შევიკრიბეთ ექსპომრად, რადგან ბოლო წუთამდე გაურკვეველი იყო მივდიოდით თუ არა, ან ვინ მოდიოდა ან სად მივდიოდით ან რა გვინდოდა ცხოვრებაში : D
სპორტის სასახლესთან 4 მანქანა ხალხი რომ დავინახე, ვიფიქრე ვუუაააჰხთ მეთქი - გამიხარდა მოკლედ : D მითუმეტეს გვალვას დანახვა ხომ ზე სიურპირზი იყო : D ჰხოდა ვიფიქრეთ, მოდი ფეირვერკები გავუშვათ და ასე შევხვდეთ ახალ გაზაფხულსო და წავედით ქავთარაძის გუდვილში, რომელიც დაკეტილი დაგვხვდა, ამიტომ გამიჩნდა გენიალური იდეა მოდი დელისის პოპულში წავიდეთმეთქო და აი მანდ დაიწყო პირველი დაბნევა : D ოთხმა მანქანამ სხვადასხვანაირად აღიქვა "დელისის პოპული" - საბოლოო ჯამში ყველა მივედით პოპოულში, მაგრამ ყველა სხვადასხვა პოპულში : D მერე ვიფიქრეთ რესპუბლიკურის ჯაზოსთან მაინც შევიკრიბოYო და რად გინდა.. ზოგი გასცდა, ზოგმა რესპუბიკური ვერ იპოვნა, ზოგი მარჯვნიოვ წავიდა... როგორც იქნა ნუცუბიძის მე-3 პლატოსთან მოვიყარეთ თავი და დავირაზმეთ ლისის ტბისკენ : D ჰხოდა ეს ნამდვილი საოცრება იყო - დავიკარგეთ


მოკლედ, ისეთი გასვლა იყო ლამას რომ შეშურდებოდა : )))) კი არა და იდეა მოგვივიდა, მოდით ერთი ლაშქრობა თბილისსშიც |ჩავატაროთ და გავერკვეთ სად რაა არის : ))
საბოლოო ჯამში დაგვხვდა ძლივს ნაპოვნი გაყინული ლისი და კიდევ ვენტო, რომელსაც ჩვენს მოსვლამდე კოცონი დაუნთია.. ჰხოდა გვქონდა გიტარა და თითქმის ყველა ჩემ გარდა მღეროდა კარგად და ისეთი ღამე იყო, გაზაფხულს რომ შეეფერება : )