Page 6 of 26

რაგბის მატჩები

Posted: 18 მარ 2011, 15:35
by Tami
GAMARJOBA SAKARTVELO
"ტვ-ით თუ აჩვენებ, შეკრება შეიძლება"
http://blumgardt.livejournal.com/183307.html


http://www.youtube.com/watch?feature=pl ... gFoPOWJKwM

რაგბის მატჩები

Posted: 18 მარ 2011, 16:14
by Naia
Tami wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
"ტვ-ით თუ აჩვენებ, შეკრება შეიძლება"
http://blumgardt.livejournal.com/183307.html


http://www.youtube.com/watch?feature=pl ... gFoPOWJKwM
მეც მინდა ნახვა. სად შევიკრიბოთ?

რაგბის მატჩები

Posted: 18 მარ 2011, 16:26
by Tami
ნაი,
როგორც ვიცი, არ აჩვენებენ.
ეს გოგამ დაწერა, თუ აჩვენებენ, შევიკრიბოთო, ბრჭყალებში ჩავსვი მისი ნათქვამი, აქ ციტატა როგორ მომეყვანა არ ვიცი და ამიტომ :oops: :oops:

რაგბის მატჩები

Posted: 18 მარ 2011, 20:42
by Naia
Tami wrote:ნაი,
როგორც ვიცი, არ აჩვენებენ.
ეს გოგამ დაწერა, თუ აჩვენებენ, შევიკრიბოთო, ბრჭყალებში ჩავსვი მისი ნათქვამი, აქ ციტატა როგორ მომეყვანა არ ვიცი და ამიტომ :oops: :oops:
ჰო, ქებურიუსმა მითხრა, რომ არ აჩვენებენ :(

რაგბის მატჩები

Posted: 18 მარ 2011, 23:54
by guruli
რეპორტაჟი ნამდვილად არაა, რადგან რუსები არ გადასცემენ. რტრ-ს უნდა გადაეცა - მაგათ ჰქონიათ რაგბის მატჩების ჩვენების უფლება ნაყიდი, მაგრამ არ გადასცემენ.
ანგლები, ჩვენი ბიჭები დაუკავებიათ საბაჟოზე - ყველა ხომ დაჰკიტხეს და რაღაც უბედურებები, დათო კაჭარავას თურმე 2 საათის განმავლობაში არ აძლევდნენ შესვლის ნებას. ბოლოს გია ნიჟარაძე - რაგბის კავშირის პრეზიდენტი დამუქრებია, საერთოდ არ გავალთ თამაშზეო, მერე იქაურ კოლეგასთანაც გადაურეკავს და კაჭარავაც შეუშვიათ.

რაგბის მატჩები

Posted: 19 მარ 2011, 00:49
by GAMARJOBA SAKARTVELO
GT.ge wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ვისწავლოთ საკუთარი შეცდომების შეცნობა და ნაკლებად დავაბრალოთ სხვებს ცუდი შედეგი.
მხოლოდ ამ კონკრეტულ თამაშზე არ მაქვს ლაპარაკი.
ბევრჯერ ჩვენი შეცდომები სხვებისთვის გადაგვიბრალებია.
ახლაც ხშირად მესმის, საბჭოთა დროს :დინამოს: როგორ ჩაგრავდნენ მსაჯები ან ქართველ მოჭიდავეებს.
კგით რა, ხალხო, ნუთუ, პორტუგალიასთან საქართველოს ნაკრების თამაში თამაშს ჰგავდა?
ასეთი თამაშით 10 შეხვედრიდან ჩვენები იტალიასთან 10ვეს თუ არა, 9ს მაინც წააგებენ.
3-4 წელი კიდევ არ ვიქნებით იტალიის მეტოქე და 6 ერის ღირსი.
მოგეწონა რუმინეთთან ჩვენი თამაში? ;)
მეც მეტი მინდა, მეტს მოვითხოვ. მაგრამ ვიყოთ რეალისტები და ვთქვათ რომ, ერთბაშად დიდი ნახტომის გაკეთება ძნელია. საკმაოდ წინ წავიწიეთ. დიდი ისტორიის ქვეყნებს გავუსწარით სულ რაღაც ერთ ათეულ წელიწადში. 3-4 წელი მაინც საკმარისად მეჩვენება იტალიასთან გასათანაბრებლად. მითუმეტეს, დღეს ტესტ-მატჩის გამართვა რომ მოინდომო ვინმე ათეულის წევრ ქვეყანასთან, უარს გტკიცამენ, არ გიკადრებენ. ასეთ პირობებში ძაან ძნელია გათანაბრება და მიხარია რომ, ჩვენ მაინც ვახერხებთ წინსვლას. გასათვალისწინებელია ინფრასტრუქტურა და ქვეყნის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაც.
გოგა, ვერ დაგეთანხმები გამოგონილ ჩაგვრასთან დაკავშირებით.
მართლაც ჩაგრავდნენ ქართველ სპორტსმენებს რუსები, იმიტომ რომ რუსი გაეყვანათ მსოფლიო ასპარეზზე და შემდეგ, თუ მაინც მოახერხებდნენ ქართველები რომ გასულიყვნენ, უკვე იქ ვერ იტანდნენ როგორც საბჭოთა სპორტსმენებს.
ამის მაგალითი ბევრია.
1982 წლის მსოფლიოზე ყიფიანი და გუცაევი არ წაიყვანეს. ამ დონის ფეხბურთელები მსოფლიო ნაკრებს დაამშვენებდა.
შეგიძლია მოიძიო 1981 წლის თასების თასის ნახევარფინალი, განმეორებითი შეხვედრა ფეინოორდი-დინამო. მარტო ამ შეხვედრაში ნახავ საკმაოდ ბევრ უტყუარ მაგალითს. დინამოს თბილისში ჰქონდა მოგებული 3:0 და ამან გაგვიყვანა ფინალში. როგორც მახსოვს, მეორე ტაიმში, თავად ჰოლანდიელ ფეხბურთელებს შერცხვათ და აღარ უცდიათ მესამეს გატანა. მოკლედ, 2:0 წაგვაგებინეს მსაჯებმა.
შენგელიას გატანილი არჩათვლილი გოლი - http://www.youtube.com/watch?v=GCSuUhe0tOg

დიდი იმედი მაქვს, მსოფლიოზე შოტლანდიას სიურპრიზს (მიხვდებით რასაც ვგულისხმობ) შევთავაზებთ.
ამ შანსის არგამოყენება დაუშვებელია, თუნდაც შემდეგ რუმინეთთან წავაგოთ.
შაბათს კი რუსეთი უნდა ვაფორთხიალოთ. 20-25 ქულას მოვუგებთ. ბოლო შეხვედრაა და თავის დაზოგვის შანსი არ იქნება, ბოლომდე მივჩექმავთ.
თამაშები რუმინეთთან და პორტუგალიასთან არ მომეწონა.
ეს არ ჰგავს იმ ნაკრების თამაშს, ვისი იმედიც მსოფლიო 1ლობაზე უნდა გვქონდეს.
იმედია, საენკენისთვეოდ ვიტარება გაუმჯობესდება.
შოტლანდიასთან გულიან ჯახს ველი.

რაც შეეხებასაბჭოეთში ქართველ სპორტსმენტა დაჩაგვარს, ფაქტები იყო, მაგრამ იმის თქმა, რომ მუდამ ჩაგრავდნენ,
რომ ქართველები ხშირად შეჯიბრებეზე არ მიჰყავდათ, არასწორია.
ხშირად ქართველები წესრიგს არღვევდნენ, სიგარეტს ეწეოდნენ, სვამდნენ, მწვრთვნელებს ეკამათებოდნენ,
რეჟიმს არ იცავდნენ და ასეთ მოუწესრიგებელს უცხოეთში ვინღა წაიყვანდა?
მკდ, არც ჩვენთან არიან მართლები და არც ჩვენ ვართ აისის ცვარ-ნამები

რაგბის მატჩები

Posted: 19 მარ 2011, 00:51
by GAMARJOBA SAKARTVELO
guruli wrote:რეპორტაჟი ნამდვილად არაა, რადგან რუსები არ გადასცემენ. რტრ-ს უნდა გადაეცა - მაგათ ჰქონიათ რაგბის მატჩების ჩვენების უფლება ნაყიდი, მაგრამ არ გადასცემენ.
ანგლები, ჩვენი ბიჭები დაუკავებიათ საბაჟოზე - ყველა ხომ დაჰკიტხეს და რაღაც უბედურებები, დათო კაჭარავას თურმე 2 საათის განმავლობაში არ აძლევდნენ შესვლის ნებას. ბოლოს გია ნიჟარაძე - რაგბის კავშირის პრეზიდენტი დამუქრებია, საერთოდ არ გავალთ თამაშზეო, მერე იქაურ კოლეგასთანაც გადაურეკავს და კაჭარავაც შეუშვიათ.
რეპორტაჟი რადიო :აფხაზეთის ხმაზე: გადაიცემა.
FM ზუსტად არ მახსოვს

რაგბის მატჩები

Posted: 19 მარ 2011, 00:56
by დათო
GAMARJOBA SAKARTVELO
რეპორტაჟი რადიო :აფხაზეთის ხმაზე: გადაიცემა.
რომელ საათზე ხომ არ იცი?

რაგბის მატჩები

Posted: 19 მარ 2011, 00:59
by ანააანო
დათო wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
რეპორტაჟი რადიო :აფხაზეთის ხმაზე: გადაიცემა.
რომელ საათზე ხომ არ იცი?
4ზე იწყება : )
რადიო 2ზეც იქნება 102.9 FM
და აფხაზეთის ხმის > 98.9 FM

: )))

რაგბის მატჩები

Posted: 19 მარ 2011, 01:03
by დათო
ანააანო

მადლობ :)

რაგბის მატჩები

Posted: 19 მარ 2011, 13:18
by meleksa
დავჯდეთ ერთად მუხლმორთმულები და ყური დავუგდოთ რადიოს, მუნ :twisted: :twisted:

რაგბის მატჩები

Posted: 19 მარ 2011, 17:31
by დათო
15:9 მოვიგეთ! :)

რაგბის მატჩები

Posted: 19 მარ 2011, 17:33
by baqo
გილოცავთ!

რაგბის მატჩები

Posted: 19 მარ 2011, 19:16
by meleksa
გილოცავთ ხალხო ყველას!!!
ტრადიცია გაგრძელდა და ისევ ვიმარჯვეთ...
ღირსეული გამარჯვება ორმაგად სასიხარულოა როცა უღირსად ცდილობენ დაგჩაგრონ, მაგრამ სწორედ ასეთ გამარჯვებას აქვს ფასი და ლაზათი. დანარჩენი ყველას თავისი მოეკითხება....

რაგბის მატჩები

Posted: 19 მარ 2011, 19:20
by qvevri
ერთადერთი რამ, რაც ეს ოციოდე წელია მახარებს, ესაა ჩვენი ბიჭების წარმატებები. ფეხბურთელები დედლები არიან და ამის გარდა ქუჩის კახპებივით ყიდიან თავიანთ სახელსა და ღირსებას და რეგბისტებმა მაინც გაიტანონ ლელო ბოლომდე, კაცურად... ყოჩაღ ბიჭებო :!:
გილოცავთ :!: