დრო: 18:30
ადგილი: რაგბი ფაბი 'არსენალი'
მისამართი: პუშკინის ქ. 6
მიზეზი: ჩემი დაბადების დღის ვირტუალური აღნიშვნა
მოკლედ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე - მივხვდი, რომ არ მინდოდა ჩემს დაბადების დღეს თქვენს გარეშე ჩაევლო...
რადგან ეს ფიზიკურად შეუძლებელია, ერთი მშვენიერი იდეა გამიჩნდა თავში და იმედია თქვენც მოიწონებთ ამ იდეას.
როცა კარაველთა ერთი დიდი ჯგუფი ახალ წელს აღნიშნავდა ბაკურიანში, სკაიპით ჩავერთე ხაზზე და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მეც სუფრის წევრი ვიყავი და მერეც, მთელი დღე დადებითი ენერგიით დამუხტული ვიყავი.
ამ გამოცდილების გათვალისწინებით და ამას გარდა რამდენიმე კარაველთან შეპირებული სკაიპ-საუბრის გათვალისწინებითაც გამიჩნდა ეს იდეა.
ერთი დიდი თხოვნა მაქვს თქვენთან - ვისაც ცოტათი მაინც მოგენატრეთ და ცოტათი მაინც გიყვარვართ, ან თუნდაც კვირა დღეს ჯერ არაფერი გაქვთ დაგეგმილი და კარაველების და ჩემი (და)ნახვა გაგიხარდებათ:
25 მარტს, როცა თქვენ გინდათ იმ დროს (იმიტომ, რომ ჩემთან მაინც 4 საათით ადრე იქნება და არ აქვს მნიშვნელობა), მაგრამ მოდით ვთქვათ თბილისის დროით საღამოს 7:00 საათზე, რომ შეიკრიბოთ სადმე (ესეც თქვენ გადაწყვიტეთ.. მთავარია ინტერნეტი იყოს.. იდეები დაწერეთ აქ და მერე ჩამო(ვ)ყალიბდებით) და სკაიპით რომ შემოხვიდეთ ხაზზე.
ერთი კარგი კარვული შეკრებაც გამოგივათ, მეც ყველას ერთად გნახავთ და თან ჩემი დაბადების დღეც ორიგინალურად გადახდილი გამოვა...
ჩემთვის იქნება ეგ ძაააალიან დიდი დაბადების დღის საჩუქარი, თუ მიხვალთ და ჩემთან ერთად იქეიფებთ, online რეჟიმში... თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამდენ ხანს გამყვება ეს დღე გასახსენებლად...
აბა, რას იტყვით?
P.S. მარიტა და/ან მირიანი (ჩემი ძმა) იქნებ(ი)ა(ნ) ჩემი წარმომადგენელ(ებ)ი.
სიაში ჩაწერა არ არის აუცილებელი, მაგრამ მაინც კარგი იქნება, რომ დაახლოებითი წარმოდგენა შეიქმნას ვინ მოდის. თან ადგილის შერჩევის დროსაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს

1. მარიტა
2. მირიანი
3. ბურდიანი
4. ლადო მელექსიშვილი
5. ვანსკი
6. ?