Page 5 of 26

რაგბის მატჩები

Posted: 14 მარ 2011, 16:46
by Mta Mkvarebia
GAMARJOBA SAKARTVELO
გოგა, ბურთი ვის დარჩა? :P

რაგბის მატჩები

Posted: 14 მარ 2011, 17:33
by lama
meleksa wrote:საერთო რეიტინგის განახლებას აგვიანებს IRB-ს საიტი...
რეიტინგი:

Image

რაგბის მატჩები

Posted: 14 მარ 2011, 19:12
by t.d
რუსებთან დიდი ანგარიშით მოგების შემთხვევაში სარეიტინგო ქულები გვეწერება?

რაგბის მატჩები

Posted: 14 მარ 2011, 23:11
by meleksa
lama
აღირსეს როგორც იქნა? გაიხარე :)

t.d

რუსეთთან 15 და მეტი ქულით მოგების შემთხვევაში გადავდივართ მე-13 ადგილზე :)

http://worldsport.ge/Read.aspx?news=177 ... ments=show

რაგბის მატჩები

Posted: 14 მარ 2011, 23:17
by meleksa
ყველა ყველა და აქ რა გვეშველება? :)

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფები :)

A“ ჯგუფი: ახალი ზელანდია, საფრანგეთი, ტონგა, კანადა, იაპონია.
„B“ ჯგუფი: არგენტინა, ინგლისი, შოტლანდია, საქართველო, რეპეშაჟში ამოსულიგუნდი.
„C”ჯგუფი: ავსტრალია, ირლანდია, იტალია, რუსეთი, აშშ.
„D”ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, უელსი, ფიჯი, სამოა, ნამიბია.

რაგბის მატჩები

Posted: 14 მარ 2011, 23:23
by დათო
რა გვეშველება და რუმინეთთან იქნება პრესტიჟისთვის ბრძოლა.
ასევე საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ როგორია სხვაობა ჩვენსა და შოტლანდიის დონეებს შორის.

რაგბის მატჩები

Posted: 14 მარ 2011, 23:26
by meleksa
დათო wrote:რა გვეშველება და რუმინეთთან იქნება პრესტიჟისთვის ბრძოლა.
ასევე საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ როგორია სხვაობა ჩვენსა და შოტლანდიის დონეებს შორის.
რუმინეთთან მართლა დაძაბული თამაში იქნება, აი შოტლანდია კი ისეთ საზიზღარ ფორმაშია ამ სეზონში რომ შანსია 2007 ირლანდია გავუმეოროთ მაგათაც... ნუ იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში :)

რაგბის მატჩები

Posted: 15 მარ 2011, 11:50
by Kakha
meleksa
ეტყობა არ გინახავს შოტლანდიისა და ინგლისის თამაში. ინბლისმა დიდი გარჭრივებით სამი ქულით მოუგო. არანაირ ცუდ ფომაში შოტლანდიელები არ არიან.

ზელანდიაში კი კაცურად უნდა ვითამაშოდ და წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ბობოლებს, ისეთი წინააღმდეგობა, რომ სერიოზულად აღგიქვან.

რიჩი დიქსონი დაახლოებით თვენახევრის წინ შეხვდა რაგბის მოყვარულებს. მეც იქ ვიყავი. ვიღაცამ ჰკითხა რა გაქვთ დაგებმილი მაქსიმუმი და მინიმუმი ზელანდიისთვისო. ჰოდა დიქსონმა უპასუხა კაცურად ჩამოსვლა საქარველოში, ისე რომ არ შეგვრცხვესო. მერე ორი სცენარი შემოგვთვაზა. შეგვახსენა, რომ რუმინეთთან თამაში ბოლოსკენაა, ჰოდა ასეთი კონტქსტში პირველი ვარიანტი ძალებს ვინახავთ, ბობოლებთან ვმარცხებით 50-50 აულით და რუმინელებს მაგრა ვუგებთ. მეორე სცენარი თავდაუზოგავად ვიბრძვით 10-15 ქულით ვაგებთ ინგლისთან, არგენტინასთან, შოტლანდიასთან და ბოლოს შეიძლება ძალა არ გვეყოს და რუმინეთთაც დავთმოთ პატარა ანგარიშით მატჩი. შემდეგ ორი კითხვა დასვა - ვის აინტერესებს ჩვენსა და რუმინთს შორის როგორ დამთავრდა მატჩი, ცახდია ისევ ჩვენსა და რუმინეთის გარდა და მეორე კითხვა - თქვენ რაგბის მოყვარულებს რომელი სცენარი გირჩევნიათო. უნდა გენახათ რა ერთსულოვნება იყო - ყველა გაჰყვიროდა გვირჩევნია ყველა წავაგოთ მაგრამ კაცურად და ისე, რომ შთაბეჭდილება მოვახდინოთო.

რაგბის მატჩები

Posted: 15 მარ 2011, 14:26
by meleksa
Kakha

მართალია კახა, პირველი ვარიანტი ჯობია აშკარად, თორე რუმინეთის მოგება რომ დიდ პრობლემას არ წარმოადგენს ცხადია...

რაგბის მატჩები

Posted: 15 მარ 2011, 18:44
by t.d
meleksa
დარწმუნებული ხარ? რაღაც არ მგონია მთელი 2 ქულით წავიწიოთ წინ

რაგბის მატჩები

Posted: 16 მარ 2011, 20:39
by meleksa
t.d wrote:meleksa
დარწმუნებული ხარ? რაღაც არ მგონია მთელი 2 ქულით წავიწიოთ წინ
მართალი ხარ, პაწ ამერია :) :)

რაგბის მატჩები

Posted: 17 მარ 2011, 03:02
by guruli
6 ერზე ასე იოლად არავინ დაგვიშვებს. ფირა-ირბ-ის შეფობა ძაან კონსერვატიული ხალხია და ეგენი სიახლეებს ასე იოლად არ იღებენ. მანდ თავის დროზე იტალიაც დიდი ჯახის მერე დაუშვეს.

რაგბის მატჩები

Posted: 17 მარ 2011, 22:17
by meleksa
guruli wrote:6 ერზე ასე იოლად არავინ დაგვიშვებს. ფირა-ირბ-ის შეფობა ძაან კონსერვატიული ხალხია და ეგენი სიახლეებს ასე იოლად არ იღებენ. მანდ თავის დროზე იტალიაც დიდი ჯახის მერე დაუშვეს.
სანამ სათამაშო კლასში დიიდი პროგრესი არ გვექნება და თავად ამ ბობოლებსაც არ მოვუგებთ რამდენჯერმე მაინც მანამდე არ შეგვახედებენ მანდ :?

რაგბის მატჩები

Posted: 17 მარ 2011, 22:26
by GAMARJOBA SAKARTVELO
19 მირკანს, თბილისის დროით 4 სთზე იწყება რუსულ-ქართული სარაგბო ჯახი.
ძნ რთული ტამაში იქნება და მცირე ანგარიშით მოვიგებთ.
17-12 ჩვენს სასარგებლოდ.
ტვ-ით თუ აჩვენებ, შეკრება შეიძლება
Mta Mkvarebia wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
გოგა, ბურთი ვის დარჩა? :P
ბურთი რაგბის კავშირს დარჩა.

რაგბის მატჩები

Posted: 18 მარ 2011, 15:08
by GT.ge
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ვისწავლოთ საკუთარი შეცდომების შეცნობა და ნაკლებად დავაბრალოთ სხვებს ცუდი შედეგი.
მხოლოდ ამ კონკრეტულ თამაშზე არ მაქვს ლაპარაკი.
ბევრჯერ ჩვენი შეცდომები სხვებისთვის გადაგვიბრალებია.
ახლაც ხშირად მესმის, საბჭოთა დროს :დინამოს: როგორ ჩაგრავდნენ მსაჯები ან ქართველ მოჭიდავეებს.
კგით რა, ხალხო, ნუთუ, პორტუგალიასთან საქართველოს ნაკრების თამაში თამაშს ჰგავდა?
ასეთი თამაშით 10 შეხვედრიდან ჩვენები იტალიასთან 10ვეს თუ არა, 9ს მაინც წააგებენ.
3-4 წელი კიდევ არ ვიქნებით იტალიის მეტოქე და 6 ერის ღირსი.
მოგეწონა რუმინეთთან ჩვენი თამაში? ;)
მეც მეტი მინდა, მეტს მოვითხოვ. მაგრამ ვიყოთ რეალისტები და ვთქვათ რომ, ერთბაშად დიდი ნახტომის გაკეთება ძნელია. საკმაოდ წინ წავიწიეთ. დიდი ისტორიის ქვეყნებს გავუსწარით სულ რაღაც ერთ ათეულ წელიწადში. 3-4 წელი მაინც საკმარისად მეჩვენება იტალიასთან გასათანაბრებლად. მითუმეტეს, დღეს ტესტ-მატჩის გამართვა რომ მოინდომო ვინმე ათეულის წევრ ქვეყანასთან, უარს გტკიცამენ, არ გიკადრებენ. ასეთ პირობებში ძაან ძნელია გათანაბრება და მიხარია რომ, ჩვენ მაინც ვახერხებთ წინსვლას. გასათვალისწინებელია ინფრასტრუქტურა და ქვეყნის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაც.
გოგა, ვერ დაგეთანხმები გამოგონილ ჩაგვრასთან დაკავშირებით.
მართლაც ჩაგრავდნენ ქართველ სპორტსმენებს რუსები, იმიტომ რომ რუსი გაეყვანათ მსოფლიო ასპარეზზე და შემდეგ, თუ მაინც მოახერხებდნენ ქართველები რომ გასულიყვნენ, უკვე იქ ვერ იტანდნენ როგორც საბჭოთა სპორტსმენებს.
ამის მაგალითი ბევრია.
1982 წლის მსოფლიოზე ყიფიანი და გუცაევი არ წაიყვანეს. ამ დონის ფეხბურთელები მსოფლიო ნაკრებს დაამშვენებდა.
შეგიძლია მოიძიო 1981 წლის თასების თასის ნახევარფინალი, განმეორებითი შეხვედრა ფეინოორდი-დინამო. მარტო ამ შეხვედრაში ნახავ საკმაოდ ბევრ უტყუარ მაგალითს. დინამოს თბილისში ჰქონდა მოგებული 3:0 და ამან გაგვიყვანა ფინალში. როგორც მახსოვს, მეორე ტაიმში, თავად ჰოლანდიელ ფეხბურთელებს შერცხვათ და აღარ უცდიათ მესამეს გატანა. მოკლედ, 2:0 წაგვაგებინეს მსაჯებმა.
შენგელიას გატანილი არჩათვლილი გოლი - http://www.youtube.com/watch?v=GCSuUhe0tOg

დიდი იმედი მაქვს, მსოფლიოზე შოტლანდიას სიურპრიზს (მიხვდებით რასაც ვგულისხმობ) შევთავაზებთ.
ამ შანსის არგამოყენება დაუშვებელია, თუნდაც შემდეგ რუმინეთთან წავაგოთ.
შაბათს კი რუსეთი უნდა ვაფორთხიალოთ. 20-25 ქულას მოვუგებთ. ბოლო შეხვედრაა და თავის დაზოგვის შანსი არ იქნება, ბოლომდე მივჩექმავთ.