ხეების დარგვა 2011ის ვარდობისთვეს, 09.05.2011
Posted: 09 მაი 2011, 22:16
მოკლედ, წარმატებით ჩავატარეთ კიდევ ერთი კარავული მწვანე აქცია.
შეკრების დრო დილის 09.59 სთ და თუმცა დაგვიანებებს არ ვიყავით, რამდენიმე კაცმა მაინც დავაგვიანეთ
გადასასვლელი ხიდიდან ნაძალადევი-თბილისის ზღვის მიდამოებში (ე.წ ხუდადოვზე) ზოგი მანქანებით, ზოგი ტაქსებით ავედით და საქმესაც შევუდექით.
თბილისის გამწვანების სამსახურმა გამზადებული ორმოები, ბარები და ფიჭვის ნერგები დაგვახვედრა. ისინივე იზრუნებენ ჩვენი ხეების მორწყვაზე.
მონაწილეთა წინასწარ სიაში მყოფი კარაველების გარდა, აქციაში მონაწილეობდა სიაში არმყოფი ბევრი სხვა კარაველი და მათი პლიუსები, ასევე 133-ე საჯარო სკოლის ბავშვები (რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მოუსვენარს).
დავრგეთ სულ 500 ძირი ფიჭვი, რაც კარვის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია (წინა რეკორდი 400 ძირი). თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე დიიიიიიდი იმედი მაქვს, რომ ყველა თუ არა, უმრავლესობა მაინც გაიხარებს!
აქციის შემდეგ ზოგიერთმა ჩვენგანმა შავნაბადას მონასტერი მოინახულა, დღე კი "თაღლაურაში" დავასრულეთ.
თემას გახსნილად ვაცხადებ, წამოვიდა სურათები!!!

გამწვანების აქციის დაგეგმვის ბმული:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4982&start=0
[/b]