Page 1 of 6

MIRANDA-ს ვირტუალური დაბადების დღე (25 მარტი, 2012)

Posted: 10 მარ 2012, 17:39
by MIRANDA
თარიღი: 25 მარტი, 2012
დრო: 18:30
ადგილი: რაგბი ფაბი 'არსენალი'
მისამართი: პუშკინის ქ. 6
მიზეზი: ჩემი დაბადების დღის ვირტუალური აღნიშვნა

მოკლედ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე - მივხვდი, რომ არ მინდოდა ჩემს დაბადების დღეს თქვენს გარეშე ჩაევლო...

რადგან ეს ფიზიკურად შეუძლებელია, ერთი მშვენიერი იდეა გამიჩნდა თავში და იმედია თქვენც მოიწონებთ ამ იდეას.

როცა კარაველთა ერთი დიდი ჯგუფი ახალ წელს აღნიშნავდა ბაკურიანში, სკაიპით ჩავერთე ხაზზე და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მეც სუფრის წევრი ვიყავი და მერეც, მთელი დღე დადებითი ენერგიით დამუხტული ვიყავი.

ამ გამოცდილების გათვალისწინებით და ამას გარდა რამდენიმე კარაველთან შეპირებული სკაიპ-საუბრის გათვალისწინებითაც გამიჩნდა ეს იდეა.

ერთი დიდი თხოვნა მაქვს თქვენთან - ვისაც ცოტათი მაინც მოგენატრეთ და ცოტათი მაინც გიყვარვართ, ან თუნდაც კვირა დღეს ჯერ არაფერი გაქვთ დაგეგმილი და კარაველების და ჩემი (და)ნახვა გაგიხარდებათ:

25 მარტს, როცა თქვენ გინდათ იმ დროს (იმიტომ, რომ ჩემთან მაინც 4 საათით ადრე იქნება და არ აქვს მნიშვნელობა), მაგრამ მოდით ვთქვათ თბილისის დროით საღამოს 7:00 საათზე, რომ შეიკრიბოთ სადმე (ესეც თქვენ გადაწყვიტეთ.. მთავარია ინტერნეტი იყოს.. იდეები დაწერეთ აქ და მერე ჩამო(ვ)ყალიბდებით) და სკაიპით რომ შემოხვიდეთ ხაზზე.

ერთი კარგი კარვული შეკრებაც გამოგივათ, მეც ყველას ერთად გნახავთ და თან ჩემი დაბადების დღეც ორიგინალურად გადახდილი გამოვა...

ჩემთვის იქნება ეგ ძაააალიან დიდი დაბადების დღის საჩუქარი, თუ მიხვალთ და ჩემთან ერთად იქეიფებთ, online რეჟიმში... თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამდენ ხანს გამყვება ეს დღე გასახსენებლად...

აბა, რას იტყვით?

P.S. მარიტა და/ან მირიანი (ჩემი ძმა) იქნებ(ი)ა(ნ) ჩემი წარმომადგენელ(ებ)ი.
სიაში ჩაწერა არ არის აუცილებელი, მაგრამ მაინც კარგი იქნება, რომ დაახლოებითი წარმოდგენა შეიქმნას ვინ მოდის. თან ადგილის შერჩევის დროსაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს :D

1. მარიტა
2. მირიანი
3. ბურდიანი
4. ლადო მელექსიშვილი
5. ვანსკი
6. ?

MIRANDA-ს ვირტუალური დაბადების დღე (25 მარტი, 2012)

Posted: 10 მარ 2012, 18:10
by ნინი_85
MIRANDA

გადასარევი იდეაა მირანდა! :) მე სიაში ვარ, იდეებშიც გვედით მიგულეთ, უკვე იმდენი მომივიდა თავში :))
ცოტა ჩამოვყალიბდები დამოგვიანებით გაგიზიარებთ ნაწილობრივ მაინც :D

MIRANDA-ს ვირტუალური დაბადების დღე (25 მარტი, 2012)

Posted: 10 მარ 2012, 18:11
by CheLo
1. მარიტა
2. მირიანი
3. ბურდიანი
4. ლადო მელექსიშვილი
5. ვანსკი
6. ვენტო (მინდა მინდა მინდაააა)
7. ნინი 85

MIRANDA-ს ვირტუალური დაბადების დღე (25 მარტი, 2012)

Posted: 10 მარ 2012, 19:08
by teo-
შენ და ჩემი დედიკო ერთ დღეს ყოფილხართ დაბადებულები:)
ვეცდები ბაინც მოვიდე ცოტა ხნით მაინც
კარგი დიეააა
პ.ს. ონლაინ საჩუქრები უნდა გაჩუქოთ ხოოოო?))))))))))))0

MIRANDA-ს ვირტუალური დაბადების დღე (25 მარტი, 2012)

Posted: 10 მარ 2012, 20:25
by GAMARJOBA SAKARTVELO
არადა, ჩვენ რომ მანდ ვიყოთ და ისე მოგილ20ოთ, რა გადასარევი იქნებოდა

MIRANDA-ს ვირტუალური დაბადების დღე (25 მარტი, 2012)

Posted: 10 მარ 2012, 22:46
by avtokh
იქ ჩასვლა მართლაც კარგი იქნებოდა, მაგრამ აქა ვდგევართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს :)

სიას მეც მივეწერები, თუ კაია :)

1. მარიტა
2. მირიანი
3. ბურდიანი
4. ლადო მელექსიშვილი
5. ვანსკი
6. ვენტო (მინდა მინდა მინდაააა)
7. ნინი 85
8. ავთოხ(ა)

MIRANDA-ს ვირტუალური დაბადების დღე (25 მარტი, 2012)

Posted: 10 მარ 2012, 23:28
by marita 777
აუ მირანდა რა მაგარი ხარ ხო არ იცი, მეც არანაკლებ მომენატრნენ კარაველები, ფაქტიურად ახალი წლების მერე მეც ბევრი ადამიანი არ მინახავს წესიერად. მოკლედ მე ხომ მოვდივარ და თან შეგიძლია, კი არადა შემიძლია ორგანიზატორიც ვიყო, თუკი ამის საჭიროება იქნება...

ველი მითითებებს ინგლისიდან :*

MIRANDA-ს ვირტუალური დაბადების დღე (25 მარტი, 2012)

Posted: 11 მარ 2012, 00:36
by Ninukala
ძალიან მაგარი იდეაა... :) სიამოვნებით შემოგიერთდებით.... :*

MIRANDA-ს ვირტუალური დაბადების დღე (25 მარტი, 2012)

Posted: 11 მარ 2012, 02:31
by MIRANDA
Ninukala
4444-ე წერილი ამ თემას მოუძღვენი.. ჩემი ხელით უნდა ჩაგწერო სიაში :)))

1. მარიტა
2. მირიანი
3. ბურდიანი
4. ლადო მელექსიშვილი
5. ვანსკი
6. ვენტო (მინდა მინდა მინდაააა)
7. ნინი 85
8. ავთოხ(ა)
9-10. ქოჩოკალა :*

ნინი_85
ნინ, შენ ხომ იდეების წყარო ხარ.. :*

teo-
კი, მახსოვს, ადრეც მითხარი, რომ დედაჩემიც 25 მარტს არის დაბადებულიო..
online საჩუქრების იდეა მომწონს :D

GAMARJOBA SAKARTVELO
ეგ ყველაზე მაგარი იქნებოდა.. :)))

marita 777
კიი.. დამჭირდება შენი დახმარება აუცილებლად, თუმცა დიდი დასაორგანიზებელიც არაფერია :*

MIRANDA-ს ვირტუალური დაბადების დღე (25 მარტი, 2012)

Posted: 12 მარ 2012, 01:32
by t.d
მე მოვდივარ ძააან მიხარიხართ და მყვარხართ.:*

MIRANDA-ს ვირტუალური დაბადების დღე (25 მარტი, 2012)

Posted: 12 მარ 2012, 14:06
by burdiani
ნუ მე რარა დავამატო, მოვდივარ და მოვდივარ, ეგაა და ეგა :)

MIRANDA-ს ვირტუალური დაბადების დღე (25 მარტი, 2012)

Posted: 13 მარ 2012, 18:01
by MIRANDA
1. შეკრების ადგილთან დაკავშირებითაც დაწერეთ რა იდეები :D
2. თუ ვინმეს სიაში ჩაწერა არ გინდათ პირადში მომწერეთ კარავზე ან facebook-ზე :)
3. ინფორმაციისთვის - ჩემს სიაში 16 ადამიანია :D

MIRANDA-ს ვირტუალური დაბადების დღე (25 მარტი, 2012)

Posted: 13 მარ 2012, 18:42
by arcivi9
MIRANDA
კარგად ვერ გავიგე, ონლაინ-სადღეგრძელო უნდა დავლიოთ ონლაინ-ღვინით და მერე ონლაინ-დავთვრეთ თუ როგორ ხდება ეს ამბავი? Image

MIRANDA-ს ვირტუალური დაბადების დღე (25 მარტი, 2012)

Posted: 13 მარ 2012, 20:04
by MIRANDA
arcivi9 wrote:MIRANDA
კარგად ვერ გავიგე, ონლაინ-სადღეგრძელო უნდა დავლიოთ ონლაინ-ღვინით და მერე ონლაინ-დავთვრეთ თუ როგორ ხდება ეს ამბავი? Image
ყველაფერი რეალური იქნება, იმის გარდა, რომ მე ფიზიკურად არ ვიქნები მანდ, მაგრამ ხაზზე ჩაგერთვებით სკაიპით... :D და კიდევ საჩუქრები იქნება ვირტუალური :D

MIRANDA-ს ვირტუალური დაბადების დღე (25 მარტი, 2012)

Posted: 13 მარ 2012, 22:34
by ეკატო
ბაკურიანი გამახსენდა :) კარგი იყო ნამდვილად :)

ამჯერადაც სიამოვნებით შემოგიერთდებით :)