ნათლისღება 2012, წყალში ჩასვლა #5.

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ნათლისღება 2012, წყალში ჩასვლა #5.

Post by GT.ge » 13 იან 2012, 12:40

დანიშნულების წერტილი : არაგვი მცხეთაში
მიზანი: განბანვა
სირთულე: 8–10.
შედეგი: სიჯანსაღე და კეთილშობილება.
განწყობა: მხიარული,
ბოლო: უმაღლესი.
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
QAQUCA
იეტი
Posts: 1024
Joined: 17 თებ 2007, 22:12
Location: 27-ზე 791-ე
ნათლისღება 2012, წყალში ჩასვლა #5.

Post by QAQUCA » 13 იან 2012, 13:56

შენადა როგორი ამინდი იქნება? რომ თოვდეს? :roll:
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ნათლისღება 2012, წყალში ჩასვლა #5.

Post by Naia » 13 იან 2012, 16:35

QAQUCA wrote:შენადა როგორი ამინდი იქნება? რომ თოვდეს? :roll:
ყოფილა ეგეთი შემთხვევაც :)

ეს შარშანდელი ნათლისღების ფოტოებია. წინა სამი ნათლისღების თემა ვერ ვიპოვე.

http://karavi.ge/viewtopic.php?t=4793

User avatar
QAQUCA
იეტი
Posts: 1024
Joined: 17 თებ 2007, 22:12
Location: 27-ზე 791-ე
ნათლისღება 2012, წყალში ჩასვლა #5.

Post by QAQUCA » 13 იან 2012, 21:32

Naia wrote:
QAQUCA wrote:შენადა როგორი ამინდი იქნება? რომ თოვდეს? :roll:
ყოფილა ეგეთი შემთხვევაც :)

ეს შარშანდელი ნათლისღების ფოტოებია. წინა სამი ნათლისღების თემა ვერ ვიპოვე.

http://karavi.ge/viewtopic.php?t=4793
ასე ცოტა მსურველი იყო რშაშან...
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ნათლისღება 2012, წყალში ჩასვლა #5.

Post by shoda1121 » 15 იან 2012, 23:54

ისე მეტი მრავალფეროვანი იდეებიც შეიძლება:
1. რაც აზრად მოუვიდა ჰერეთს: გურგენიანის ჩანჩქერზე ბანაობა; (თან ყველა კი არ იბანავებდა )
2. რაც აზრად მომივიდა მე: წინა ღამით წასვლა და დადიანების საბანაოზე მარტვილის ულამაზეს კანიონებში ბანაობა.
3. რაც აზრად მოუვიდა ჩემს მძღოლს: თავკვეთულაზე ნათლისმცემლის ტაძრისკენ ფეხშიშველი გაყინულ წყალში გადასვლა რასაც ალბათ ყველა შეძლებს, მსურველები კი იბანავებენ. შემდეგ ვარძიასთან ცხელი გოგირდის აბანოები; შემდეგ კი თმოგვის ციხეზე ასვლა :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ნათლისღება 2012, წყალში ჩასვლა #5.

Post by ZVIOSULI » 16 იან 2012, 13:27

სია?
არავინ მოიხართ?
ჩანადირი თუ არ არის ვსიო, ვიაგრა არ არის ანუ ხო?
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ნათლისღება 2012, წყალში ჩასვლა #5.

Post by GT.ge » 16 იან 2012, 14:32

იდეების კიდობანშიცაა მსგავსი თემა გახსნილი და აქტიურობა იქანეა.
მოდერებს თხოვნა, ეს იმას მიუერთეთ, თუ შესაძლებელია.

პ.ს. შემთხვევით ვნახე წეხან... კი მიკვირდა, აქამდე რატომ არავინ არაფერს ამბობსთქო.

პ.ს.2. კარვის კალენდრის თემა ვეძებე და ვერ ვიპოვნე... ამ განყოფილებაში უნდა იყოს წესით, - ია ტაკ დუმაიუ.

პ.ს.3. ლენინური შაბათობა სჭირდება ფორუმს. :lol:
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ნათლისღება 2012, წყალში ჩასვლა #5.

Post by ლეონტი » 16 იან 2012, 15:01

როგორც ქვევრი იტყოდა რუსული, მორჟული , არაქართული ტრადიცია:

http://youtu.be/UA8yERzQubQ

ეს კიდევ გერმანული, არარუსული და ამავე დროს არაქართული ტრადიცია:

http://youtu.be/7I3ZTU4VwYM

ესეც იაპონური, არაქართული ტრადიცია:

http://youtu.be/E0E62In0FzI

და ასე შემდეგ:

http://youtu.be/487PyowW880
Last edited by ლეონტი on 16 იან 2012, 15:21, edited 2 times in total.

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ნათლისღება 2012, წყალში ჩასვლა #5.

Post by shoda1121 » 16 იან 2012, 15:09

ლეონტი
ჰოდა როგორც აქ ამბობენ ყველა ამას ვერ გააკეთებს ფიზიკური მომზადება უნდა შესაბამისი ამიტომ ხალხი რომ შეიკრიბოს უფრო ფართო მასებისთვის უნდა იყოს განკუთვნილი:
მაგალითად რაც მე ზემოთ დავწერე: გურგენიანის ჩანჩქერი, დადიანების საბანაო ან თავკვეთულა-თმოგვის ციხე:) კარავის ტრადიციული ფიტარეთიც შეიძლება ოღონდ ზგი წყალში შევა ზოგი ხიდზე ავა :) :) :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ


User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ნათლისღება 2012, წყალში ჩასვლა #5.

Post by shoda1121 » 16 იან 2012, 15:25

დავაკოპირებ:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით, ცივ წყალში ჩახტომა კატეგორიულად აკრძალულია.
ცივ წყალში ჩასვლის დროს სიცივისგან კანი და კუნთები იკუმშება, რათა შეამციროს სითბოს კარგვა, მთელი სისხლი გადადის შინაგან სისხლძარღვებში ,ორგანოებში , გულში და თავის ტვინში.
ამ დროს გული განიცდის ძლიერ დატვირთვას. უეცარი ნახტომი წყალში, ხანდახან ჯანმრთელისთვისაც ინფაქტით მთავრდება.
მაგრამ ეს ზაფხულში, როცა ჰაერის ტემპერატურა მაღალია,ორგანიზმი მზეზეა გადახურებული, ხოლო წყალი 10-15 გრადუსს არ აღემატება. ამ დროს წყალში ჩახტომისას ბევრ ჯანმრთელსაც უსკდება გული.
ზამთრის შემთხვევაში სხვა სურათია, ჰაერი უფრო ცივია, ვიდრე წყალი.
წყალი ხომ 0 - გრადუსზე მყარდება.
ამიტომ სანამ იხდი ნელა ხდება სხეულის გაგრილება და წყალში უკვე შეკუმშული კუნთებით ჩადიხარ, თანაც შედარებით ნელა.
მკვეთრი გადასვლები, არ შეიძლება.
წყალში შესვლის მერე იგრძნობა ზლიერი შებორკილება, სპაზმური ტიპის , ამ დროს მკვეთრი მოძრაობები არაა რეკომენდირებული, უმჯობესია 1 წუთით გაჩერება უძრავად რათა გულმა და ტვინმა რეგულირება მოასწროს და პულსი დადაბლდეს.
მერე მალევე ამოვიდეთ რომ არ მოხდეს გადაციება, რასაც მოსდევს გონების დაქვეითება და ფიზიკური გახევება ანუ ნერვიულ მოტორული დაქვეითება.

ასევე ცივ წყალში არაა სასურველი ჩავიდნენ: წნევიანები შეტევის დროს,
სპაზმებისადმი მიდრეკილნი,
ეპილეფსიით, კრუნჩხვებით, და გულ სისხლძარღვთა დაავადებებით.
ტვინის სისხლმიმოქცევის დარღვევისას, ჩიყვი და თირკმელების და ბრონქების ანთებისას, იფექციური დაავადებისას.

წყალში ჩასვლის წესი:
უნდა გაგრილდე თანმიმდევრულად, ჯერ იხდი ზევით, რამდენიმე წუთში ფეხსაცმელს, და ქვევით, და ზანტად ჩადიხარ წყალში,შეილება კიდურების დაზელა ზეითუნის ზეთით ან კრემით.
წყალში ჩერდები არაუმეტეს 1-2 წუთისა, ამოსვლისას მშრალდები პირსახოცით, ამის შემდეგ ცეცხლთან მიდიხარ, სადაც ღებულობ კონიაკს ან გაცხელებულ ღვინოს.
ასევე რეკომენდირებულია წყალში ჩასვლის წინ ტანვარჯიშის ილეთების გაკეთება სხეულის გასახურებლად, ამოსვლისას კი პირველ ღონისძიებად გამშრალება უხეში პირსახოცით.რომ სისხლი დაბრუნდეს კანში და კუნთებში.
თუ ვერ ხერხდება გათბობა, კვლავ კონიაკის მიღებაა კარგი.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ნათლისღება 2012, წყალში ჩასვლა #5.

Post by ლეონტი » 16 იან 2012, 15:54

პატარა მდინარეში ჩასვლა არც თუ ისე მოსახერხებელია:

http://youtu.be/hkbJ82nHypg

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ნათლისღება 2012, წყალში ჩასვლა #5.

Post by shoda1121 » 16 იან 2012, 18:54

ლეონტი
მაშინ ყველაზე მოსახერხებელია დადიანების საბანაო :) ხალხი მარტო მარტვილის კანიონების სანახავად წამოვა :) ვისაც უნდა იბანავებს კიდეც
18ში თუ გახვალთ 11 საათზე; ხარჯი 450-500 ლარი. და ასევე შეგიძლიათ ნახოთ ონიორეს ჩანჩქერი და მარტვილის ეკლესია :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ნათლისღება 2012, წყალში ჩასვლა #5.

Post by ლეონტი » 16 იან 2012, 20:17

შუა კვირაში დიდ მანძილზე წასვლა არ ხერხდება, დამღლელია.
ოპტიმალურია მცხეთა.
მე წელს ორგანიზებას ვერ ვუკეთებ, წყალში ჩასვლა ამიკრძალეს ავადმყოფობის გამო.
იმედია სანახავად მოვალ და ცოტა შეშას მოვიტან და გაისად კი შევძლებ ჩასვლას.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ნათლისღება 2012, წყალში ჩასვლა #5.

Post by qvevri » 17 იან 2012, 00:47

ლეონტი
ვა ჰაა ჰააააა...
შეგეშინდა ყმაწვილო?
ასეც ვიცოდი, რომ ათას ხრიკებს მოიგონებდი...
მოკლედ მე ჩემსაზე ვარ, მეეშვით ამ მარაზმს!
ხუმრობით
თქვენი ქვევრი.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]