ბედიანის ბავშვთა სახლი : საქველმოქმედო-გასართობი გასვლა
Posted: 15 იან 2012, 23:49
მოკლედ, თუ ბედობა მართალია მაშინ საოცარი წელი დაგვბედებია ვინც წავედით
)))
მოკლედ, ბედნიერი ვარ: და ნასიამოვნები გასვლის შედეგით და ხარისხით!!!
ბევრი წვალების გარეშე რეალურად - 380 ლარი ავუგროვეთ ბედიანის ბავშვთა სახლს. და გვქონდა ულამაზესი დღე: პრაქტიკულად ბავშვობაში დაბრუნება: ორდროშობანა ვითამაშეთ მინდორში, პატარა ლაშქრობა მოვაწყვეთ მონასტერში ბავშვებთან ერთად, გვქონდა ფეხბურთის ძალიან დაძაბული მატჩი
და ასევე თბილ ღუმელთან ("ფეჩთან") გიტარაზე ბლომად ვიმღერეთ: მივირთვით ბავშვთა სახლში მომზადებული უგემრიელესი საჭმელები და კაი ღვინო დოქიდან
ასევე ჩაი და ნამცხვრები მარნეულში ძალიან მაგარი იყო!!! ვითამაშეთ მაფია აქეთ გზაზე და დაბრუნებისას კარაოკეს გარდა ძალიან გავერთეთ "ამის პატრონმა რა ქნას" თამაშით
სულ 23 კაცი წავედით, ამათგან კარავის (შედარებით) ცნობილი სახეები
1) ნეშ (პატაპუტინა)
2) დომც (დომციკო)
3) ვარლ (ვარლევანი)
4. წკლიპ (პერწკლი)
5. მაიკო ადვ
6. კობერა
7.მე
8. ხატია (ჩემი მარადიული პლიუსი)
9. ნუციკო!!!! მაიკოს ძალიან ლამაზი და ძალიან ჭკვიანი და ძალიან მხიარული პატარა ბოშუნა
ამდენი პოზიტიური ემოციები დიდი ხანი აღარ მიმიღია და ამას ვერცერთი სურათი ვერ აღწერს: გასვლა სანახაობრივი იმდენად არ იყო რამდენადაც ემოციური:
რაკი ფბ-ზე გადაინაცვლა განხილვებმა მე აქ ავტვირთავ მაიკოს და ხატიას სურათებს: იმიტომ რომ სხვამაც რომ ნახოს და იგივე გააკეთოს: არის საქართველოში პატარა ულამაზესი სოფელი ბედიანი სადაც არის ბავშვთა სოფელი და შეგიძლიათ წახვიდეთ მათთან, ძალიან კარგი დრო გაატაროთ ყველა სეზონზე: ზაფხულში სათევზაოდ, მდინარეში საბანაოდ და ა.შ. და ყველა სეზონზე შეგიძლიათ გააკეთოთ ის რაც ჩვენ გავაკეთეთ