატილისკენ.
შატილში დაგვხვდა შატილის სკოლის დირექტორი, ბატონი შოთა,- იგივე აპარეკა :)
გავანაწილეთ სასკოლო ნივთები და ბავშვებმა სურვილისამებრ აირჩიეს ჩანთები. იმჟამად შატილში იმყოფებოდა მხოლოდ 3 სკოლის მოსწავლე, დანარჩენი ბავშვები წასულები იყვნენ სახლში, მშობლებთან.
გიორგი_barca + ანამ ბავშვებს გულთბილიწერილი დაუტოვა და წარმატებები უსურვა, ჩემის აზრით ასეთი კარგი საქციელი შექებას იმსახურებს :)
ამის შემდეგ, ბატონმა შოთამ ჩვეული ქართული სტუმართმოყვარეობა გამოიჩინა და ხინკალზე შეგვიპატიჟა.
მასპინძელს ხინკლის მოხვევაში მივეხმარეთ, ანამ გაგვიკეთა ძალიან სავარელი ბაჭიები, მე მგონი ყველაზე გემრიელი ისინი გამოვიდა :)
შემდეგ მივუსხედით მაგიდას და უგემრიელესი ხევსურული ხინკალი გეახელით, რაღათქმაუნდა შესაფერისი სადღეგრძელოებით :)
მადლობა, ბატონ შოთას გულთბილი მიღებისათვიას. შემდეგ დავემშვიდობეთ მასპინძელს და გავწიეთ მუცოსკენ, სადაც მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. დრო ცოტა გვქონდა, ვჩქარობდით ამიტომ მუცოზე ბოლომდე ვერ ავედით, გვქონდა პატარა კონცერტი ანას წყალობით, რომელსაც ფანდური წამოეღო, ბოლოს ხევსურები აღარ უშვებდნენ ანას, ისე მოეწონათ მისი სიმღერები :)
კარგად იყო დაბნელებული დათვიჯვარზე, რომ გადმოვედით. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მართალია პირიქითა ხევსურეთი ასე ვთქვათ შემოვირბინეთ ერთ დღეში, მაგრამ ძლიან ბევრი სიყვარული, სითბო და დადებითი ემოცია წამოვიღეთ თბილისში. ასე რომ,- წინ მომავალი ლაშქრობისკენ :)
ჩემი ცხოვრება შესდგება ბევრი ტკბილეულისგან! ;)

User avatar
Ledi
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 21 მარ 2010, 15:55
Location: ალუბლების ქუჩაზე :)
შატილი და სხვა 1 დღით, საქველმოქმედო აქცია, 28.09.2014

Post by Ledi » 29 სექ 2014, 15:32

სამწუხაროდ, მე არ მაქვს არც ერთი ფოტო, იმედია დანარჩენი მონაწილეები არ დაიშურებენ :)
ჩემი ცხოვრება შესდგება ბევრი ტკბილეულისგან! ;)

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
შატილი და სხვა 1 დღით, საქველმოქმედო აქცია, 28.09.2014

Post by namcecuna » 30 სექ 2014, 02:34

დიდი მადლობა აქციის ორგანიზატორებს, მონაწილეებს და გულშემატკივრებს ! :D

1 დღე ხევსურეთისთვის ცოტაა, მაგრამ მაინც ძალიან კარგი აღმოჩნდა! :)

კეთილი საქმეც გავაკეთეთ, ხევსურული შემოდგომაც ვიხილეთ (ვერ ვიტყვი რომ იგვიანებს, მშვენივრად იყო აჭრელებული :wink: ) და მონატრებული ერთმანეთიც ვნახეთ! :)

ფოტოები ძირითადად ხედების მაქვს, ცოტა ადამიანებისაც, მაგრამ არ ვიცი როგორ ავტვირთო აქ, დიდი ხანია არ მისარგებლია ასატვირთი ვებგვერდებით. :)

ძველების ნახვა ძალიან გამიხარდა, ახლების გაცნობაც ძალიან სასიამოვნო იყო. :)
წამო, ზღაპარში ...
Image

giorgi_barca
ბოდიალა
Posts: 137
Joined: 30 სექ 2010, 14:08
შატილი და სხვა 1 დღით, საქველმოქმედო აქცია, 28.09.2014

Post by giorgi_barca » 30 სექ 2014, 10:47

სიას ერთი მონაწილე აკლია და ვამატებ :)

1. LEDI
2. GAMARJOBA SAKARTVELO
3. ნამცეცუნა
4. ელენე
5. აცაბაცა მანქანით
6. ალექსანდრე
7. გიორგი_barca მანქანით
8. ქეთი
9. თამუნა_გუდარეხი
10. თამუნა_გუდარეხი +
11. გიორგი_barca +
12. გიორგი_barca +
13. აცას ძმაკაცი ალექსი
14. ლიკა ტოგონიძე მანქანით
15. მარიშკა
16. რუსკიტო
17. თამი
18. მარიშკას + პაატა მანქანით
19. კაკატული
20. QEBURIUS
21. გიორგი_barca + ანი ჭინჭარაული(ხევსურის გარეშე ხომ არ წავიდოდით ხევსურეთში) :)

User avatar
ln_ln
მაწანწალა
Posts: 387
Joined: 15 თებ 2009, 22:10
Location: davikarge da gza ar maswavlot, ar minda
შატილი და სხვა 1 დღით, საქველმოქმედო აქცია, 28.09.2014

Post by ln_ln » 30 სექ 2014, 11:18

namcecuna
ძველი 'კეთილი' რადიკალ.რუ
არ დაიზაროთ ფოტოებო ბავშვებო



ესეც გუდანი
Image
ნისლიანი მოოქროსფერო დათვიჯვარი
Image

სანამ დანარჩენებს ველოდებოდით სკოლასთან დავბანაკდით და შატილი შემოვირბინეთ

ჩვენი ყოჩაღი შტურმანი, გატეხილი ხიდით მშვიდობით ჩამოგვიყვანა შატილიდან

Image
აცას ნატალია და ძმკაცი ალექსი
Image
და მეც
Image
Last edited by ln_ln on 30 სექ 2014, 11:30, edited 1 time in total.
სახეტიალოდ გზები მეძახის.. .მესაიდუმლედ მთა გამხდენია

User avatar
ln_ln
მაწანწალა
Posts: 387
Joined: 15 თებ 2009, 22:10
Location: davikarge da gza ar maswavlot, ar minda
შატილი და სხვა 1 დღით, საქველმოქმედო აქცია, 28.09.2014

Post by ln_ln » 30 სექ 2014, 11:25

ბატონ აპარეკასთან მარტო 3 ბავშვი დაგხვდა

ბავშვები იქაურიბის ხალისი, მომავალი და იმედი


Image


Image

ყველა ბავშვი სასკოლო ნივთებთან ერთად გულმხურვალე ტაშით დაჯილდოვდა

Image
სახეტიალოდ გზები მეძახის.. .მესაიდუმლედ მთა გამხდენია

okulone
მაწანწალა
Posts: 826
Joined: 30 ივლ 2008, 21:20
შატილი და სხვა 1 დღით, საქველმოქმედო აქცია, 28.09.2014

Post by okulone » 30 სექ 2014, 22:06

:) ყოჩაღებოო, როგორ გაახარებდით ბავშვებს, განსაკუთრებით ტაშით გადაცემული საჩუქრებით :D

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
შატილი და სხვა 1 დღით, საქველმოქმედო აქცია, 28.09.2014

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 ნოე 2014, 21:16

ძნ კგ აქცია გამოვიდა.
მადლობა Lediს, ვინც ეს აქცია დაქოქა და შემომწირველებს[/b]
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]