Page 1 of 1

კარვის დაბადების დღე -16 აპრილი

Posted: 17 აპრ 2012, 18:21
by aragvispireli
მოკლედ გუშინ კარავი კიდევ ერთიწლით დაგვიბერდა :)

დაბადების დღის გადახდა გადაწყდა ბუნებაში (როგორც კარავს შეფერის)

ხმათა უმრავლესობით გადაწყდა ლისის ტბის პირას მოლხენა


შეკრების ადგილი : დელისის მეტრო
შერების დრო : კი იყო 5:30-თი მაგრამ ვინ როდის მოვიდა ეგ ერთი საკითხია :) როდის ავაღწიეთ მეორე საკითხია :)
მოკლედ 8 საათი ხდებოდა რომ ავედით ლისზე.
ის ის იყო მწვადი გადმოვიღეთ თასში და გვეგონა კარგად მოვილხენდით კოცონის ირგვლივ.. რომ საოცარი გრიგალი ამოვარდა :)))
მოგვიწია აყრა გუდანაბადის და ახალი ადგილის მოძებნა..

მეორე ადგილი ვაკის პარკის სასარგებლოდ გადაწყდა :)
სამწუხაროდ ნაწილი კარველების არ წამოვიდნენ A პუნქტიდან B პუნქტში :)

განსაკუთრებული მადლობა ეკტოს - კარვის დაბ დღის მოსალოცის შექმნისთვის.. :) (იმედია მალე დაიდება სურათი)



ვაკის პარკში დაჩეხეს და გაანადგურეს ტორტი :)
მერე იცეკვეს და იმღერეს , მაოს მოტანილი ჭაჭა გამოვცალეთ და ასეთ მხირულ ნოტაზე სახლში წამოვედით.

ეხლა სია ვინც ვიყავით :)
იმედია არავინ არ გამომრჩება, თუ გამომრჩა მაპატიეთ მომწერეთ და მივაწერ :)

1. დოლიძელი
2. ანანო
3. ბექა კოკაია
4. აცა
5. აცა + (ანუ მეუღლე თურთ)
6. ილო
6. ილო + (ილიჩა :) )
7. მარიშკა
8. სოფო ჩინჩალაძე
9. კარვის + (ლაშა ჯიჯეიშვილი)
10. ბუნტური
11. თედე
12. ეკატო
13. მირანდა
14. მარიტა
15. ფაბრიციო
16. GT
17. Keto
18. zvio
19. ბუაჩა
20. მაო (kappa)
21. გუდარეხი
22. ბუნტურის +
23. maikoooo (o-ების რაოდენობა თუ შემეშალა ბოდიში :) )
24. maikoooo + (ნუცა)
25. მარი ესიტაშვილი
26. წივწივა
27. ქსოვრელი
28. იანო
29. ია იაშვილი
30. ერთი კარგი ბიჭი :))) სახელი არ ვიცი :))
31. კოლხი გოგო
32.33.34.35. გიო ჰორუსი და მისი ოჯახი
37. ლიკაკო
38. ნინი 85
39. ზურა M
40. არაგვისპირელი

მოკლედ დანარჩენი თქვენ დაწერეთ ბალღებოო :)))

კარვის დაბადების დღე -16 აპრილი

Posted: 17 აპრ 2012, 20:47
by paata_
გვალვა??

კარვის დაბადების დღე -16 აპრილი

Posted: 18 აპრ 2012, 04:30
by MIRANDA
ეკატოს მიერ შესრულებული, კარ(ა)ვის 8 წლის იუბილისადმი მიძღვნილი, მომხიბვლელი მოსალოცი პლაკატი/დაფა

Image

ორგანიზატორი

Image

არასრული შემადგენლობა

Image

თათიას მიერ მომზადებული უგემრიელესი ტორტი (რომელიც უბრალოდ არაფოტოგენური აღმოჩნდა... და გემო კიდევ უფრო კარგი ქონდა, ვიდრე ვიზუალური მხარე)

Image

კარვის დაბადების დღე -16 აპრილი

Posted: 18 აპრ 2012, 09:58
by avtokh
კარგიააა! :)

კარვის დაბადების დღე -16 აპრილი

Posted: 18 აპრ 2012, 10:54
by Tami
aragvispireli wrote:



23. maikoooo (o-ების რაოდენობა თუ შემეშალა ბოდიში :) )
24. maikoooo + (ნუცა)
ო-ების რა გითხრა და მგონი
Maiko-adventurous-ს უნდა გეთქვა??
არ მახსოვს სახელი გადაეკეთებინოს;)

კარვის დაბადების დღე -16 აპრილი

Posted: 18 აპრ 2012, 10:56
by Tami
რომ მოიცლით,
ფოტოები დადეთ რა სილვუპლე
:oops:

კარვის დაბადების დღე -16 აპრილი

Posted: 19 აპრ 2012, 09:59
by QAQUCA
ვულოცავ კარავს დაბადების დღეს და ვუსურვებ უფრო გალამაზებას, მეტ ჩახუტებას, ბევრ ლაშქრობას("არა ექსკურსიას")და დიდხანს სიცოცხლეს! :!:

კარვის დაბადების დღე -16 აპრილი

Posted: 19 აპრ 2012, 11:12
by Makena
ვულოცავ კარავს და კარველებს დაბადების დღეს, მე სამწუხაროდ მიზეზთა გამო ვერ შემოგიერთდით, ყოჩაღ თქვენ რომ შეიკრიბეთ და აღნიშნეთ ! :)

კარვის დაბადების დღე -16 აპრილი

Posted: 19 აპრ 2012, 12:18
by GAMARJOBA SAKARTVELO
მიხარია, რომ აღნიშნეთ ფორუმის დაბადების დღე.
ახალი კარაველია თუ ძველი, ყველას 1ნაირად აქვს წვეულების მოწყობის უფლება და ადრე
დარეგისტრირებული 1-2 კარაველის იქედნური დამოკიდებულება, თითქოსდა, ახალი კარაველი როგორ გვეპატიჟებაო
:კარავის: დაბადების დღეზე, რბილად რომ ვთქვა, შეუფერებელია.
მე რომ გურიის გასვლაში არ ვყოფილიყავი, სიამოვნებით შემოგი1დებოდით.
გვალვა რომ არ იყოს დაბდღეზე, ეგ დასანანია. ასევე, სხვა 1ლი კარაველებიც.
იმედია, მომავალ წლებში დაესწრებიან.

კარვის დაბადების დღე -16 აპრილი

Posted: 19 აპრ 2012, 12:19
by GAMARJOBA SAKARTVELO
თუ მომდევნო 16 იგრიკა სააღდგომო დღეებს არ დაემთხვევა, მინდა, კარავული გარბენი შემოგთავაზოთ.

კარვის დაბადების დღე -16 აპრილი

Posted: 19 აპრ 2012, 16:31
by CheLo
GAMARJOBA SAKARTVELO

როგორ უნდა დაესწრონ ახალი კარველები თუ საიტი დახურულია? :roll:

კარვის დაბადების დღე -16 აპრილი

Posted: 19 აპრ 2012, 16:43
by keto
CheLo
კარგი, ზურა, რა მოგივიდა, შეიძლება ყოველდღე ამ საიტის დახურულობაზე საუბარი? ვიცით რომ გული შეგტკივა, მაგრამ შენ გგონია სხვებს არ გვაწუხებს ეს ამბავი? ტექნიკური პრობლემაა და რა ქნას ადმინმა, ვერ იცლის, მოიცლის და გაასწორებს :)

გოგამ კი დარწმუნებული ვარ იგულისხმა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვის რა თარიღი უწერია რეგისტრაცია/აქტივაციის გრაფაში, თემის გახსნა და ღონისძიებების დაგეგმვა ყველას შეუძლიაო.

კარვის დაბადების დღე -16 აპრილი

Posted: 19 აპრ 2012, 16:56
by CheLo
keto

კაი მაპატიე :roll: :roll: უბრალოდ პასუხს არავინ მცემდა ;)

კარვის დაბადების დღე -16 აპრილი

Posted: 19 აპრ 2012, 17:13
by keto
CheLo
;) :roll: