Page 2 of 26

რაგბის მატჩები

Posted: 26 თებ 2011, 20:30
by t.d
ამ გოთვერანმა იტალილემა რა მანერვიულა,

რაგბის მატჩები

Posted: 26 თებ 2011, 20:38
by avtokh
12-13 მოვიგეთ, მომილოცავს !!! იტალიელებს სანამ მიწასთან არ გავასწორებთ არ მოგვეშვებიან? პორტუგალიასთან სულ იტალიელი როგორ უნდა გვყავდეს და სულ არასაჩვენოდ როგორ უნდა იყოს განწყობილი? ხან ადრიანად ამთავრეს მატჩს, ხან კიდე არ ამთავრებს.

მთავარია მოვიგეთ და ახლა დარჩენილი ორ თამაშსაც მოვიგებთ უეჭველი :)

რაგბის მატჩები

Posted: 26 თებ 2011, 20:40
by avtokh
LiBrA wrote:meleksa
avtokh

მირზაანში მეგონა მიდიოდით... მაოს მაგიდაც კი დაჯავშნილი ქონია ჩვენი ფორუმის გულშემატკივრებისთვის
არ ვიცოდი ნამდვილად, არავინ რო აღარ შემეხმიანა აქ არსად აღარ წავსულვარ :(

რაგბის მატჩები

Posted: 26 თებ 2011, 20:56
by meleksa
LiBrA wrote:meleksa
avtokh

მირზაანში მეგონა მიდიოდით... მაოს მაგიდაც კი დაჯავშნილი ქონია ჩვენი ფორუმის გულშემატკივრებისთვის
ფორუმზე არავის არაფერი დაუწერია და არც ისე არ გამიგია ეგ ამბავი, შესაბამისად ვერ დამესიზმრებოდა რომ მირზაანში იქნებოდნენ :)

რაგბის მატჩები

Posted: 26 თებ 2011, 21:09
by LiBrA
meleksa wrote:
LiBrA wrote:meleksa
avtokh

მირზაანში მეგონა მიდიოდით... მაოს მაგიდაც კი დაჯავშნილი ქონია ჩვენი ფორუმის გულშემატკივრებისთვის
ფორუმზე არავის არაფერი დაუწერია და არც ისე არ გამიგია ეგ ამბავი, შესაბამისად ვერ დამესიზმრებოდა რომ მირზაანში იქნებოდნენ :)
მე არ ვიცოდი, რომ შენ არ იცოდი, მელექს :D მეც გვიან გავიგე დაჯავშნის ამბავი. უნდა წავსულიყავი და ვეღარ წავედი მიზეზთა გამო...
შენ წერდი თავიდან რომ მანდ გინდოდა, შესაბამისად, ვიფიქრე, რომ მირზაანიდან უგულშემატკივრებდი ჩვენებს ;)

რაგბის მატჩები

Posted: 26 თებ 2011, 21:44
by avtokh
http://www.livesport1.us/tv5.html ვისაც გაინტერესებტ აქ შეგიძლიათ უყუროთ ინლისი-საფრანგეთის მატჩს, 6 ერის გათამაშებას. მეორე ტაიმი იწყება ახლა.

რაგბის მატჩები

Posted: 27 თებ 2011, 00:11
by GAMARJOBA SAKARTVELO
პორტუგალია-საქართველოს ჯახის ბოლო 20 წთს ვუცქირე.
რაღა დაგიმალოთ და მსაჯმა შესანიშნავად იმსაჯა.
ჩვენ თუ მისი გადაწყვეტილება არ მოგვწონს იმის გამო, რომ საქართველოს ნაკრები ისჯება, არ ნიშნავს, რომ ცუდად იმსაჯა.
წვრილმანი დეტალებიც კი არ ეპარებოდა ამ ხნის მანძილზე.
მანამდე რა იყო, არ ვიცი.

რაგბის მატჩები

Posted: 27 თებ 2011, 00:15
by GAMARJOBA SAKARTVELO
ტური. 26 თებერვალი.
ლისაბონი. “სტადიო უნივერსიტარიო”.
პორტუგალია - საქართველო 12:13 (6:10)
პორტუგალია: 15. ენტონიუ ეგილარი, 14. გონსელუ ფორუ, 13. ფრედერიკუ ოლივეირა, 12. პედრუ სილვა, 11. ჟოზე ლიმა, 10. ჯოზეფ გარდნერი, 9. პედრუ ლეალი; 8. ტიეგუ ჟირეუ, 7. ჟიულიან ბარდი, 6. ვეშკუ უვე, 5. გონსელუ უვა, 4. ჟუან სევერიანუ, 3, კრიშტიან სპეშუკი, 2. ჟოაუ კორეია (კაპ.), 1. ჟუან მურე.
სათადარიგოები: 16. ლიონელ კონპერნი, 17. ენთონი ელვეში, 18. რუი დორეი, 19. ჟაკ ლერუ, 20. ჟოზე პინტუ, 21. პედრუ კებრალი, 22. ფრენსიშკუ მირა.
4 ჯარიმა: გარდნერი (3), კერბრალი
მწვრთნელი: ეროლ ბრეინი (ახალი ზელანდია)
საქართველო: 15. ბექა ურჯუკაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ლექსო გუგავა (21. ირაკლი ჩხიკვაძე 64), 10. ლაშა მალაღურაძე (22. მერაბ კვირიკაშვილი 51), 9. ირაკლი აბუსერიძე (კაპ.) (20. ბიძინა სამხარაძე 72), 8. გიორგი ჩხაიძე (19. ვიქტორ კოლელიშვილი 68), 7. სიმონ მაისურაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 5. ვახტანგ მაისურაძე, 4. ლევან დათუნაშვილი, 3. დავით ზირაქაშვილი (17. გოდერძი შველიძე 68), 2. აქვსენტი გიორგაძე (16. იური ნატრიაშვილი 51), 1. დავით ხინჩაგიშვილი (18. ვასილ კაკოვინი 51).
1 ლელო: კაჭარავა
1 გარდასახვა: მალაღურაძე
2 ჯარიმა: მალაღურაძე, კვირიკაშვილი
1 სინბინი: ჩხაიძე
მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ დიქსონი (შოტლანდია)
რეფერი: კლაუდიო პასაკანტანდო (იტალია)

რუმინეთი - რუსეთი 33:3
ესპანეთი - უკრაინა 35:13

1. საქართველო 3 3 0 0 135-15 14
2. პორტუგალია 3 2 0 1 57-49 9
3. ესპანეთი 3 1 0 2 59-101 6
4. რუმინეთი 2 1 0 1 50-27 5
5. რუსეთი 3 1 0 2 50-78 5
6. უკრაინა 2 0 0 2 16-97 0

რუსეთმა კიდევ 1 თამაში წააგო.
IV ტური. 12 მარტი
საქართველო - რუმინეთი
ესპანეთი - პორტუგალია
უკრაინა - რუსეთი

ცნობები აღებულია ვებ-გვერდიდან
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=17074&lang=1

რაგბის მატჩები

Posted: 27 თებ 2011, 21:14
by GT.ge
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:პორტუგალია-საქართველოს ჯახის ბოლო 20 წთს ვუცქირე.
რაღა დაგიმალოთ და მსაჯმა შესანიშნავად იმსაჯა.
ჩვენ თუ მისი გადაწყვეტილება არ მოგვწონს იმის გამო, რომ საქართველოს ნაკრები ისჯება, არ ნიშნავს, რომ ცუდად იმსაჯა.
წვრილმანი დეტალებიც კი არ ეპარებოდა ამ ხნის მანძილზე.
მანამდე რა იყო, არ ვიცი.
წინა 60 წუთის ჩანაწერს უცქირე და აზრს შეიცვლი.

ჩაჭრილი ბურთი წინ რომ გადავარდება, ამაზე ჯარიმა პირველად ვნახე. სუფთა ლელო დაიდებოდა.
დაგვაჯარიმა კიდევ 3-4 საკმაოდ გაუგებარ ეპიზოდშიო ჩვენთვის საკმაოდ მომგებიან სიტუაციაში.
კაცი გაგვიგდო, როცა შეიძლებოდა მხოლოდ დაჯარიმება. მსგავს სიტუაციაში გაგდებული ჯერ არ მინახავს.
ბოლოსკენ გამოსწორდა და კომენტატორმაც აღნიშნა.

უბრალოდ, ვისაც არ აწყობს საქართველოს აღმასვლა, პირველი ეს იტალიაა.
ვუცქირე მაგათ ჯახს უელსთან და პირწმინდად წააგეს.
არამგონია სხვა 5 ერთან ჰქონდეთ რამე შანსი.
თუ არ ვცდები, "ეროვნულ" ნაკრებში სხვა ეროვნების 12 მორაგბე ყავთ დამატებული.
მოკლედ, მაგათ პირდაპირ კონკურენტად მოვიაზრებით.
მარა... პორტუგალიას თავის მსჯებიანად 20-25 ქულით უნდა ვუგებდეთ, თუ გვინდა ბობოლებში გარევა.

მსაჯს რომ არ ემაიმუნა, სანერვიულო არაფერი გვექნებოდა.

რაგბის მატჩები

Posted: 27 თებ 2011, 22:38
by meleksa
GT.ge

გეთანხმები :!:

რაგბის მატჩები

Posted: 28 თებ 2011, 10:09
by GAMARJOBA SAKARTVELO
ვისწავლოთ საკუთარი შეცდომების შეცნობა და ნაკლებად დავაბრალოთ სხვებს ცუდი შედეგი.
მხოლოდ ამ კონკრეტულ თამაშზე არ მაქვს ლაპარაკი.
ბევრჯერ ჩვენი შეცდომები სხვებისთვის გადაგვიბრალებია.
ახლაც ხშირად მესმის, საბჭოთა დროს :დინამოს: როგორ ჩაგრავდნენ მსაჯები ან ქართველ მოჭიდავეებს.
კგით რა, ხალხო, ნუთუ, პორტუგალიასთან საქართველოს ნაკრების თამაში თამაშს ჰგავდა?
ასეთი თამაშით 10 შეხვედრიდან ჩვენები იტალიასთან 10ვეს თუ არა, 9ს მაინც წააგებენ.
3-4 წელი კიდევ არ ვიქნებით იტალიის მეტოქე და 6 ერის ღირსი.

რაგბის მატჩები

Posted: 28 თებ 2011, 14:56
by meleksa
პორტუგალიასთან აწ უკვე გამართულ შეხვედრაში როგორც გავრცელდა ინფორმაცია მთავარი მწვრთნელი აპირებდა ექსპერიმენტების ჩატარებას...
მინდა ავღნიშნო, რომ თუ ის შეცდომები რაც ჩვენმა მორაგბეებმა დაუშვეს ექსპერიმენტის ნაწილი იყო, ფაქტიურად არ გაამართლა... :)

და ის ფაქტი რომ IRB-ში მთლად სუფთად არ ხდება ყველფერი ამას თვითონვე აღიარებენ და სულაც არ იქნება გასაკვირი მსაჯების მხრიდან კიდევ ჰქონდეს უხეშ შეცდომებს ადგილი....

რაგბის მატჩები

Posted: 28 თებ 2011, 16:40
by burdiani
მე ვიტყოდი მიუხედავად იმისა რო მატჩი უხერხულ მეტოქესთან პორტუგალიასთან იყო, მიუხედავად იმისა რომ გასვლაზე ვთამაშობდით, მიუხედავად იმისა რომ სასწორზე ფაქტიურად, ერთა თასის გამარჯვებულის ვინაობა იდო, მიუხედავად იმისა რომ მსაჯი არ იყო გულმოწყალე ანდა საერთოდ ბოროტების განსახიერება იყო ეს არ გვაძლევს ასეთი ცუდი თამაშის უფლებას. მესმის რომ ადვილია გასამართლებელი საბუთების პოვნა, მაგრამ მოდით ახლა გულზე დავიდოთ ხელი და ვთქვათ ჩვენი ამბიცია ექვს ერზე რეალობას შეესაბამება ასეთი თამაშით? მდგომარეობა მსოფლიო ჩემპიონატამდე თუ არ გამოსწორდა რეიტინგში ცუდად წაგვადგება ჩემპიონატის ბოლოს.

რაგბის მატჩები

Posted: 28 თებ 2011, 17:31
by GAMARJOBA SAKARTVELO
burdiani wrote:მე ვიტყოდი მიუხედავად იმისა რო მატჩი უხერხულ მეტოქესთან პორტუგალიასთან იყო, მიუხედავად იმისა რომ გასვლაზე ვთამაშობდით, მიუხედავად იმისა რომ სასწორზე ფაქტიურად, ერთა თასის გამარჯვებულის ვინაობა იდო, მიუხედავად იმისა რომ მსაჯი არ იყო გულმოწყალე ანდა საერთოდ ბოროტების განსახიერება იყო ეს არ გვაძლევს ასეთი ცუდი თამაშის უფლებას. მესმის რომ ადვილია გასამართლებელი საბუთების პოვნა, მაგრამ მოდით ახლა გულზე დავიდოთ ხელი და ვთქვათ ჩვენი ამბიცია ექვს ერზე რეალობას შეესაბამება ასეთი თამაშით? მდგომარეობა მსოფლიო ჩემპიონატამდე თუ არ გამოსწორდა რეიტინგში ცუდად წაგვადგება ჩემპიონატის ბოლოს.
მეც ეს მაშფოთებს.
იმას კი არ ვამბობ, რომ ცუდი მორაგბეები გვყვავს, უბრალოდ, კგ მწვრთვნელია საჭირო.
დიქსონი რა კაცია, რუმინეთთან ვნახოთ.
წავიდეთ სარაგბო ჯახზე.
რუსეთი წელს შარშანდელზე უფრო სუსტი ჩანს.
შარშან მე2 ადგილი დაიკავა, წელს, ალბათ მე4 ადგილზე ზევით ვერ ავა და მაგასთან მოგებითაც ვერ ვნახავთ ჩვენი გუნდის კლასს.
რუმინეთი რაც შეიძლება გემრიელად უნდა დავამარცხოთ, ისე, რომ მსოფლიო 1ლობამდე გაჰყვეს და
როდესაც იქ ისევ დაგვიპირისპირდება, გამარჯვებას არ ელოდოს

რაგბის მატჩები

Posted: 28 თებ 2011, 17:40
by meleksa
ის ყველა სათამაშო კომპონენტი, რომლის გაუბჯობესებაზეც ეროვნული ნაკრები მუშაობს და აუცილებელია, საინტერესოა ასაკობრივ ნაკრებებში თუ ამახვილებენ იგივე პრობლემებზე ყურადღებას? მაგის გარეშე სამომავლოდაც ერთფეროვანი და მხოლოდ ძალისმიერი სათამაშო სტილი დაგვრჩება...