დარგე შენი მომავალი – 24 მარტი

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
Makuna Skhvitaridze
ბილიკზე მოარული
Posts: 47
Joined: 10 აგვ 2011, 16:26
დარგე შენი მომავალი – 24 მარტი

Post by Makuna Skhvitaridze » 26 მარ 2013, 00:44

ფორუმი „კარავის“ინსტრუქციის მიხედვით გაუწყებთ ღონისძიების არც თუ ისე ურიგო შინაარსს:
1. გამწვანების აქციის ჩატარების დრო: 24 მარტი, 2013 წელი, 12:00 საათი.
2. არაჩვეულებრივი ადგილი: ვარკეთილი 3ის 3მ/რ 180 სკოლასთან, პოლიციის შენობის გვერდით მდებარე სკვერი.
3. დანიშნულების ადგილას ვარკეთილის მეტროდან მიდის 70 ნომერი მიკროავტობუსი, 39 ნომერი დიდი ავტობუსი, ქალაქიდან - #150 მიკროავტობუსი (ჩერდება ერთი გაჩერებით ქვევით და თუ ბერვს დალევ გაჩერების გარეშეც მიგიყვანენ), ასევე ტაქსი, ველოსიპედი, მოპედი, მოტოციკლი, ვერტმფრენი და საუკეთესო შემთხვევაში თეთრი რაში.
4. მარშრუტის სიგრძე – იმაზე გრძელი ან მოკლე ვიდრე გგონიათ, სირთულე – გააჩნია ქარმა ვის საიდან დაუბერა (დილა იყო ქარიანი, უმზეო და დარდიანი; ჩვენმა დიდმა მონდომებამ, აქცია ჰქმნა მადლიანი, ეს ცოტა გადავუხვიე...)
5. მარშრუტის ოპტიმალური ხანგრძლივობა – გააჩნია ტრანსპორტს და პუნქტუალობას.
6. რაა სანახავი და ყურადღება მისაქცევი – პოლიციის მიმდებარე უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობა–ნაგებობა და მასში მობინადრე სამართლიანობის აღმსრულებელი მომღიმარი ბიძიები, დეიდები არ შემიმჩნევია.
7. საცნობარო ლიტერატურა: „ ვარკეთილი — თბილისის ერთ–ერთი საცხოვრებელი უბანი. მდებარეობს თბილისის აღმოსავლეთით, ისან–სამგორის რაიონში. სახელწოდება მომდინარეობს ამ ტერიტორიის ძველი ტოპონიმიდან — ველკეთილი. წინათ ამ ტერიტორიაზე ხეხილის ბაღები ყოფილა, რომელიც საბჭოთა პერიოდში სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა და ვარკეთილის საბჭოთა მეურნეობას დაექვემდებარა.
1970–იან წლებში ხეხილის ბაღები გაიკაფა და დაიწყო ამ ტერიტორიის ურბანიზაცია. 1980–იან წლებში გაშენდა ახალი საცხოვრებელი რაიონები: ვარკეთილი–2 და ვარკეთილი–3, რომლებიც მიკრორაიონებადაა დაყოფილი.(წყარო: ვიკიპედია).
8. საბანაკე ადგილები არის უხვად, წყალი – თბილისის ზღვა (წყალსაცავი) დაახლოებით 1,5კმ–ში. პროდუქტი – დავით ბერიშვილმა (ე.წ. შოდა ბატონმა) წამოიღო სამარხვო ვაფლი.
9. სასარგებლო საკონტაქტო ინფორმაცია – აქციის მხედართმთავრობა ითავა თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსის მოადგილემ ბატონმა ვასილ ჩალაძემ და ასევე, ვასალის პოზიცია ნიშანდობლივად შეითავსა ფოტოგრაფიის ნიჭით დაჯილდოებულმა მერიის მოწინავე მუშაკმა ბატონმა ჯამბულ ქანთარიამ. ამ და სხვა მსგავსი ღონისძიებების დაგეგმვის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ აღნიშნულ პირებს სამთავრობო უწყებიდან.
10. შინაარსი: მოვინდომეთ, დავგეგმეთ, შევიკრიბეთ და განვახორციელეთ.
11, გაგრძელება იქნება… ეს ერთი და სხვა მრავალი, გავაგრძელოთ მომავალი :)

User avatar
დავითაუ წ
ბილიკზე მოარული
Posts: 45
Joined: 08 ივნ 2011, 23:02
დარგე შენი მომავალი – 24 მარტი

Post by დავითაუ წ » 26 მარ 2013, 03:33

Image
Image
Image
Image
ქოლგასავით სიტყვები წვიმიან ამინდში...
_____________________________________
GEORGIA: LOVE it, or LEAVE it !!!

Makuna Skhvitaridze
ბილიკზე მოარული
Posts: 47
Joined: 10 აგვ 2011, 16:26
დარგე შენი მომავალი – 24 მარტი

Post by Makuna Skhvitaridze » 26 მარ 2013, 15:34

ერთი ადამიანის შთაგონებით (რომელმაც მამხილა – „მე ხე მაინც დავრგე და ვალი მოვიხადე, შენ კიდევ ბევრი გაქვს გასაკეთებელი, რა გინდა მარილზეო“) გადავწყვიტე პატრიარქის კურთხევის შესრულება სანამ ახალგაზრდა ვარ და ორი ფეხით დავდივარ. გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან ორ დღეში სოციალურ ქსელში შეიქმნა ინიციატორთა ჯგუფი გიორგი თოთოსაშვილის, დავით და ლელა წიკლაურების თაოსნობით, ვინც ითავეს გამწვანების აქციის ორგანიზება. ძალიან გამიხარდა და დაუფიქრებლად დავუდასტურე აქციაში მონაწილეობის სურვილი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გიორგი თოთოსაშვილი დაუკავშირდა გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს „ფეისბუქის“ მეშვეობით და სთხოვა აქციის ფარგლებში დახმარება ნერგებით და იარაღით უზრუნველყოფის სახით. გარემოს დაცვის სამინისტრომ აღუთქვა მხოლოდ ნერგებით უზრუნველყოფა, ვინაიდან მიმდინარე ორი კვირის მანძილზე თავად ატარებდა გამწვანების აქციებს „დარგე შენი მომავალი“ პროექტის ფარგლებში და შესაბამისად იარაღის/ტრანსპორტირების რესურსი არ იყო საკმარისი რომ დახმარება გაეწიათ ჩვენი აქციისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადავწყვიტე მცდელობა და აქციის ორგანიზებაში ჩართვა; დავუკავშირდი თბილისის მერიის გამწვანების სამსახურს, სამსახურის უფროსის მოადგილე ბატონი ვასო დამპირდა, რომ ნერგების ტრანსპორტირებას და იარაღის მოწოდებას თბილისის მერია უზრუნველყოფდა, ამის თაობაზე ვაცნობე გარემოს დაცვის სამინისტროს და აქციის ჩატარებამდე ორი დღით ადრე კიდევ ერთხელ დავადასტურებინე მათი მხრიდან ნერგებით უზრუნველყოფის მზაობა, თუმცა მეორე დღეს დამიკავშირდა გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და შემატყობინა, რომ ნერგების მოწოდებას ვერ ახერხებდნენ, ვინაიდან ფიზიკურად ნერგები კახეთში იყო და ჩამოტანა აქციის დღეს ვერ მოესწრებოდა, აქციის დღიდან მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ შესძლებდნენ მოწოდებას (ნერგები, რომ კახეთში იყო და არსებობდა მათი დაგვიანებით ჩამოტანის საფრთხე, სამინისტროს არ გაუფრთხილებია, მიუხედავად იმისა, რომ ნერგების თაობაზე არაერთხელ გვქონდა სატელეფონო კავშირი. ვფიქრობ სამინისტროს მხრიდან არასერიოზული მიდგომა გამოიკვეთა საქმისადმი, თუმცა მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და სწრაფ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, ვინაიდან სამინისტროს წარმომადგენელი მოგვიანებით დამიკავშირდა, მოიბოდიშა შექმნილი სიტუაციის გამო და გამოხატა მომავალ აქციებში მხარდაჭერის და დახმარების სრული მზადყოფნა, როგორც ნერგებით, ასევე იარაღით და სხვა საჭიროებებით).
საბოლოოდ, თბილისის მერიის გამწვანების სამსახურმა იყოჩაღა და 55 ფიჭვის ნერგის და 25 ბარის ტრანსპორტირება მოახდინა დანიშნულების ადგილას. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო აქციის თითოეულ მონაწილეს და ავღნიშნო, რომ მიუხედავად ქარიანი და ცივი ამინდისა არ დაიზარეს, მოვიდნენ აქციაზე და ნაყოფიერი გამწვანებითი სამუშაოები ჩაატარეს. ასევე, მადლობას ვუხდი თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსის მოადგილეს ბატონ ვასო ჩალაძეს და ამავე უწყების წარმომადგენელს ბატონ ჯამბულ ქანთარიას, ვინც ფოტოებზე აგვსახა
:)

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
დარგე შენი მომავალი – 24 მარტი

Post by shoda1121 » 26 მარ 2013, 17:03

აქტივობების სხვა სახეობებშია გადასატანი მოდერატორებს დათაგავდა კაცი ეს რომ ფბ-ზე იყოს :)))
===
მიხარია რომ ეს დიდი საქმე უკვე გაკეთებული მაქვს და მადლობა რომ ამის საშუალება მომეცით! ზოგიერთების ნახვა კიდევ ძალიან გამიხარდა :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

Makuna Skhvitaridze
ბილიკზე მოარული
Posts: 47
Joined: 10 აგვ 2011, 16:26
დარგე შენი მომავალი – 24 მარტი

Post by Makuna Skhvitaridze » 26 მარ 2013, 17:06

სურათები ვერ ავტვირთე :((((((

User avatar
civciva
მაწანწალა
Posts: 482
Joined: 11 სექ 2007, 15:53
დარგე შენი მომავალი – 24 მარტი

Post by civciva » 27 მარ 2013, 14:08

Makuna Skhvitaridze
ყოჩაღი მყევხარ
:goodman:

User avatar
Ledi
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 21 მარ 2010, 15:55
Location: ალუბლების ქუჩაზე :)
დარგე შენი მომავალი – 24 მარტი

Post by Ledi » 27 მარ 2013, 17:35

დასაწყისშივე დიდი მადლობა მაკას, იმედია ასეთი აქციებით ხშირად გაგვანებივრებ :)
ამ გამწვანების აქციამ პირადად ჩემი სიცოცხლე დიდი ხნით გაახანგრძლივა და შვილთაშვილებისთვისაც უფრო მეტი მაქვს მოსაყოლი ;)
ახლა კი დოკუმენტური მასალა:
Image
Image
Image

shoda1121 მისვლისთანავე ტკბილეულით გამიმასპინძლდა :)
Image
Image

აი ეს პატიოსანი ადამიანი კი, გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, ვიდრე ყვითელ ავტობუსებს შემოიყვანდნენ, ცისფერ ავტობუსს დააქროლებდა დიღომში, ანუ ,,ვაჰ სოფელო რაშიგან ხარ"...
Image
ჩემი ცხოვრება შესდგება ბევრი ტკბილეულისგან! ;)

User avatar
Ledi
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 21 მარ 2010, 15:55
Location: ალუბლების ქუჩაზე :)
დარგე შენი მომავალი – 24 მარტი

Post by Ledi » 27 მარ 2013, 17:46

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

ეს კეთილი ადამიანი კი მაკას რომ ესაუბრება, მერიის თანამშრომელი გახლავთ, რომელმაც თვისი ხლთათმანები შემომთავაზა, სანამ მე ჩემსას ჩნთიდან ამოვაძვრენდი.
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
ჩემი ცხოვრება შესდგება ბევრი ტკბილეულისგან! ;)

User avatar
Ledi
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 21 მარ 2010, 15:55
Location: ალუბლების ქუჩაზე :)
დარგე შენი მომავალი – 24 მარტი

Post by Ledi » 27 მარ 2013, 17:54

Image
Image
Image
Image

სამწუხაროდ ამ ადამიანის სახელი და გვარი, გულმოდგინედ დამახსოვრების შემდეგ მაინც დამავიწყდა :( ნაწილი ფოტოების მისი გადაღებულია. შევპირდი შენს ფოტოებს გამოგიგზავნითქო, ამიტომ იქნებ თქვენ დამეხმაროთ, თუ იცნობთ.
Image
Image
Image

მოუთმენლად ველოდები მომავალ აქციას და კიდევ ერთხელ და მრავალჯერ დიდი მადლობა მაკას. :)
ჩემი ცხოვრება შესდგება ბევრი ტკბილეულისგან! ;)

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დარგე შენი მომავალი – 24 მარტი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 07 აპრ 2013, 02:42

ყოჩაღ გამწვანების აქციის მონაწილეებს.
ამაყობს ქალაქი ტქვენით.
კგ საქმე გაგიკეთებიათ, მაგრამ, ცხადია, ამან თვითკმაყოფილების განცდა არ უნდა გამოიწვიოს.
ჯერ კიდევ ბევრი ხეა დასარგავი.
shoda1121 wrote:აქტივობების სხვა სახეობებშია გადასატანი მოდერატორებს დათაგავდა კაცი ეს რომ ფბ-ზე იყოს
ამ :დათაგვის: ნაცვლად რომ :მონიშვნა: გეხმარა, ალბათ, დამეთანხმები, რომ უკეთესი იქნებოდა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
დარგე შენი მომავალი – 24 მარტი

Post by GT.ge » 07 აპრ 2013, 10:15

Image
ასე გამოიყურება ჩვენი დარგული ფიჭვები დღეს.
შეპირებისამებრ, მერიის გამწვანების სამსახურმა ნერგები გაამაგრა და წყალიც დაუსხა.
ვაპირებ პერიოდულად დავხედო, ყურადღება მივაქციო. ძალიან მეწყინება თუნდაც ერთი ნერგის დაჭკნობა.

4 მარტს, იმავე სკვერში, გამწვანების აქცია გააკეთა ჩვენმა ირმატომ/ცასწავალა.
თავის მოსწავლეებს დაარგვევინა 50 ძირი წაბლი და ცაცხვი.


ყოჩაღთ ყველას! :)
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]