Page 4 of 26

რაგბის მატჩები

Posted: 13 მარ 2011, 01:01
by teo-
GAMARJOBA SAKARTVELO
დაგინახე დღეს
საყვარლად რო დარბოდი

რაგბის მატჩები

Posted: 13 მარ 2011, 01:02
by GAMARJOBA SAKARTVELO
მომდევნო და ერთა თასი-2011ის ბოლო თამაში 19 მირკანს, სოჭშია რუსეთის წინააღმდეგ.
იქ მოგების შემთხვევაში, ერთა თასს დავისაკუთრებთ

რაგბის მატჩები

Posted: 13 მარ 2011, 03:02
by guruli
GAMARJOBA SAKARTVELO
იქ მოგების შემთხვევაში, ერთა თასს დავისაკუთრებთ
ჯერ გილოცავთ ამ გამარაჯვებას.
გოგა, მოვიგეთ უკვე ერთა თასი, ახლა რუსებთან შეხვედრას მხოლოდ პრესტიჟის მნიშვნელობა შერჩა, თორემ სპორტული თვალსაზრისით, მარტო ეგ შეხვედრა კი არა, მთელი ტური ფორმალობაა. ერთა თასის ბედი ესპანეთი-პორტუგალიის დღევანდელ თამაშზე იყო დამოკიდებული - თუ პორტები პრემიალური ქულით ანუ 4 ლელოთი მოუგებდნენ მეზობლებს, შანსს ინარჩუნებდნენ, მაგრამ საერთოდ დამარცხდნენ - 10:25 და ჩვენები ჩემპიონები გახდნენ.
დღევანდელი მოგებით ანთიმოზის თასი ხომ ისედაც მოვიგეთ და მოვიგეთ.

რაგბის მატჩები

Posted: 13 მარ 2011, 10:35
by nodarsho
ყველას გილოცავთ ქართული რაგბის მორიგ გამარჯვებას. მუხის ფოთოლის ძლევას და რუმინეთში ხულიგნობისათვის, თამაშით რევანშის აღებას, ანთიმოზ ივერიელის თასს, ერთა თასის დასაკუთრებას. მართალია, კარაველებს "აგცდით" მაგრამ სხვა მეგობრებთან ვუყურე და დიდი დადებითი მუხტიც მივიღე. იმედია ახალი ზელანდიისათვის დიქსონი არსებულ ხარვეზებს აღმოფხვრის და მიმიმუმ 2 გამარჯვებას მოვიპოვებთ.

რაგბის მატჩები

Posted: 13 მარ 2011, 10:46
by nodarsho
ისე, ნუთუ ვერ უნდა მიმხვდარიყო სტადიონის ადმინისტრაცია, რომ დიდი ძალი ქომაგი მივიდოდა და წინასწარ გაეთვალისწინებინა ბილეთების ნორმალურად გაყიდვის საქმე. ორიოდე კარის ნაცვლად სხვა კარებებიც გაეღოთ და ხალხი არ ეწვალებინათ...
...უსიამოვნო იყო ბილეთების ვირთხების ანუ "კრისების" გამოჩენაც. ეტყობა მოლარეებთან შეთანხმებით ბილეთების დასტები გამოჰქოდათ და 2 ლარის ნაცვლად 3 ლარად ყიდდნენ...
...1 ლარში არაა საქმე...

რაგბის მატჩები

Posted: 13 მარ 2011, 15:11
by meleksa
nodarsho

დინამოზეც ხშირად არის ხოლმე შესვლის პრობლემა, სანამ შამაში არ დაიწყება მანამდე კარს ნორმალურად არ აღებენ და თითქმის 1 ტაიმი უნდა დააგვიანო...
მოწესრიგებლები არიან სტადიონის ადმინისტრაცია, გეთანხმები...
ამის გამო ვერ ვნახე ლელოები, 15:0 იყო რომ შემოვაღწიე სტადიონზე...

რაგბის მატჩები

Posted: 13 მარ 2011, 15:24
by t.d
სავარაუდოდ კანადას გადაუსწარით ხო?
მოხარულივ არ საქართველოს ნაკრების გამარჯვებით მაგრამ ავღნიშნავ რომ არ მომეწონა თამაში უკეთ შეიძლებოდა რაღაც ვერ დაეწყვნენ რა.

რაგბის მატჩები

Posted: 13 მარ 2011, 15:28
by Holden
კი, გადავასწარით, მეთოთხმეტე ადგილზე გადავინაცვლეთ :wink:

რაგბის მატჩები

Posted: 13 მარ 2011, 16:15
by meleksa
ჩვენი მთავარი მიზანი იტალიის გადასწრებაა რეიტინგში, რომელმაც სენსაციური გამარჯვება (ასეც შეიძლება ითქვას) მოიპოვა გუშინ საფრანგეთთან და საკმაოდ დიდ სარეიტინგო ქულას მიიღებს...

რაგბის მატჩები

Posted: 13 მარ 2011, 19:43
by nodarsho
მელექს!
ოჰოოო... უკვე იტალიას?
ჯერ იაპონია ხომ არ გვეცადა?
მითუმეტეს გუშინ ფრანგებთან სასწაული მატჩის შემდეგ... :wink:

რაგბის მატჩები

Posted: 14 მარ 2011, 11:59
by meleksa
nodarsho wrote:მელექს!
ოჰოოო... უკვე იტალიას?
ჯერ იაპონია ხომ არ გვეცადა?
მითუმეტეს გუშინ ფრანგებთან სასწაული მატჩის შემდეგ... :wink:
იაპონიასთან გადასწრება თავისთავად იგულისხმევა :)

მაგრამ სანამ რეიტინგში იტალიას არ გადავასწრებთ მანამდე 6 ერზე მოხვედრაზე ოცნებაც ზედმეტია :)

რაგბის მატჩები

Posted: 14 მარ 2011, 12:44
by GAMARJOBA SAKARTVELO
teo- wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
დაგინახე დღეს
საყვარლად რო დარბოდი
გენაცვალე შენა, მე2 ლელო ჩემი გადაწოდებით დაიდო
guruli wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
იქ მოგების შემთხვევაში, ერთა თასს დავისაკუთრებთ
ჯერ გილოცავთ ამ გამარაჯვებას.
გოგა, მოვიგეთ უკვე ერთა თასი, ახლა რუსებთან შეხვედრას მხოლოდ პრესტიჟის მნიშვნელობა შერჩა, თორემ სპორტული თვალსაზრისით, მარტო ეგ შეხვედრა კი არა, მთელი ტური ფორმალობაა. ერთა თასის ბედი ესპანეთი-პორტუგალიის დღევანდელ თამაშზე იყო დამოკიდებული - თუ პორტები პრემიალური ქულით ანუ 4 ლელოთი მოუგებდნენ მეზობლებს, შანსს ინარჩუნებდნენ, მაგრამ საერთოდ დამარცხდნენ - 10:25 და ჩვენები ჩემპიონები გახდნენ.
დღევანდელი მოგებით ანთიმოზის თასი ხომ ისედაც მოვიგეთ და მოვიგეთ.
მისასალმებელია.
რუმინეთთან მოგების შემდეგ ერთა თასის საკითხი ჯერ გარკვეული არ იყო.
ესპანეთი-პორტუგალია 4 სთ ში უნდა დაწყებული.
ესპანეთმა ჩვენი საქმე გააკეთა ჩვენი უშუალო მოპაექრის - პორტუგალიის ძლევით ერთა თასი 1 ტურით ადრე მოვიპოვეთ.
რუსეთთან რომ დავმარცხდეთ, ქულებით მაინც ვერავინ მოგვწვდება.
მელექსას ვეთანხმები - ამ ეტაპზე ჩვენი მიზანი იტალიის გადასწრება უნდა იყოს, რათა უფრო მაღალი დონის შეჯიბრში ჩავებათ.
რაღაც, მომაბეზრებელი გახდა ერთა თასის ცქერა.
თუმცა, ამ თამაშით, რაცაც ვაჩვენებთ, იტალიასთან 10იდან 9ს მაინც წავაგებთ.

რაგბის მატჩები

Posted: 14 მარ 2011, 12:51
by GAMARJOBA SAKARTVELO
სჯობს, ქართველებმა ვისწავლოთ, რომ შეხვედრები, არამხოლოდ სარაგბო,
იწყება დათქმულ დროს და არა ნახევარი და 1 სთით დაგვიანებით.
ვისწავლოთ შინიდან უფრო ადრე გამოსვლაც.
გაკვირვებული ვიყავი - ხალხი საქართველოს საქომაგოდ მიდიოდა და დელისი-თამარაშვილი და ჭავჭავაძე-თამარაშვილის გზის მონაკვეთებზე მძღოლების დიდი ნაწილი არასახელმწიფოებრივად, არაგონიერად იქცეოდა.
ფეხებზე ეკიდათ სხვები, ჭრიდნენ გზებს, სკვერებს, ქმნიდნენ ხელოვნურ საცობებს და არ ფიქრობდნენ, რომ რაგბზე სხვებიც მიდიოდნენ.
ამისთანა ხალხის შემხედვარე, როგორ დავიჯერო, რომ მართლა საქართველოს საქომაგოდ მიდიოდნენ?
თუ მოთმინება და წესრიგი არ ვისწავლეთ, ვერც სახელმწიფოს ავაშენებთ,
ვერც საკუთარ თავს მივხედავთ, ღირსეულად ვერც ჩვენს ნაკრებებს ვუქომაგეთ

რაგბის მატჩები

Posted: 14 მარ 2011, 13:35
by QEBURIUS
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:მომდევნო და ერთა თასი-2011ის ბოლო თამაში 19 მირკანს, სოჭშია რუსეთის წინააღმდეგ.
იქ მოგების შემთხვევაში, ერთა თასს დავისაკუთრებთ
თასი უკვე ჩვენი ბრიგაი - პორტუგალიამ წააგო ესპანეთთან გასვლაზე და ვერავინ გვეწევა

რაგბის მატჩები

Posted: 14 მარ 2011, 14:02
by meleksa
საერთო რეიტინგის განახლებას აგვიანებს IRB-ს საიტი...