ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
-
keto
- იეტი
- Posts: 1881
- Joined: 04 მაი 2006, 23:01
- Location: Tbilisi, Georgia
Post
by keto » 09 მაი 2011, 22:16
მოკლედ, წარმატებით ჩავატარეთ კიდევ ერთი კარავული მწვანე აქცია.
შეკრების დრო დილის 09.59 სთ და თუმცა დაგვიანებებს არ ვიყავით, რამდენიმე კაცმა მაინც დავაგვიანეთ
გადასასვლელი ხიდიდან ნაძალადევი-თბილისის ზღვის მიდამოებში (ე.წ ხუდადოვზე) ზოგი მანქანებით, ზოგი ტაქსებით ავედით და საქმესაც შევუდექით.
თბილისის გამწვანების სამსახურმა გამზადებული ორმოები, ბარები და ფიჭვის ნერგები დაგვახვედრა. ისინივე იზრუნებენ ჩვენი ხეების მორწყვაზე.
მონაწილეთა წინასწარ სიაში მყოფი კარაველების გარდა, აქციაში მონაწილეობდა სიაში არმყოფი ბევრი სხვა კარაველი და მათი პლიუსები, ასევე 133-ე საჯარო სკოლის ბავშვები (რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მოუსვენარს).
დავრგეთ სულ 500 ძირი ფიჭვი, რაც კარვის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია (წინა რეკორდი 400 ძირი). თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე დიიიიიიდი იმედი მაქვს, რომ ყველა თუ არა, უმრავლესობა მაინც გაიხარებს!
აქციის შემდეგ ზოგიერთმა ჩვენგანმა შავნაბადას მონასტერი მოინახულა, დღე კი "თაღლაურაში" დავასრულეთ.
თემას გახსნილად ვაცხადებ, წამოვიდა სურათები!!!
გამწვანების აქციის დაგეგმვის ბმული:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4982&start=0
[/b]
Last edited by
keto on 10 მაი 2011, 16:34, edited 2 times in total.
Keep Smiling...
-
meleksa
- იეტი
- Posts: 2161
- Joined: 14 ივლ 2009, 21:16
- Location: წინაპართა ნაკვალევი..
Post
by meleksa » 09 მაი 2011, 23:10
სურათები დაყარეთ

-
tushi aleko
- ბილიკზე მოარული
- Posts: 77
- Joined: 23 ივლ 2009, 14:39
- Location: თუშეთი-წოვათა
Post
by tushi aleko » 09 მაი 2011, 23:15
ყოჩაღ თქვენ ხალხნო, საქართველო ნამდვილად ამაყობს თქვენით
წამო თუშეთში
-
del
- მაწანწალა
- Posts: 316
- Joined: 24 დეკ 2008, 22:46
- Location: Tbilisi
-
Contact:
Post
by del » 09 მაი 2011, 23:53
სამწუხაროდ სამუშაო დღე მქონდა და ვერ შემოგიერთდით. ყოჩაღ თქვენ
Netgroup - პროფესიონალური IT მომსახურება. კომპანიები Cisco, HP და Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი!
http://www.netgroup.ge
-
Naia
- იეტი
- Posts: 7704
- Joined: 28 მაი 2007, 12:25
- Location: პლანეტა დედამიწა
Post
by Naia » 10 მაი 2011, 00:23
გული დამწყდა რომ ვერ შემოგიერთდით

ყოჩაღ თქვენ, 500 ძირი ხე ხუმრობა არ არის

-
Wanderer
- იეტი
- Posts: 2739
- Joined: 01 მაი 2004, 15:42
- Location: viewtopic.php?p=X
Post
by Wanderer » 10 მაი 2011, 08:35
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 10 მაი 2011, 12:49
ყველა დროის რეკორდი გავაუმჯობესეთ და ამჯერად 500 ძირი ნერგი დავრგეთ.
ფიEვი იყო.
ბოლო რეკორდი 400 ძირი იყო.
ყველას დდ მადლობა თანამონაწილეობისთვის.
განსაკუთრებული მადლობა ლიას, იგივე მოუსვენარს, რომელმაც გამწვანების აქციში თავისი სკოლის 40მდე ბავშვი შემოგვი1ა.
სკოლის მოსწავლეებმა დაუზარელად და გულიანად იმუშავეს.
ბევრმა ხის სწორად დარგვაც ისწავლა.
დარგვაში აშკარად აჯობეს იმ მადატურებს, რომლებიც წინა დღეებში ამავე საქმით ჩვენი კორომის გვერდით გაისარჯნენ.
ნერგების დარგვის შემდეგ ნაგავი წამოვკრიფეთ. ამაში კი ყველაზე მეტად ketoს მეგობრებმა თამო-თამომ და ლალი მასწავლებელმა იყოჩაღეს.
სა1ოდაც, ვინც გუშIინდელ მწვანე აქციაზე იყო, ყველამ იყოჩაღა.
კიდევ 1ხელ მადლობა ყველას მონაწილეობისთვის
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
arcivi9
- იეტი
- Posts: 1737
- Joined: 13 ნოე 2006, 12:29
-
Contact:
Post
by arcivi9 » 10 მაი 2011, 13:23
სურათები დაიდოს

მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას
-
mousvenari
- ბოდიალა
- Posts: 196
- Joined: 13 თებ 2010, 12:52
Post
by mousvenari » 10 მაი 2011, 15:54
ქეთო წერდა :მონაწილეთა წინასწარ სიაში მყოფი კარაველების გარდა, აქციაში მონაწილეობდა სიაში არმყოფი ბევრი სხვა კარაველი და მათი პლიუსები, ასევე 113-ე საჯარო სკოლის ბავშვები.
133-ე საჯარო სკოლის ბავშვები იყვნენ.
დღეს შევხვდით და პირდაპირ "შემჭამეს": მოუთმენლად ელოდებიან შემდეგ გამწვანების აქციას. მადლობა თქვენ ყველას..
-
mousvenari
- ბოდიალა
- Posts: 196
- Joined: 13 თებ 2010, 12:52
Post
by mousvenari » 10 მაი 2011, 15:56
განსაკუთრებით დიდი მალობა დაუზარელ-გოგას.
-
keto
- იეტი
- Posts: 1881
- Joined: 04 მაი 2006, 23:01
- Location: Tbilisi, Georgia
Post
by keto » 10 მაი 2011, 16:34
mousvenari wrote:ქეთო წერდა :მონაწილეთა წინასწარ სიაში მყოფი კარაველების გარდა, აქციაში მონაწილეობდა სიაში არმყოფი ბევრი სხვა კარაველი და მათი პლიუსები, ასევე 113-ე საჯარო სკოლის ბავშვები.
133-ე საჯარო სკოლის ბავშვები იყვნენ.
დღეს შევხვდით და პირდაპირ "შემჭამეს": მოუთმენლად ელოდებიან შემდეგ გამწვანების აქციას. მადლობა თქვენ ყველას..
უი, მომიტევეთ შეცდომა

ჩავასწორე პირველ წერილში

Keep Smiling...