რაგბის მატჩები

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 27 აპრ 2012, 19:08

Kakha wrote:ნელ-ნელა ახლოვდება უკრაინასთან თამაშის დღე.

სხვათა შორის შიდა ჩემპიონატიც დაიწყო და არის ხლომე საინტერესო მატჩები.
ნამდვილად ახლოვდება და გადამწყვეტია ავიღებთ თუ არა ერთა თასს :) შიდა ჩემპიონატი კი მაინტერესებს, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვახერხებ ვერც ყურებას და ვერც დასწრებას :( თორე თუ გავითვალისწინებთ, რომ უელსში შიდა ჩემპიონატიდან იყვნენ უმეტესობა, საკმაოდ კარგი შეხვედრები იქნება.
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 03 მაი 2012, 22:57

http://www.youtube.com/watch?feature=pl ... FYVbG8jLRk

ჩვიდმეტი წლის, ახალგაზრდა მამუკა გორგოძემ კალათბურთის ვარჯიშები გაცვალა სარაგბო ბუცებზე. ერთი წლის შემდეგ შედგა მისი დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებსი ესპანეთის წინააღმდეგ. ორი წლის შემდეგ ზღაპარი განვითარდა და ძლიერი უკანა ხაზელი აიყვანა საფრანგეთის გათამაშება ტოპ 14 კლუბმა - მონპელიე.

Total Rugby-მ ჩაწერა ინტერვიუ მამუკა გორგოძესთან.
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 04 მაი 2012, 18:18

“დავითიანნი” - ჯანსაღი სულის და სხეულის სინთეზი

სწორედ ჯანსაღი სულისა და სხეულის მქონე ქართველების აღზრდაა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნის” მიერ ამავე სახელწოდების ახალი სარაგბო კლუბის დაარსების მიზანი.
ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნი”, მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-მთიანეთის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2007 წლიდან საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებთან (არა მარტო ქართველებთან) აქტიურად თანამშრომლობს და მისი პრიორიტეტები ახალგაზრდებსა და მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაა. “დავითიანნის” მიზანია, ახალგაზრდებში სხვადასხვა ღონისძიებებისა და აქტივობის საშუალებით ეროვნული, სულიერი, ინტელექტუალური, კულტურული ფასეულობებისა და ღირებულებების განვითარება-პოპულარიზაცია.
სპორტის სახეობებიდან, ზემოთჩამოთვლილთაგან ყველაზე ახლოს რაგბია და კლუბ “უნივერსიტეტის” ბაზაზე, 2012 წლის 4 მაისს ახალი სარაგბო კლუბის, “დავითიანნის” პრეზენტაცია შედგა. საწყის ეტაპზე, ამ გუნდში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის 180 ბავშვია გაერთიანებული და ისინი საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებულ სარაგბო ფესტივალებში მიიღებენ მონაწილეობას, სექტემბრიდან ამ სახელწოდების გუნდები უკვე ჭაბუკთა “ა” და “ბ” ლიგებში გამოჩნდებიან, სამომავლოდ კი, უფროსი ასაკის გუნდიც ჩამოყალიბდება, რომელიც თამაშს სავარაუდოდ პირველ ლიგაში, მომავალი წლიდან დაიწყებს.
ამ ეტაპზე გუნდში 2000 და მომავალ წლებში დაბადებული ბავშვები გაერთიანდებიან და დიდუბეში, ეგრეთ წოდებულ “სუკონკის” სტადიონზე ივარჯიშებენ. მსურველებს შეუძლიათ ბავშვები გუნდში გასაწევრიანებლად იქ, ან პირდაპირ ახალგაზრდულ მოძრაობა “დავითიანნში” მიიყვანონ. ამ გუნდს პირველი სარაგბი ფესტივალი, რომელიც “შევარდენის” ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართება, 5 მაისს ელის.
საგულისხმოა, რომ კლუბის მიზანია იზრუნოს მოთამაშეთა არა მხოლოდ სპორტულ, არამედ ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებაზე, რაც ამ პროექტს სრულიად ახლებურ ელფერს მატებს. გუნდის წევრები და მათი დამაარსებლები, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტთან ერთად, დღეს ილია II-ს შეხვდნენ, რომელმაც სტუმრები დალოცვა და ამ საშური საქმის შესასრულებლად კურთხევა მიიღეს.
გია ნიჟარაძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი): “მრავალჯერ გვითქვამს, რომ ჩვენთვის რაგბი, ისევე, როგორც სპორტის სხვა სახეობებიც, მხოლოდ სპორტი არაა. რაგბი არის ის ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყანას მრავალი საჭირბოროტო საკითხის გადაწყვეტაში უნდა დაეხმაროს. ჩვენ “დავითიანნის” პროექტს პირველი დღიდან აღვუთქვით მხარდაჭერა. სარაგბო კლუბი “უნივერსიტეტი” არსებობას განაგრძობს და სხვანაირად არც შეიძლება იყოს, რადგან მას უდიდესი ტრადიცია აქვს, უბრალოდ, ნაწილი “დავითიანნად” გარდაიქმნება. ამ კლუბს დიდი პროექტები აქვს, რომლებიც დახვეწას საჭიროებს და სულ მალე შეიტყობთ, თუ რა მიზნები ამოძრავებს ამ ხალხს”.
კოტე სვანაძე (ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნის” პრეზიდენტი): “კლუბ “უნივერსიტეტთან” რამდენიმე თვეა ვაწარმოებთ მოლაპარაკებას “დავითიანნის” დასაარსებლად. ახალგაზრდებთან ურთიერთობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს და გვწამს, ჩვენი პროექტით, სულ მალე ჯანსაღად მოაზროვნე, ფიზიკურად განვითარებულ ახალგაზრდებს მივიღებთ. ამ ეტაპზე საქმეს ენთუზიაზმით ვაკეთებთ, იმედია, მომავალში სპონსორიც გამოგვიჩნდება და უფროს ასაკში კონკურენტუნარიანი გუნდი გვეყოლება”.
ამის შემდეგ შედგა “დავითიანნის” ფორმების პრეზენტაცია, რომელსაც მკერდზე გამოსახული აქვს ძველქართული “დ” და მასში ჩახატულია რაგბის სიმბოლო “ბორჯღალი”. “ბორჯღალი” რაგბის კავშირის კუთვნილი ლოგოა, მაგრამ ის იმდენად მოხიბლა ახალმა პროექტმა, რომ კლუბს მისი გამოყენების უფლება ოფიციალურად მისცა.

წყარო: http://worldsport.ge/Read.aspx?news=35276&lang=1
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 06 მაი 2012, 10:32

2 მაისს თბილისში კენტის საგრაფოს სარაგბო კლუბი Sevenoaks (შვიდი მუხა) RFC ვეტერანთა გუნდი Acrons (რკოები) ჩამოვიდა. კლუბი 1925 წელს დაარსდა და ინგლისური რაგბის ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრი გახლავთ. კლუბის მაისური წარსულში არაერთ ცნობილ მორაგბეს ჩაუცვამს და ინგლისური რაგბის მწვერვალებამდე გზა გაუკაფავს.
1972 წელს Sevenoaks RFC -ს მოუწია ინგლისში ტურნეზე ჩამოსულ ავტსრალიის ეროვნულ ნაკრებ Wallabies-თან სპარინგ მატჩის ჩატარება, რაც კლუბის ისტორიაში ღირშესანიშნავ თარიღად ითვლება, მითუმეტეს, რომ ქრონიკის მიხედვით კენტელებმა, სანამ ძლევამოსილ ავსტრალიელებთან დამარცხდებოდნენ, პირველ ტაიმში მათ ტოლი არ დაუდეს. Acrons-ის საქართველოში სტუმრობა ქართველი ბიზნესმენი ლევან ვასაძის დამსახურებაა, რომელიც 2008-2009 წლებში ამ კლუბის ღირსებას იცავდა, როდესაც ინგლისში ცხოვრობდა თავის ოჯახთან ერთად, სანამ საქართველოში საბოლოოდ დაბრუნდებოდა.

3 მაისი
ქართულმა სამოყვარულმა კლუბმა “დევებმა”, “შევარდენის” სანაკრებო ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე, თბილისში სტუმრად მყოფ ინგლისურ სარაგბო კლუბ Sevenoaks (შვიდი მუხა) RFC ვეტერანთა გუნდ “Acrons”-თან ამხანაგური მატჩი გამართა და მომხვდური 31:14 დაამარცხა (5:2 ლელოებით).

5მაისი
ინგლისური სარაგბო კლუბი Sevenoaks (შვიდი მუხა) RFC ვეტერანთა გუნდი Acrons-ი, მეორე ქართულ სამოყვარულო კლუბთანაც დამარცხდა. ამჯერად მისი მეტოქე ახლად დაარსებული “ბარბაროსები” იყვნენ, რომლებმაც მოიგეს კიდეც - 22:3.
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 10 მაი 2012, 09:54

გიორგი ჩხაიძე მსოფლიოს ყველაზე უდისციპლინო მორაგბეთა ათეულშია

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "სენ ჟუნიენის" მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე მსოფლიოს ყველაზე უდისციპლინო მორაგბეების ათეულში მოხვდა.
"ბინგოს" ეროვნულ გუნდში 56 კეპი აქვს მოხვეჭილი და ხუთჯერ მატჩის არბიტრმა სინბინში გაუშვა. ამ მაჩვენებლით ის მე-7 ადგილზე იმყოფება.
საგულისხმოა, რომ უდისციპლინო მოთამაშეების საქციელი ყოველთვის როდი აზარალებს გუნდს. არცთუ იშვიათად, რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილები, პირიქით, ავიწროებენ მეტოქეს. თუმცა სტატისტიკა მაინც იმაზე მიგვანიშნებს, რომ დამნაშავის გუნდი, უმრავლეს შემთხვევაში, სამართლიანად ისჯება.
თუ კლუბების შემადგენლობებს თვალს გადავავლებთ, ყველაზე ცუდ დღეში დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონის" მთავარი მწვრთნელი ვერნ კოტერია. ამ გუნდში ორი მსოფლიოს დონის "ხულიგანია", ორივე მეორეხაზელი - შოტლანდიელი ნათან ჰაინსი და კანადელი ჯიმი კუდმორი.
ჰაინსს "სკოტების" რიგებში 77-ჯერ უთამაშია. ამ შეხვედრებში მან არბიტრს ხუთი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი გამოსტყუა. კუდმორმა კი "ნეკერჩხლის ფოთლების" კვართი სულ 27-ჯერ მოირგო და ხუთი ყვითელი ბარათი დაიმსახურა, ანუ საშუალოდ 5,4 მატჩში ერთხელ სინბინში იყო.
"ვულკანების" ახალზელანდიელი თავკაცი მუდმივად იმის განსჯაშია, რომელი მათგანი შეუშვას მოედანზე. აღსანიშნავია, რომ მეტოქეებს ჰაინსისა და კუდმორის შემადგენლობაში ყოფნა ძალიან ახარებთ. იციან, რომ უხეში მოთამაშეები არიან, რაც საშუალებას აძლევთ, საჯარიმოები გამოიმუშავონ.
ერთი სიტყვით, ყველაზე მოხულიგნო მორაგბეების ათეულს სათავეში ნათან ჰაინსი უდგას. ზუსტად იგივე მაჩვენებელი აქვს, ოღონდ ნაკრების 93 შეხვედრაში, იტალიელ მეორეხაზელ მარკო ბორტოლამის.
ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი არბიტრებმა სამხრეთ აფრიკის მესამეხაზელ სხლაკ ბურხერს უჩვენეს. ის 68 მატჩში ექვსჯერ გაუშვეს სინბინში, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ბურხერს წითელი ბარათი არასდროს დაუმსახურებია. მეოთხეადგილოსან კუდმორზე უკვე ვთქვით.
ჩხაიძეს ყვითელი ბარათების "რბოლაში" კიდევ ორი, არგენტინელი როდრიგო რონსერო და ფიჯელი სერემია ბაი უსწრებს.
მერვე-მეათე ადგილებს კი ამერიკელი პოლ ემერიკი, ფიჯელი სისა კოიამაიბოლე და ინგლისელი საიმონ შოუ იყოფენ ოთხი ყვითელი და ერთი წითელი ბარათით.
აქამდე მიაჩნდათ, რომ თითქოს ყველაზე უდისციპლინო ქართველი მორაგბე "ბორჯღალოსნებისა" და ფრანგული "მონპელიეს" ლიდერი მამუკა გორგოძე იყო, თუმცა როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, ის ეროვნულ ნაკრებში თამაშისას მოედნიდან მხოლოდ სამჯერ გაასინბინეს.

წყარო: http://sportall.ambebi.ge/regbi/qarthul ... lshia.html
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 10 მაი 2012, 09:56

ხინჩაგიშვილთან “სტად ფრანსე” ახსენეს

მას შემდეგ, რაც საფრანგეთის მორაგბეთა პირველი ელიტარული დივიზიონის - Top 14-ის რეგულარული პირველობის ბოლოსწინა ტურში “ბრივი” “ბორდოსთან” 9:23 დამარცხდა და ცხადი გახდა, რომ მომავალ სეზონს ქვედა, Pro D2-ში დაიწყებს, სპეციალისტები გუნდიდან ლიდერების წასვლის ალბათობაზე ალაპარკდნენ.
აქამდეც ცნობილი იყო, რომ სეზონის ბოლოს “ბრივს” ტოვებდა და ფრანგულ გრანდ “ტულუზაში” გადადიოდა ახალგაზრდა ქართველი ბურჯი ვასილ კაკოვინი. ახლახანს ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა Midi Olympique-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიდევ ერთი ქართველი ბურჯი, 29 წლის დავით ხინჩაგიშვილი კარიერას პარიზულ “სტად ფრანსეში” გააგრძელებს.
გადაწყვეტილი ჯერ არაფერია და ფრანგული პრესაც ამ ტრანსფერზე როგორც სავარაუდოზე, ისე საუბრობს. გუნდში დარჩება ქართველი ჰუკერი ირაკლი ნატრიაშვილი, რომელსაც ზაფხულიდან ბექა ბიწაძე უნდა შეუერთდეს.
ხინჩაგიშვილი საფრანგეთში 2003 წლიდან თამაშობს, ჯერ “ბეზიეს” ღირსებას იცავდა, მერე - “ბურგონის”, “ბრივში” კი, 2007 წლიდან გამოდის. მიმდინარე სეზონში მან Top 14-ის 13 და “ჩელენჯ ქაფის” 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ეს იმიტომ, რომ სექტემბერ-ოქტომბერში საქართველოს ახალ ზელანდიაში, მსოფლიო თასზე ახლდა და კლუბისთვის არ ეცალა. ხინჩაგიშვილი “ბორჯღალოსანთა” ღირსებას 2003 წლიდან იცავს, ჯამში 39 კეპი მოუგროვდა და სამი ლელოც გაუტანია.
“სტად ფრანსე” მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი სარაგბო კლუბია - 1883 წელსაა დაარსებული. გუნდი 13-ჯერ იყო საფრანგეთის ჩემპიონი, ბოლოს - 2007 წელს და რვაჯერ ითამაშა ფინალში. ორჯერ აქვს ნათამაშები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირ “ჰაინეკენის თასის” ფინალი, შარშან კი, “ჩელენჯ ქაფის” ფინალში გააღწია. “სტად ფრანსეს” რიგებში თამაშობენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ფელიპე კონტეპომი, დიმიტრი შარჟევსკი, როდრიგო რონსერო, სერხიო პარისე, მარტინ როდრიგესი, ჟულიენ დიუპიუ და სხვები.

წყარო: http://worldsport.ge/Read.aspx?news=35511&lang=1
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 10 მაი 2012, 17:20

უკრაინას 9 ივნისს ვუმასპინძლებთ

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მიმდინარე წელს ერთა თასზე დარჩენილი აქვს ბოლო მატჩი რომელიც უნდა გამართულიყო უკრაინაში, კერძოდ ქალაქ დნეპროპეტროვსკში 09/06/2012
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული მატჩის შემდეგ ,,ბორჯღალოსნები“ მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში ტესტ მატჩების ჩასატარებლად, საქართველოს რაგბის კავშირმა თხოვნით მიმართა ფირა აერს (Fira Aer) და უკრაინის რაგბის ფედერაციას რათა აღნიშნული მატჩი იმავე დროს ჩატარებულიყო ქალაქ თბილისში.
აღნიშნული თხოვნის მიზეზს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დნეპროპეტროვსკში ჩატარებული მატჩის შემდეგ, აშშ - ში და კანადაში გასამგზავრებლად ,,ბორჯღალოსნებს“ უწევდათ საკმაოდ რთული მარშრუტის შესრულება, რაც ტესტ მატჩების მაღალ დონეზე ჩატარებას შეუშლიდა ხელს.
საქართველოს რაგბის კავშირმა ფირასა და უკრაინის რაგბის ფედერაციისგან აღნიშნულ თხოვნაზე მიიღო დადებითი პსაუხი, რისთვისაც საქართველოს რაგბის კავშირი მადლობას უხდის ფირასა და უკრაინის რაგბის ფედერაციას.
საქართველოს რაგბის კავშირი ადასტურებს, რომ მიმდინარე წელს ერთა თასზე საქართველოს ნაკრები თავის უკანასკნელ მატჩს გამართავს 9 ივნისს თბილისში. აღნიშნული მატჩის სასურველი ანგარიშით მოგების შემთხვევაში ,,ბორჯღალოსნები“ მეხუთედ დაისაკუთრებენ ამ პრესტიჟულ ჯილდოს.

წყარო: http://site.rugby.ge/portal/alias__Geor ... fault.aspx
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 18 მაი 2012, 16:18

9 ივნისის შეხვედრა უკრაინასთან გაიმართება ავჭალის სტადიონზე.

სასიამოვნო და დიდხანს ველოდი ამ შეხვედრებს და აი ეს შეხვედრებიც:) 17 და 24 ნოემბერს თბილისში იაპონია და ფიჯი

ქართული რაგბის თემს და სპორტის გულშემატკივრებს, ამ შემოდგომაზე კარგი სარაგბო სანახაობა ელით.
საქართველოს რაგბის კავშირმა რაგბის საერთაშორისო საბჭოდან (ირბ) ოფიციციალური თანხმობა მიიღო შემოდგომის ტესტ მატჩების ჩატარებაზე.
იაპონია და ფიჯი ეს ის ნაკრებებია რომლებსაც ქართველი ,,ბორჯღალოსნები“ 17 და 24 ნოემბერს თბილისში შეერკინებიან.
ორივე ნაკრები ირბ-ის რეიტინგში ჩვენს მეზობლადაა. იაპონია მე-14 ადგილზეა და საქართველოს ერთი საფეხურით უსწრებს, ხოლო ფიჯი ,,ბორჯღალოსნებს“ ერთი საფეხურით ჩამორჩება და მე-16 ადგილს იკავებს. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები სარეიტინგო მდგომარეობას გაიუმჯობესებს.
იაპონიის ნაკრები რაგბის სამყაროში საკმაოდ ცნობილი და ანგარიშგასაწევი ძალაა. ,,საკურების“ სიძლიერეზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ იაპონელებს დღემდე გამართულ შვიდივე მსოფლიო თასზე უასპარეზიათ.
იაპონიას ბევრი ნატურალიზებული მორაგბე ჰყავს და ავსტრალიელი სპეციალისტი ედი ჯოუნზი წვრთნის.
ამომავალი მზის ქვეყანა 2019 წელს რიგით მეცხრე მსოფლიო თასს უმასპინძლებს.
ფიჯი ოვალურ სამყაროში შვიდკაცა რაგბით არის განთქმული. მაგრამ თხუთმეტკაცაშიც საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალაა. კუნძულელები გამართული შვიდი მსოფლიო თასიდან ექვსის მონაწილენი არიან და ქართველების მსგავსად ნაკრების ბირთვს ლეგიონერები წარმოადგენენ.
იაპონიისა და ფიჯის კაცთა ნაკრებები საქართველოს პირველად ეწვევიან და ქართველ გულშემატკივარს საშუალება ექნება იხილოს კუნძულელთა საკმაოდ სანახაობრივი და ყველასაგან გამორჩეული სათამაშო სტილი.

წყარო: http://site.rugby.ge/portal/alias__Geor ... fault.aspx
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 24 მაი 2012, 11:44

"ბიბლუსის" წიგნის მაღაზიის ქსელში გაყიდვაში გამოვიდა სარაგბო თემატიკაზე შექმნილი წიგნი "ხიდი წარსულსა და მომავალს შორის". მასში ქრონოლოგიურადაა მოთხრობილი ახალ ზელანდიაში 2011 წელს გამართულ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების ასპარეზობის, ჩვენი მორაგბეების ყოველდღიური ცხოვრების, მასპინძლებთან ურთიერთობის, იქ ჩატარებული უამრავი ღონისძიებებისა და უცხოური პრესის გამოხმაურების შესახებ.
წიგნში უხვადაა ფოტო მასალა, რომელიც სრულად ასახავს ზემოთ მოყვანილ თემატიკას.
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 30 მაი 2012, 11:20

სანამ ბობოლა სარაგბო ქვეყნები ზაფხულის ტესტ-მატჩებში ჩაებმებიან, თვალი გადავავლოთ რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ყოველკვირეულ რეიტინგს, რომელშიც აზიისა და სამხრეთ ამერიკის ტურნირების, ასევე, ერთა თასის გადადებული და ქვედა დივიზიონის მატჩების გამო, რამდენიმე ცვლილება მოხდა.
თავიდანვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები 70,26 სარეიტინგო ქულით მე-15 ადგილს ინარჩუნებს და მის რეიტინგზე გავლენას ვერ მოახდენს 9 ივნისს თბილისში უკრაინის ნაკრების სავარაუდო ძლევა. სამაგიეროდ, მასზე იმოქმედებს 16 და 23 ივნისს ამერიკასა და კანადაში ამ ქვეყნის ნაკრებებთან გასამართი მატჩები. იმის გათვალისწინებით, რომ “ბორჯღალოსნები” ოკეანს გაღმა ძირითადი კი არა, ლამის მესამე შემადგენლობით გაემგზავრებიან, შესაძლოა, შედეგები უარყოფითი იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოს რაგბის კავშირსა და ნაკრების ხელმძღვანელობას რეიტინგზე მეტად ახალი მორაგბეების საქმეში ნახვა აინტერესებს და გულშემატკივარი ტურნეს გაგებით უნდა მოეკიდოს, ოღონდ ისე ნურავინ გაიგებს, თითქოს გუნდი ჩრდილოეთ ამერიკაში წასაგებად განწირული მიდიოდეს.

სრულად: http://worldsport.ge/Read.aspx?news=36481&lang=1
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 31 მაი 2012, 10:48

Image

ცხელი და სანერვიულო ივნისი
Image

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
რაგბის მატჩები

Post by Kakha » 05 ივნ 2012, 15:50

საქართველოსა და უკრაინის მატჩის ბილეთები იყიდება დღეიდან რაგბის კავშირში. ფასი 5 ლარი. რაც დარჩება გაუყიდავი გაყიდიან თამაშის დღეს ავჭალაში, სინათლის სტადიონზე.

რაგბის კავშირი, ვაკეშია. ფეხბურთის ფედერაცია რომაა იმის მოპირდაპირე მხარეს - გრძელი შენობაა და ერთ-ერთ ნაწილში რაგბის კავშირია განლაგებული (ხიდითაა გადასასვლელი კავშირის ოფისში).

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 11 ივნ 2012, 12:38

შაბათს გაიმართა ერთა თასის გადადებული და ჭლევანდელი გათამაშების ბოლო მატჩი. საქართველოს ნაკრები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად გაიმარჯვა. ამ გამარჯვებით ბორჯღალოსნებმა ერთა თასი შეინარჩუნა. თამაში როგორი ხარისხის იყო ვერ გეტყვიტ, რადგან გარკვეული მიზეზების გამო არ მიყურებია.

უკრაინა 3 - 33 საქართველო

1. საქართველო 5 4 0 1 148-48 20
2. ესპანეთი 5 3 0 2 133-100 16
3. რუმინეთი 5 3 0 2 136-39 16
4. რუსეთი 5 3 0 2 112-159 14
5. პორტუგალია 5 1 0 4 102-132 7
6. უკრაინა 5 1 0 4 63-216 5
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 11 ივნ 2012, 13:40

"ბორჯღალოსნები" - თამაშის სტილი ახალია, ოღონდ უხარისხო!

საქართველოს ნაკრებმა ერთა თასის წლევანდელი გათამაშების ბოლო მატჩში "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" უკრაინის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 33:3 დაამარცხა.

შედეგად, "ბორჯღალოსნებმა" ეს ტურნირი ზედიზედ მეორედ, სულ კი მეხუთედ მოიგეს.

"გუნდის თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ. მორაგბეები მძიმედ გამოიყურებოდნენ და ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს. ასე რომ არ ყოფილიყო, ბევრად დიდი ანგარიშით მოვიგებდით", - თქვა ნამატჩევს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

ცხადია, საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში მეტოქესთან, რომელიც უკვე გავარდნილი იყო დივიზიონიდან, ეჭვი არავის ეპარებოდა, მაგრამ მთავარი ის კი არ იყო, შეხვედრა რა ანგარიშით დასრულდებოდა, არამედ ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხი. ამაზე განცხადება მილტონ ჰეიგმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ხაზგასმით გააკეთა.

სრულად: http://sportall.ambebi.ge/regbi/qarthul ... video.html
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 11 ივნ 2012, 13:51

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:

"უკრაინასთან მატჩი, ფაქტობრივად, არის ივნისის ტესტებზე აშშ-სა და კანადის ნაკრებებთან გასამართი შეხევდრების მოსამზადებელი ეტაპი. ამიტომ, განწყობა არის საბრძოლო, სერიოზული, თუნდაც იმიტომ, რომ ამდენი შრომის შემდეგ მიღწეულის რეალიზება უნდა მოხდეს.

ამასთან ერთად, ერთა თასის ბოლო შეხვედრაში, მოთამაშეთა ძალიან დიდ ჯგუფს ეძლევა შანსი თავისი შესაძლებლობები წარმოაჩინოს.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებს სხვადასხვა მიზეზების გამო 13 მორაგბე აკლია. ეს, ცხადია, ცუდია, თუმცა კურსი, რომელიც წლის დასაწყისში ავიღეთ, გრძელდება. ნაკრების მწვრთნელები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი მოთამაშე ნახონ საქმეში. აუცილებლად გვჭირდება მორაგბეთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი, რომლიდანაც კონკრეტულ თამაშზე, კონკრეტულ მოთამაშეებს გამოვიძახებთ.

მსოფლიოს თასის მომავალ გათამაშებამდე საკმაოდ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. შესარჩევი ტურნირის თამაშების გარდა ტესტ-მატჩებშიც ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგეებთან მოგვიწევს ასპარეზობა. წელს ნოემბერში იაპონიასა და ფიჯის ვუმასპინძლებთ. უკვე მიმდინარეობს მუშაობა საიმისოდ, რომ მომავალი წლის ივნისში თბილისში საერთაშორისო ტურნირი გაიმართოს, რომელიც ტრადიციული გახდება.

ყველაზე მეტად, რაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელების საქმიანობაში მოგვწონს, ის არის, რომ ისინი გუნდის თამაშში ნერგავენ კონკრეტულ სქემებს და არ ცდილობენ მოთამაშეებს მოარგონ ის. პირიქით, ეს ნებისმიერ მორაგბეს საშუალებას აძლევს ამ სქემაში ჩაჯდეს. რაც ვარჯიშასას ვნახე, იმედი მომეცა, რომ ამერიკასა და კანადაში "ჩერჩილის თასზე" განცდილი ფიასკო არ გამეორდება. მოვიგებთ თუ ვერა, ამის თქმა ახლა, ძნელია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. წასაგებად იქ ნამდვილად არ მივდივართ.

მინდა ერთი სასიხარულო ინფორმაციაც გაგაცნოთ. საქართველოს რაგბის კავშირი შეუერთდა კოლპაკის ხელშეკრულებას, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენმა მორაგბეებმა შეუზღუდავი რაოდენობით ითამაშონ ბრიტანულ გუნდებში.

ინგლისის რაგბის კავშირმა უკვე დაუგზავნა წერილები თავის კლუბებს, რომელშიც ამცნობს, რომ ქართველი მორაგბეების მიწვევა თავისუფლად შეუძლიათ. ასე რომ, ფანჯარა დიდ ბრიტანეტშიც გაჭრილია".

სრულად: http://sportall.ambebi.ge/regbi/qarthul ... rches.html
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]