GAMARJOBA SAKARTVELO wrote:მეგობრებო, ჩვენ უკვე გავახარეთ 74 ოჯახი თქვენი შემოწირულობებით.
თქვენთან უამრავი მადლობა დაგვაბარეს.
ახლა გორში ვართ, მგზავრთა მომსახურების ახალ ცენტრში და მელე ნატახტრისკენ დავიძრებით ხინკალზე.
1 სთში იქ ვიქნებით.
შემოგვი1დით. თან, ტომას, სიყოჩაღით თომად წოდებულის დაბადების დღეს აღვნიშნავთ.
დანარჩენი თემაში იქნება და იქ გაგიზიარდებით, რა და როგორ გავაკეთეთ
არაჩვეულებრივი აქცია გამოვიდა...კიდევ უფრო მასშტაბური და ძლიერი..
ძალიან გაიხარეს, აღნიშნეს, რომ ასეთი "დიდი" დახმარება ჯერ არ მიგვიღიაო....მრავალფეროვანი პროტუქტითა და ნივთებით...
სულ მადლობებს გვიხდიდნენ და თქვენთანაც გვაბარებდენ....
ყველას დიდი მადლობა ამ კეთილი საქმისთვის, შემომწირველებს პირველ რიგში..
რომ არა თქვენი გულუხვობა და გულისხმიერება,ამხელა თანხა ვერ შეგროვდებოდა....
დიდი მადლობა ზვიად ჩიტაურს -ოქრო ადამიანს და სიკეთის განსახიერებას...უკვე რამდენი წელია ასე უანგაროდ რომ გვეხმარება ჩვენც
და იმათაც...
გოგა ჩანადირს რომ არ ვაწყენინო საერთოდ არ ვახსენებ მაგას:))) ნეტა რა შუაშია ხომ არ იცით?:)))
გმადლობ ყველა მონაწილეს, რამეთუ დიდი ჯაფა დაგვადგა ყველას და მშვენივრად გავართვით თავი..
ტომა რომ არა, საერთოდ უფერული იქნებოდა ეს ქმედება:)) კიდევ ერთხელ ვულლოცავ და ვუსურვებ ყველა დაბადების დღე ასეთი სიკეთეებით ხალისიანად და აზრიანად აღენიშნოს...
და...რაც ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად მიმაჩნია.,,,, ბექა კოკაიას შემოკარვებაზე დიდი "საგმირო საქმე" ანანო ქავთარაძეს არ "ჩაუდენია"

რომ არა ეს ორი "დღესასწაული" ადამიანი, მე არ ვიცი რა იქნებოდა ეს დღე....მათი სიმღერით გამთბარმა ხალხმა ვერც დაღლა ვიგრძენით, ვერც სიცივე და ისიც კი აღარ გვახსოვდა, რომ სახლებში ოჯახის წევრები გველოდებოდნენ...დაშლა არავის გვინდოდა და დაშლილებს უკვე მანქანაში ჩაჯდომა, რომ ეს ლამაზი დღე არ დამთავრებულიყო.......
მოკლედ არაჩვეულებრივი იყო ყველაფერი..
ჩვენი პატრონი და "დიდი დედა-"მატერ-მატუტა" კი გახლდათ თათია აბესაძე....ყველაფერი 5-ზე მოგვიგვარა და გვიპატრონა უმაღლეს დონეზე...
ამ ყველაფრის დასტურად კი ილუსტრაციებს გთავაზობთ და გადავდივარ ფოტორეპორტაჟჟზე..
რაც შეეხება ვიდეოებს, ავტვირთავ პირწიგნაკზე და აქ ბმულს შემოგთავაზებთ.....
მიყვარხართ უზომოდ და მეიმედებით ყოველთვის