Page 1 of 26

რაგბის მატჩები

Posted: 24 თებ 2011, 16:20
by avtokh
შაბათს 19:00 საათზე სარაგბო ჯახი პორტუგალია-საქართველო სადმე ერთად ხომ არ გვეგულშემატკივრა ტელევიზორთან? ერთი ვიცი ნიკოლაძეზე ახლად გახსნილ რაგბი პაბში იქნება მატჩის ყურების შესაძლებლობა, თუმცა არ ვიცი როგორი სიტუაციაა და ადგილის მხრივ რა მდგომარეობაა. ვინმეს თუ აქვს მოსაზრება სად შეიძლება ეს მოხერხდეს გამოთქვას აზრი :)

რაგბის მატჩები

Posted: 24 თებ 2011, 21:24
by meleksa
მირზაანში ან შემოიხედეში :)

რაგბის მატჩები

Posted: 25 თებ 2011, 00:58
by t.d
meleksa
+

რაგბის მატჩები

Posted: 25 თებ 2011, 10:52
by GAMARJOBA SAKARTVELO
სარაგბო ჯახის ნახვა სტდიონზე მაინც სულ სხვაა.
წავიდეთ პორტუგალიაში

რაგბის მატჩები

Posted: 25 თებ 2011, 12:18
by avtokh
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:სარაგბო ჯახის ნახვა სტდიონზე მაინც სულ სხვაა.
წავიდეთ პორტუგალიაში
მართალია კარგია ტრიბუნებიდან ცქერა, მაგრამ ამინდი არაა შესაბამისი :)რეისების განსახორციელებლად და მიტომ ვეძებ ადგილს სადაც ერთად შესაძლებელი იქნება თამაშის ყურება :)

რაგბის მატჩები

Posted: 25 თებ 2011, 12:23
by avtokh
meleksa wrote:მირზაანში ან შემოიხედეში :)
ასარჩევად ყოფილა საქმე :) მე პირადად მაშინ მირზაანს ვარჩევდი :)

რაგბის მატჩები

Posted: 25 თებ 2011, 14:23
by meleksa
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:სარაგბო ჯახის ნახვა სტდიონზე მაინც სულ სხვაა.
წავიდეთ პორტუგალიაში
გვაფინანსებს ვინმე? :D :D :D

რაგბის მატჩები

Posted: 25 თებ 2011, 17:11
by GAMARJOBA SAKARTVELO
ვაკეში სპრტკაფეა, :დისქავერის: გვერდით, მგონი, ჭავჭავაძე-არაყიშვილის კუთხეა და ცქერა იქაც შეიძლება.
meleksa wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:სარაგბო ჯახის ნახვა სტდიონზე მაინც სულ სხვაა.
წავიდეთ პორტუგალიაში
გვაფინანსებს ვინმე? :D :D :D
ვიმუშაოთ შედეგიანად და ჩვენივე ჯიბით დავაფინანსოთ გამგზავრება

რაგბის მატჩები

Posted: 25 თებ 2011, 17:16
by GAMARJOBA SAKARTVELO
გამ20ემა :მსოფლიოს სპორტის: ვებგვერდმა პორტუგალია-საქართველოს ხვალინდელ ჯახს წერილი მიუძღვნა:

დიქსონი ექსპერიმენტებს ლისაბონშიც განაგრძობს
25.02.2011 12:21

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა, ევროპის ერთა თასის მესამე ტურში, ლისაბონში პორტუგალიასთან სათამაშოდ თითქმის უძლიერესი შემადგენლობა კი გამოიძახა, მაგრამ ტრავმებმა თუ სანაკრებო კანდიდატთა უკეთ გაცნობის სურვილმა, ექსპერიმენტების ჩატარება მაინც აიძულა.
ესპანეთთან მატჩისგან განსხვავებით, ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად შვიდი ცვლილება განხორციელდა. 20 წლის ბექა ურჯუკაშვილს, ეროვნულ გუნდში დებიუტი 5 თებერვალს, უკრაინის წინააღმდეგ ჰქონდა. მან უკრაინელთა და ესპანელთა წინააღმდეგ შეცვლებზე ითამაშა და ორივე შემთხვევაში ლელო გაიტანა, ახლა კი, დიქსონმა ის ძირითად შემადგენლობაში დააყენა. უკანა ხაზში მეტი ცვლილება არ მომხდარა და პორტუგალიასაც ის ოთხეული შეუტევს, რომლებმაც ესპანეთის წინააღმდეგ თავი გამოიჩინეს. ნახევარდაცვაში, 10 ნომერზე “ძირითადში” იქნება ლაშა მალაღურაძე, მერაბ კვირიკაშვილმა კი ადგილი სათადარიგოთა სკამზე დაიკავე. სრულად შეიცვალა შერკინების პირველი ხაზი. ვასილ კაკოვინს, იური ნატრიაშვილს და ანტონ ფეიქრიშვილს, დავით ზირაქაშვილი, აქვსენტი გიორგაძე და დავით ხინჩაგიშვილი ჩაანაცვლებენ - სავარაუდოდ, ეს “ბორჯღალოსანთა” უძლიერესი პირველი ხაზია. მეორე ხაზი წინა მატჩის მსგავსად უცვლელი დარჩა. მესამე ხაზში ძირითად შემადგენლობაში დარჩა შალვა სუთიაშვილი, ხოლო გია ლაბაძე სიმონ მაისურაძემ, გიორგი ჩხაიძე კი მამუკა გორგოძემ ჩაანაცვლა, რომელსაც ეროვნული გუნდის კვართი წელიწადზე მეტია არ მოურგია.
ტრავმის გამო დიქსონმა პირველხაზელი ფეიქრიშვილი, მეორეხაზელი ილია ზედგინიძე და გიორგი ნემსაძე და მესამეხაზელები - ლაბაძე და ბესიკ უდესიანი მოისაკლისა. გამოძახებული არაა მალხაზ ურჯუკაშვილი. ამჯერად განაცხადში ვერ მოხვდნენ ბესიკ ხამაშურიძე და ვასილ კაკოვინი. სამაგიეროდ, გამოძახებულია მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონ “კლერმონში” გადავიდა და ამ გუნდის ესპუართა გუნდში თამაშობს. გუნდს დაუბრუნდა გოდერძი შველიძე და ირაკლი ჩხიკვაძე.

რაგბის მატჩები

Posted: 25 თებ 2011, 17:17
by GAMARJOBA SAKARTVELO
ამავე ვებგვერდიდან ცნობები ნაკრებთა სარაგბო რეიტინგებზე:

სატურნირო თვალსაზრისით, ეს შეხვედრა ერთ-ერთი ცენტრალურია. საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებმა, განვლილ 2 ტურში გამარჯვებები მოიპოვეს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ქართველებმა აუტსაიდერები - უკრაინა და ესპანეთი დიდი სხვაობებით დაამარცხეს, პირველს 10, ხოლო მეორეს 9 ლელო გაუტანეს და ორივე შემთხვევაში 4 და მეტი ლელოსთვის დაწესებული პრემიალური ქულები ჩაიწერეს. შედეგად, “ბორჯღალოსნები” ქულათა მაქსიმუმით (10) სატურნირო ცხრილის სათავეში არიან. პორტუგალიამ საპრემიო ქულის აღება ვერცერთხელ ვერ მოახერხა, მაგრამ მან უშუალო კონკურენტები - რუმინეთი და რუსეთი დაამარცხა და თუ ახლაც გამარჯვება მოიპოვა, მას თასს ვეღარავინ შეეცილება. გარდა სატურნიროსი, ლისაბონში, “სტადიო უნივერსიტარიო ზე” გასამართ მომავალ ჯახს სარეიტინგო დატვირთვაც აქვს. ამჟამად საქართველოს ნაკრებს 68,21 სარეიტინგო ქულა აქვს და XV ადგილს იკავებს, ხოლო პორტუგალია 63,81 ქულით მეოცეა. თუ “ბორჯღალოსნებმა” სტუმრად 15 ქულაზე მეტი სხვაობით იმარჯვეს, სარეიტინგო მონაგარს 1,29 ქულას შემატებენ და კანადას მე-14 საფეხურიდან დააქვეითებენ. მცირე ანგარიშით გამარჯვება ქართველებისთვის მხოლოდ 0,86 ქულის მომტანი იქნება და კვლავ XV ადგილზე დარჩებიან, მაგრამ ჩრდილოამერიკელებთან ჩამორჩენას მნიშვნელოვნად (0,12 ქულამდე) შეამცირებენ. ფრე საქართველოს ნაკრებს 2011 წლის ერთა თასზე პირველ ადგილს შეუნარჩუნებს და რეიტინგშიც XV საფეხურზე დარჩება, ოღონდ ქულათა მარაგს 0,14 დააკლდება. ღმერთმა ნუ ქნას და ნებისმიერი სხვაობით მარცხი, იმის მანიშნებელი იქნება, რომ მომავალ ორშაბათს “ბორჯღალოსნები” რეიტინგში ორი საფეხურით დაქვეითდებიან.
საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები, ერთმანეთს აქამდე 14-ჯერ შეხვედრიან. 8 მატჩი “ბორჯღალოსანთა” გამარჯვებით დასრულდა, 4-ჯერ პორტუგალიელებმა იმარჯვეს, ხოლო ორი დაპირისპირება ფრედ დასრულდა. ლისაბონში 26 თებერვლის ჯახი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლით იგეგმება.

რაგბის მატჩები

Posted: 25 თებ 2011, 17:19
by GAMARJOBA SAKARTVELO
ნაკრებთა შემადგენლობები:

ევროპის 2011-2012 წლების ერთა თასი. პირველი წრე
III ტური. 26 თებერვალი.
ლისაბონი. “სტადიო უნივერსიტარიო”. 19:00 საათი (თბილისის დრო)
პორტუგალია - საქართველო
პორტუგალია: 15. ენტონიუ ეგილარი, 14. გონსელუ ფორუ, 13. ფრედერიკუ ოლივეირა, 12. პედრუ სილვა, 11. ჟოზე ლიმა, 10. ჯოზეფ გარდნერი, 9. პედრუ ლეალი; 8. ტიეგუ ჟირეუ, 7. ჟიულიან ბარდი, 6. ვეშკუ უვე, 5. გონსელუ უვა, 4. ჟუან სევერიანუ, 3, კრიშტიან სპეშუკი, 2. ჟოაუ კორეია (კაპ.), 1. ჟუან მურე.
სათადარიგოები: 16. ლიონელ კონპერნი, 17. ენთონი ელვეში, 18. რუი დორეი, 19. ჟაკ ლერუ, 20. ჟოზე პინტუ, 21. პედრუ კებრალი, 22. ფრენსიშკუ მირა.
მწვრთნელი: ეროლ ბრეინი (ახალი ზელანდია)
საქართველო: 15. ბექა ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), 14. ირაკლი მაჩხანელი (“მაკონი”, საფრანგეთი), 13. დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი), 12. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი), 11. ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი), 10. ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი), 9. ირაკლი აბუსერიძე (კაპ.) (“ოსერი”, საფრანგეთი), 8. მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), 7. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), 6. სიმონ მაისურაძე (“ვილერბანი”, საფრანგეთი), 5. ვახტანგ მაისურაძე (“სენ ნაზარი”, საფრანგეთი), 4. ლევან დათუნაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), 3. დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), 2. აქვსენტი გიორგაძე (“კასტრი”, საფრანგეთი), 1. დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი).
სათადარიგოები: 16. იური ნატრიაშვილი (“სტიაუა”, რუმინეთი), 17. გოდერძი შველიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), 18. გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), 19. ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), 20. ბიძინა სამხარაძე (“სტიაუა”, რუმინეთი), 21. ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი), 22. მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი).
მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ დიქსონი (შოტლანდია)
რეფერი: კლაუდიო პასაკანტანდო (იტალია)

რაგბის მატჩები

Posted: 25 თებ 2011, 17:22
by GAMARJOBA SAKARTVELO
ეს კი შედეგების ცხრილი:


1 საქართველო 2 2 0 0 122-3 10
2 პორტუგალია 2 2 0 0 45-36 8
3 რუსეთი 2 1 0 1 47-45 5
4 რუმინეთი 1 0 0 1 17-24 1
5 ესპანეთი 2 0 0 2 24-88 1
6 უკრაინა 1 0 0 1 3-62 0

ხვალ, 26 სურწყუნისს ასევე ხვდებიან:
რუმინეთი - რუსეთი
ესპანეთი - უკრაინა


მასალა მომზადებულია ზურა ქსოვრელის მიერ.
იხილეთ ბმული:
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=17000&lang=1

რაგბის მატჩები

Posted: 26 თებ 2011, 13:31
by avtokh
shemoixede dagenacvlem chagirtavt ragbso romel televizorzec gindato. vinaa msurveli mozrdil ekranze vuyurot? samwuxarod gorgodze dges ver daexmareba nakrebs, kunti dauzianebia varjishisas.

რაგბის მატჩები

Posted: 26 თებ 2011, 20:10
by LiBrA
meleksa
avtokh

მირზაანში მეგონა მიდიოდით... მაოს მაგიდაც კი დაჯავშნილი ქონია ჩვენი ფორუმის გულშემატკივრებისთვის

რაგბის მატჩები

Posted: 26 თებ 2011, 20:26
by t.d
ძალიან ვნერვიულობ ამ მამაძაღლმა იტალიელმა აღარ უნდა დამთავროს.:)))