შემდეგ გავუდექით გზას და ვეძიებდით ადგილს იგლუსათვის. რითი ვართ ქართველნი ესკიმოსებზე ნაკლებნი, ერთი იგლუ ჩვენთანაც ხომ უნდა იდგეს და თან კარგი ხედით. რა იცი რა ხდება, ტურისტები მოდიან სხვადასხვა ქვეყნიდან და ვინმემ იგლუში რომ მოითხოვოს ღამის გათენება, რამე ხომ უნდა შევთავაზოთ

ხოოდა ბევრი ვიარეთ თუ ცოტა მოვიძიეთ ადგილი ფრიად კეთილი და საამო ხედით.
სანამ ადგილამდე მივიდოდი ეს უცნაური ანაბეჭდი შევნიშნე ბილიკის პირას. რაღაც უცნაურია, თითქოს დამიანის ფორმა აქვს, არა და ოთხ ხელიანია. ნეტა ვისი ანაბეჭდია?
აი რამხელა თოვლში მოუწიათ მშრომელებს სიარული
ადგილი ნაპოვნია და ნაწილი შეუდგა საძირკვლისთვის ნიადაგის მომზადებას
საძირკვლის მომზადების შემდეგ, უცბათ გაჩნდა იდეა. ინტერნეტში ყველას გექნებატ ალბათ ნანახი თოვლის მაგიდაზე გაშლილი სუფრა, ხოდა ჩვენ რითი ვიყავით მათზე ნაკლებები და მრგვალი საძირკვლის შუაში დარჩენილი თოვლი სავსებით შეეფერებოდა მრგავლ მაგიდას. ჩვენც არ დავაყოვნეთ და ცოტა მოშიებულებმა ჯერ ეკატოს შემოთავაზებული ნამეტნავად გემრიელი სენდვიჩები მივირთვით, მერე კი სუფრაც გაიშალა სადღეგრძელოებით

სუფრის სურათებს იმედია შემოგვთავაზებენ ვინც გადაიღო

ეს მრგვალი მაგიდა

დააყრებულზე თუ არ წამოგორდი თოვლზე რაა მამულიო და
