ლონდონის საზაფხულო ოლიმპიადა-2012

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ლონდონის საზაფხულო ოლიმპიადა-2012

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 27 ივლ 2012, 04:04

27 მკათათვიდან 12 მარიამობისთვის ჩათვლით ლონდონში ზაფხულის 30ე ოლიმპიადა იმართება.
მონაწილეობს 205 ქვეყანა, მათ შორის ავღანეთი და ერაყი.

საქართველოს დელეგაციაში 35 მონაწილე სპორტსმენია. მათგან მხოლოდ 8 არის წინა ოლიმპიადების მონაწილე.
გუნდის კაპიტანი და მედროშეა ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, რომლიც უკვე მე7დ მონაწილეობს და ქართველებს შორის სარეკორდო მაჩვენებელია.
ამასთან, სულ რამდენიმე სპორტსმენია, 7ჯერ და მეტჯერ რომ მონაწილეობდა ოლიმპიადაზე.
იმედია, ნინო ყველას რეკორდს მოხსნის.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ლონდონის საზაფხულო ოლიმპიადა-2012

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 27 ივლ 2012, 04:12

საქართველოს სპორტსმენები ლონდონი-2012ზე

სპორტის სახეობა 11

სპორტული დისციპლინა 15

სპორტსმენთა რაოდენობა 35, რომელთაგან 6 ქალია
საშუალო ასაკი 25

ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე 18 წლის არის, ყველაზე ასაკოვანი კი - 43ის

ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი 1 გვყვავს - ნინო სალუქვაძე

ოლიმპიური თამაშების პრიზიორი კი - 3

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი 8

ოლიმპიური თამაშების მონაწილე 8

ოლიმპიური გუნდის მედროშე ლონდონში - ნინო სალუქვაძე
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ლონდონის საზაფხულო ოლიმპიადა-2012

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 27 ივლ 2012, 04:14

ძიუდოს გუნდი 1ად1ია, რომელიც სრულად არის დაკომპლექტებეული - 7ვე წონაში გვყვავს მონაწილე. თუმცა, მათ შორის არ არის ბეიჯინგის ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსანი ირაკლი ცირეკიძე.
მწვრვთნელთა საბჭომ უპირატესობა ლომერ ჟორჟოლიანს (100 კგ) მიანიჭა.
ქართველთაგან სწორედ ძიუდოსიტები იწყებენ ოლიმპიურ შეჯიბრს.
ჩვეულებისამებრ, უმჩატესი წონიდან.
60 კგში მოასპარეზე ბეთქილ შუკვანი ავსტრალიელ არნი დიკინსს მკათათვის 28ში დაეჭიდება.
სხვა მხრივ, ქალთა საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრებით ოლიმპიადა არაფორმალურად დაიწყო კიდეც.
ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი 27 მკათათვეს იქნება
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ლონდონის საზაფხულო ოლიმპიადა-2012

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 27 ივლ 2012, 04:26

ძირითადი თამაშების შემდეგ, ლონდონშივე დაიწყება პარაოლიმპიური თამაშები.
აქ უკვე საქართველოს 2 სპორტსმენი, მოცურავე და ძალოსანი ჰყავს.
ბეიჯინგში 1 მონაწილე გვყვადა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ლონდონის საზაფხულო ოლიმპიადა-2012

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 27 ივლ 2012, 04:33

გთავაზობთ ლონდონის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ვებგვრდის ბმულს:
http://www.london2012.com/http://www.london2012.com/

ეს კი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვებგვერდის ბმულია:
http://geonoc.org.ge/
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ლონდონის საზაფხულო ოლიმპიადა-2012

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 27 ივლ 2012, 04:36

ლონდონი 2012 - ქრისტინე ესებუა იწყებს

ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის პირველი ნაწილი უკვე გაემგზავრა. ოლიმპიადა ოფიციალურად ხვალ გაიხსნება. ქართველთაგან პირველი ასპარეზობას მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა დაიწყებს. ლონდონის ოლიმპიადაზე მშვილდოსანთა ტურნირში საქართველო ერთი მონაწილით იქნება წარმოდგენილი, ქალთა შორის მსოფლიოს ვიცეჩემპიონი 27 ივლისს, ლონდონის დროით 13 საათიდან ოფიციალურ ვარჯიშში მიიღებს მონაწილეობას, 28-ში კი პირადი პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირია.

მშვილდოსნები სპორტკომპლექს "ლორდს კრიკეტ გრაუნდში" იასპარეზებენ. 30 ივლისსა და 1 აგვისტოს 1/32 და 1/16 ფინალები გაიმართება, 2 აგვისტოს კი 1/8 ფინალი და ფინალი.

მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორს, ევროპის ჩემპიონატის ჩემპიონსა და პრიზიორს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადისთვის "მიხეილ მესხზე" კორეელი მწვრთნელი ამზადებდა, ქრისტინეს ვარჯიში დღეში ორჯერ უტარდებოდა. მშვილდოსანმა 22 ივლისს დაასრულა მოსამზადებელი ეტაპი და გუშინ ოლიმპიური ნაკრების პირველ ნაწილთან ერთად ლონდონში გაემგზავრა.

Geosports.ge ახალგაზრდა სპორტსმენს წარმატებას უსურვებს!


წყარო:
http://www.geosports.ge/index.php?optio ... Itemid=181
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ლონდონის საზაფხულო ოლიმპიადა-2012

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 27 ივლ 2012, 04:43

ქართველ ძიუდოისტთათვის ოლიმპიადა 28 ივლისს შუკვან-დიკინსის ორთაბრძოლით დაიწყება

როგორც მოგეხსენებათ, ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდისტთა ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს. ჩვენს გუნდს მონაწილე შვიდივე წონით კატეგორიაში ეყოლება. დღეს გამართული წილისყრის შედეგად ცნობილი გახდა ქართველი ძიუდოისტების მეტოქეთა ვინაობა.
უმჩატესს, 60 კგ. წონაში, ბეთქილ შუკვანი შეჯიბრს ავსტრალიელი არნი დიკინსით იწყებს. 66 კგ-ში, ლაშა შავდათუაშვილი ჩილელ ალეხანდრო სუნიგას დაუპირისპირდება. 73-ში, ნუგზარ ტატალაშვილს წილისწრამ ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი, სამხრეთკორეელი კი-ჩუნ ვანგი არგუნა. 81-ში, ავთანდილ ჭრიკიშვილის მეტოქე ხორვატი ტომისლავ მარიანოვიჩი იქნება. 90-ში, ჩვენი გუნდის ლიდერი ვარლამ ლიპარტელიანი შეჯიბრს კამერუნელ დიედონ დოლარემთან შეხვედრით დაიწყებს. 100 კგ-ში ლომერ ჟორჟოლიანი რუმინელ ბრატას ხვდება და ბოლოს მძიმე წონაში ადამ ოქრუაშვილის მეტოქე, 32 წლის ტიტულოვანი გერმანელი ანდრეა ტოლცერსი იქნება.


წყარო:
http://worldsport.ge/olympics2012/?page=news&id=39538
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ლონდონის საზაფხულო ოლიმპიადა-2012

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 27 ივლ 2012, 04:44

აბა, წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს სპორტსმენებს, რომელთაგან,
სხვათა შორის, ნაკრებში 1 პოლონელიც არის
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ლონდონის საზაფხულო ოლიმპიადა-2012

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 27 ივლ 2012, 05:04

აი, ჩვენი ნაკრების სრული სია:

1. ლუბა გოლოვინა - (ბატუტზე ხტომა)

2. ქრისტინე ესებუა - (მშვილდოსნობა)

3. ირაკლი ბოლქვაძე - (მოცურავე)

4. დავით მოძმანაშვილი - (თავისუფალი ჭიდაობა)

5. მალხაზ ზარქუა - (თავისუფალი ჭიდაობა)

6. დავით მარსაგიშვილი - (თავისუფალი ჭიდაობა)

7. დავით ხუციშვილი - (თავისუფალი ჭიდაობა)

8. მანუჩარ ცხადაია - (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

9. გია მაჭავარიანი - (ძალოსნობა)

10. რაულ ცირეკიძე - (ძალოსნობა)

11. ირაკლი თურმანიძე - (ძალოსნობა)

12. მერაბ თურქაძე - (კრივი)

13. გიორგი გოგშელიძე - (თავისუფალი ჭიდაობა)

14. ვლადიმერ ხინჩიგაშვილი - (თავისუფალი ჭიდაობა)

15. ზურაბ დათუნაშვილი - (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

16. ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო)

17. ავთანდილ ჭრიკიშვილი - (ძიუდო)

18. ლაშა შავდათუაშვილი - (ძიუდო)

19. ნუგზარ ტატალაშვილი - (ძიუდო)

20. ლომერ ჟორჟოლიანი - (ძიუდო)

21. ადამ ოქრუაშვილი (ძიუდო)

22. ბეთქილ შუკვანი (ძიუდო)

23. ოთარ თუშიშვილი - (თავისუფალი ჭიდაობა)

24. სოსო ჯაბიძე - (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

25. რევაზ ლაშხი - (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

26. გურამ ფერსელაძე - (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

27. ვლადიმე გეგეშიძე - (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

28. ნინოს სალუქვაძე - (ტყვიის სროლა)

29. მაიკო გოგლაძე - (მძლეოსნობა, სიგრძეზე ხტომა)

30. ბოლესლავ სხირტლაძე - (სიგრძეზე ხტომა)

31. გიორგი ნადირაძე - (ველოსპორტი)

32. მასიეჟ ოსიევიჩი - (მძლეოსნობა)

33. დავით ილარიანი - (მძლეოსნობა)

34. ანა ტატიშვილი - (ჩოგბურთი)

35. მაკა ჩახნაშვილი - (ჩოგბურთი)


ნინო სალუქვაძე 1ლი იყო ამ 35ს შორის, ვინც ლონდონის ოლიმპიადის საგზური მოიპოვა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
ლონდონის საზაფხულო ოლიმპიადა-2012

Post by QEBURIUS » 27 ივლ 2012, 19:35

ბრიგაძირ ეს თემა გაქ თუ ერთი მსახიობის თეატრი? ;)
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ლონდონის საზაფხულო ოლიმპიადა-2012

Post by Archil » 28 ივლ 2012, 17:07

ორი გამოვარდა უკვე, ერთმა წააგო და მეორე წონაში ვერ ჩაეტია.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
ლონდონის საზაფხულო ოლიმპიადა-2012

Post by QEBURIUS » 29 ივლ 2012, 09:52

დღე პირველი: მაგრად ჩავიქაქეთ!
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ლონდონის საზაფხულო ოლიმპიადა-2012

Post by Archil » 29 ივლ 2012, 21:15

ოლიმპიური ჩემპიონი, 20 წლის ლაშა შავდათუაშვილი!!!

ძიუდო 66 კგ
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
ლონდონის საზაფხულო ოლიმპიადა-2012

Post by QEBURIUS » 31 ივლ 2012, 20:10

1, 3 და 4 დღეები ჩასვრით აღვნიშნეთ მაგრამ შავდათუაშვილს გაუმარჯოს ჟილკაში
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ლონდონის საზაფხულო ოლიმპიადა-2012

Post by Makena » 01 აგვ 2012, 11:43

ცუდად დავიწყეთ, მაგრამ შავდათუაშვილმა გვასახელა! იმედია დანარჩენებიც შესძლებენ გამოცოცხლებას და რამდენიმე მედალს მაინც ავიღებთ.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]