რაგბის მატჩები

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
რაგბის მატჩები

Post by MIRANDA » 28 მარ 2012, 18:48

avtokh
მეც მჯერა :)

P.S. ეშერის გუნდთან რომ ითამაშეს ვერც ერთი რეალიზაცია ვერ გამოიყენეს. 25-ვე ქულა ლელოთი იყო. ამ თამაშში უკვე გამოუსწორებიათ. შემდეგში კიდევ უფრო გამოასწორებენ და ეგ იქნება..
P.P.S. ჩიტიძეზე გავიგე ძირითად ნაკრებში უპირებენო გადაყვანასო.

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 28 მარ 2012, 20:00

MIRANDA wrote:avtokh
მეც მჯერა :)

P.S. ეშერის გუნდთან რომ ითამაშეს ვერც ერთი რეალიზაცია ვერ გამოიყენეს. 25-ვე ქულა ლელოთი იყო. ამ თამაშში უკვე გამოუსწორებიათ. შემდეგში კიდევ უფრო გამოასწორებენ და ეგ იქნება..
P.P.S. ჩიტიძეზე გავიგე ძირითად ნაკრებში უპირებენო გადაყვანასო.
შენ უკვე კულუარულ ინფოსაც ფლობ? :))
Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
რაგბის მატჩები

Post by MIRANDA » 29 მარ 2012, 02:41

avtokh

მაშ :D

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 30 მარ 2012, 11:18

მატჩის შემდეგ უელსური მედია ჩვენი მორაგბეების მიმართ დიდი ენაწყლიანობით არ გამოირჩეოდა. უელსის რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული მატჩის ანალიზიდან მხოლოდ ერთი წინადადების მოყვანა შეგვიძლია:

"საქართველოს A ნაკრები შესანიშნავად ირჯებოდა შეტევისას და ნათლად გვიჩვენა, როგორ ვითარდება რაგბი ამ ქვეყანაში".

ამასთან ერთად, გთავაზობთ ამონარიდებს სხვადასხვა საინფორმაციო ვებ-გვერდებიდან, რომლებიც, ცხადია, რაგბის აქტიურად აშუქებენ.

"მართალი გითხრათ, უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ ჩვენი გუნდი საქართველოს A ნაკრებს აუცილებლად დაამარცხებდა. თამაშშიც ჩანდა, რომ ჩვენი მორაგბეები უფრო ოსტატურად თამაშობდნენ, მაგრამ მეტოქის კარგად ორგანიზებულ დაცვას ბევრი ვერაფერი დააკლეს მაშინ, როცა ქართველები პირველ ტაიმში სამჯერ გადმოვიდნენ ჩვენს ნახევარზე და სამივეჯერ ლელო გაიტანეს.

უელსის კლუბების ნაკრების დაცვა საშინელი იყო. პირველი ნახევრის მიწურულს მეტოქის ცხრა ნომერმა (გიორგი კაჭარავა) ხაზი ისე გაჭრა, ნახევარი გუნდი უსაქმოდ დატოვა. არადა, ის ტანად სულაც არაა დიდი. გამხდარი, მაგრამ სწრაფი ბიჭია.

შესაძლოა გასაოცარია, მაგრამ ჩვენი გუნდი საქართველოს A ნაკრების მორკინალებმა გატეხეს ღია თამაშში. იმათ მხარი უკანახაზელებმაც აუბეს".

სრული სტატია: http://sportall.ambebi.ge/regbi/qarthul ... mashi.html
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 30 მარ 2012, 14:27

ევროპის ჩემპიონათი U18, 30 მარტი

ინგლისი 58 - 8 საქართველო
ირლანდია 34 - 24 პორტუგალია
უელსი 41 - 8 იტალია
საფრანგეთი 19 - 7 შოტლანდია
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 30 მარ 2012, 21:59

ევროპის ჩემპიონათი U18, 3 აპრილი

ირლანდია - საფრანგეთი
ინგლისი - უელსი
პორტუგალია - სოტლანდია
საქართველო - იტალია
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 01 აპრ 2012, 11:21

31 მარტს საქართველოს "A" ნაკრებმა ნისლიან ალბიონზე გასვლის ბოლო შეხვედრა გამართა ჩრდილოეთ უელსის კლუბთა ნაკრებთან და ამჯერადაც დამაჯერებლად გაიმარჯვა.
აღსანიშნავი და ფრიად სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ამ ნაკრების ძირითად ბირთვს წარმოადგენს საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეები. ფაქტიურად, გადამეტებად ნუ ჩამითვლით, საქართველოს ჩემპიონატის კლუბების ნაკრები ეთამაშებოდა უელსის ჩემპიონატის კლუბთა ნაკრებს. გამოდის რომ საკმაოდ კარგი ჩემპიონატი გვქონია რაც ძალიან მახარებს :)

RGC 1404 (ჩრდილო უელსის კლუბთა ნაკრები) 17 - 25 საქართველო "A"

შესანიშნავი შემცვლელები ყავს ეროვნულ ნაკრებს.
Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
რაგბის მატჩები

Post by MIRANDA » 01 აპრ 2012, 12:46

avtokh
აი, ყოჩაღ რა!!!

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 02 აპრ 2012, 11:43

MIRANDA
ყოჩაღ იქნება ამერიკიდანაც რომ ასეთი ტრიუმფით ჩამოვლენ :)

უელსის პრემიერლიგის ნაკრებთან თამაშის ჩანაწერი მაქვს :) და სარამოს დავდებ ბმულს.
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 02 აპრ 2012, 22:54

საქართველოს "A" ნაკრების, ბრიტანული ტურნეს ერთ-ერთი დაძაბული თამაშის ვიდეო ჩანაწერი

უელსი პრემიერლიგა XV - საქართველო "A"

http://www.youtube.com/watch?v=ZCZOdwu3IKw

მაინც გავაჩალიჩე ამ თამაშის ვიდეო :)
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 03 აპრ 2012, 12:29

ევროპის ჩემპიონათი U18, 3 აპრილის თამაშები

ირლანდია 22 - 20 საფრანგეთი
ინგლისი 22 - 16 უელსი
პორტუგალია 12 - 37 შოტლანდია
საქართველო 20 - 18 იტალია

გილოცავთ ყველას საქართველოს 18 წლამდე ნაკრების მიერ იტალიელი თანატოლების დამარცხებას. პირველი შემთხვევა როდესაც საქართველომ ექვსი ერის წარმომადგენელი დაამარცხა!

მატჩის შემდეგ: საქართველოს ბრწყინვალე გამარჯვება. მიუხედავად მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე სამკაცნაკლულობისა და 8 ქულიანი სხვაობისა, მამაცმა ლელოებმა მოახერხეს მატჩის მოგება! (Great win for Georgia. With 3 less players after Sin Bins and 8 points down with 15 minutes to finish, the Brave Lelos win the match).
Last edited by avtokh on 04 აპრ 2012, 09:29, edited 2 times in total.
Image

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
რაგბის მატჩები

Post by Kakha » 03 აპრ 2012, 19:07

5 წუთი თორმეტნი თამაშობნენ 15 იტალიელის წინააღმდეგ. ვინც რაგბში ერკვევა იცის ეს რასაც ნიშნავს. და გაუძლეს.

ლუკა ჩატით ელაპარაკა ბიჭებს ესპანეთში - ბოლომდე დავდეთ ყველაფერიო.

აი ამ მატჩის მოკლე მიმოხილვა.

http://worldsport.ge/Read.aspx?news=33730&lang=1

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე იტალიელებთან მატჩში მოედანზე დაახლოებით 5 წუთით 12 კაცის ამარა დარჩა, მსაჯმა სამი მორაგბე გაგვისინბინა, მაგრამ ბიჭებმა გაძლეს, ბოლო წუთებზე 8-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოახერხეს და დაუჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს - 20:18!
ეს იყო V-VIII ადგილებისთვის გამართული ნახევარფინალური შეხვედრა, რომელმაც ნორჩმა ქართველებმა ძალიან ცუდად დაიწყეს და დებიუტში მეტოქეს ორი ლელო გატანის შესაძლებლობა მისცეს, რომელთაგან ერთს ზუსტი რეალიზაცია მოყვა. ილია მაისურაძის შეგირდები ნელ-ნელა დალაგდნენ და ჯერ ჯარიმით შეამცირეს ჩამორჩენა, მერე კი, ლელო გაიტანეს და რეალიზაციაც გამოიყენეს. ტაიმის ბოლოს საქართველოს ნაკრებს ჯარიმიდან ორჯერ შეეძლო დაწინაურება, მაგრამ დარტყმები არაზუსტი აღმოჩნდა და შესვენებაზე გასვლისას დეფიციტი 2 ქულას შეადგენდა - 10:12.
მეორე ტაიმი დაიწყო და საქმეში რუმინელი რეფერი ჩაერთო, რომელმაც 2 წუთის ინტერვალით ორი ქართველი მორაგბე გაასინბინა, მალე კი, ყვითელი ბარათი მესამე ქართველსაც უჩვენა. იტალიელებმა პირველ ორ შემთხვევაში ჯარიმები კარში დაარტყეს და 18:10 დაწინაურდნენ. მერე მათ ლელოს გასატანად შეუტიეს, მაგრამ სამკაცნაკლულმა ქართველებმა მეტოქის იერიში მოიგერიეს და ბოლო წუთებზე თავად შეუტიეს.
სინბინიდან ჯერ ერთი მორაგბე დაბრუნდა, თამაში მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში მიდიოდა, მალე მას მეორე შეუერთდა, იტალია კარის გასწვრივ 10 მეტრში დაჯარიმდა, საქართველოს ნაკრებმა ეს ჯარიმა 3 ქულად აქცია და ჩამორჩენა ერთ ლელომდე დაიყვანა. ამ დროს სინბინით უკვე იტალიელები დაისაჯნენ, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კი, შეივსო. მაისურაძის ბიჭებმა შეუტიეს და მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ლელოთი ანგარიში გაათანაბრეს, ზუსტი გარდასახვის შემდეგ კი, გამარჯვება მოიპოვეს!
ახლა საქართველოს ნაკრები V ადგილისთვის შოტლანდიას დაუპირისპირდება, რომელმაც პორტუგალია 35:12 დაამარცხა. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის მოწინავე ექვსეულში ბალანსი შეცვალა!

ზურა ქსოვრელი

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 03 აპრ 2012, 20:22

ჩვენ გავძელით და იმათმა ერთი დანაკლისით ვერ გაგვიძლეს და ლელოც გაუშვეს :) ქების ღირსნი არიან ესეთი თამაში რომ შემოატრიალეს.
მესმის დაძაბულობა იქნებოდა, მაგრამ ცოტა თავს თუ მოთოკავენ და ნაკლებად მიიღებენ ყვითელ ბარათებს კარგი იქნება. წინ შოტლანდიაა და იქ უფრო მეტად იქნება დაძაბულობა. იმედი მაქვს შოტლანდიასთანაც სამაგალითო თამაშს აჩვენებენ და წარმატებას მიაღწევენ.

Kakha
კიდევ თუ შეეხმიანება შენი ბიჭი უთხრას შეძლებისდაგვარად მოტოკონ ნერვები :)
დღეს ერთი თვალებში თითის ტაკებისთვის გაუშვეს 10 წუთით მოედნიდან. ასეთები არ უნდათ :)
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 04 აპრ 2012, 09:30

2012 წლის 7 აპრილი, U18 ფინალური მატჩები

ირლანდია - ინგლისი (18.45 ჩვენი დროით)
საფრანგეთი - უელსი (17.00 ჩვენი დროით)
შოტლანდია - საქართველო (14.45 ჩვენი დროით)
პორტუგალია - იტალია (13.00 ჩვენი დროით)
Last edited by avtokh on 04 აპრ 2012, 20:39, edited 2 times in total.
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 04 აპრ 2012, 10:23

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა დაამტკიცა, რომ “ბორჯღალოსანთა” ღირსეული მემკვიდრეები არიან. ამ ბიჭებმა შეძლეს, სასტარტო დაბნეულობის შემდეგ, მატჩს ინტრიგა პირველსავე ტაიმში დაუბრუნეს, ხოლო მეორე ნახევარში, ჯერ 15 მეტოქის იერიში 12-მა მოიგერიეს და როდესაც შემადგენლობაში გასინბინებული მორაგბეები დაბრუნდნენ, დასკვნით წუთებში, ექვსი ერის წარმოამდგენელ გუნდს გადამწყვეტი დარტყმა მიაყენეს.
რუმინელმა რეფერიმ, მეორე ტაიმში, როდესაც ქართველებმა სათამაშო უპირატესობის მოპოვება მოახერხეს, ერთმანეთის მიყოლებით სამი მორაგბე გაასინბინა, მიზეზები - მოლის ჩაშლა საკუთარი ჩათვლის მოედნიდან დაახლოებით 35 მეტრში, მეტოქისთვის თვალის ამოთხრის მცდელობა და თამაშგარეში ჩარჩენა. აქ, ალბათ, რეფერის თავგამოდებასთან უფრო უნდა გვქონდეს საქმე, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ორ თამაშში, საქართველოს ნაკრები ხუთჯერ დაისაჯა სინბინით (ორჯერ ინგლისთან) და ეს ძალიან ბევრია. აუცილებელია, რომ ამ კუთხით რაღაც შეიცვალოს და შემდგომში მსაჯებს ნაკლებად მიეცეთ ყვითელი ბარათის გამოყენების შანსი, რასაც ასე ხშირად იყენებენ საქართველოს ნაკრების თამაშებისას.
მეოთხედფინალში ინგლისთან 8:58 დამარცხების შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი ირწმუნებოდა, რომ ბიჭებს ფსიქოლოგიური პრობლემა არ ჰქონდათ და იტალიას, რომელიც მეოთხედფინალში უელსთან 8:41 განადგურდა, დიდ ბრძოლას გაუმართავდნენ. ასეც მოხდა, ოღონდ, არა პირველ წუთებში. როგორც წესი, დებიუტში ამ ბიჭებს დალაგება უჭირთ ხოლმე და ასე მოხდა ამჯერადაც, რაც, შესაძლოა, იმის ბრალიც იყო, რომ მწვრთნელმა, წინა მატჩისგან განსხვავებით, რამდენიმე ცვლილება და გადაადგილება განახორციელა. როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ეს გადაადგილებები სწორი იყო და ამან წარმატება მოიტანა.
თამაში იტალიელთა უპირატესობით დაიწყო, მათ აქტიურად შეუტიეს ქართველთა ჩათვლის მოედანს, დაცვის ხაზში ნაპრალი მოძებნეს და მე-2 წუთზე ლელო გაიტანეს, რასაც ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. მე-11 წუთზე, საქართველოს ნაკრებმა საკუთარი ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში, 4-კაციანი დერეფანი დააყენა, მაგრამ ბურთი მაინც დაკარგა და მეორე ლელო გავიდა. ამჯერად, რეალიზაცია არაზუსტი იყო და იტალია 12:0 დაწინაურდა. საწყისი 10 წუთის შემდეგ, ქართველებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს, ახლა უკვე თავად შეუტიეს, მეტოქეს რაქში დაჯარიმება აიძულეს და ჯინჭველაშვილმა 35 მეტრიდან შანსი ხელიდან არ გაუშვა.
ტაიმის შუიდან, უკვე იტალიელები უშვებდნენ შეცდომებს, 23-ე წუთზე, მათ ცენტრალური ხაზის სიახლოვეს დაკარგეს ბურთი, ფრუიძემ კარგი იერიში წამოიწყო და ბროძელმა პირველი საპასუხო ლელო გაიტანა, რასაც ჯინჭველაშვილის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს ნაკრები სრულ უპირატესობას დაეუფლა და მეტოქეს დაცვაში თამაში აიძულა, თუმცა, მათი ზღუდის სალელოვედ გაჭრა ვერ ხერხდებოდა. ამის ფონზე, ჯინჭველაშვილმა ქართველთა დაწინაურება შორეული ჯარიმების გამოყენებით სცადა, მაგრამ 48 და 55 მეტრიდან დარტყმები გაუფიჭდა და ტაიმი 10:12 დასრულდა.
დაიწყო მეორე ტაიმი და რუმინელი რეფერი ამოქმედდა. 43-ე წუთზე, მარგველანი თამაშგარიდან განზრახ თამაშისთვის ამხილა და ყვითელი ბარათი უჩვენა. იტალიამ ჯარიმა კარში დაარტყა და უპირატესობა გაზარდა, ორიოდე წუთში კი, მსაჯისგან კიდევ ერთი საჩუქარი მიიღო. ამჯერად, სინბინით შუბითიძე დაისაჯა და იტალიამ 22 მეტრიდან უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა (18:10). მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები მოედანზე მეტოქეზე ორი კაცით ნაკლები იყო, მათ ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს, მაგრამ კარიდან მარჯვნივ, 22 მეტრიდან დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. 50-ე წუთზე, რუმინელმა დანაშაული ფირიაშვილზე დააფიქსირა, თითქოსდა, ის რაქში მეტოქის დაბრმავებას ცდილობდა, მესამე ქართველი გაასინბინა და სამი წუთით, 15 იტალიელი 12 ქართველის წინააღმდეგ თამაშობდა.
იტალიამ სალელოვედ შეუტია, მალე მოედანზე მარგველანი დაბრუნდა და 13-მა ქართველმა მეტოქის იერიშების მოგერიება მოახერხა, მერე კი იქით შეუტია და იტალიელთა ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში შერკინება დაინიშნა. მალე, თამაშში შუბითიძეც დაბრუნდა და იტალიელებს კაცნაკლული ქართველებისგან დიდი პრობლემები შეექმნათ, გარკვეული პერიოდით, მათ ბურთის 22 მეტრამდე გატანა მოახერხეს, მაგრამ საბოლოოდ, ზეწოლას ვერ გაუძლეს, დაჯარიმდნენ და ბროძელმა ის 3 ქულად აქცია.
ჯარიმის დროს რეფერიმ იტალიელთა უკანახაზელი გაასინბინა, საქართველოს მესამე გასინბინებულიც დაუბრუნდა, თამაშის დასრულებამდე ხუთ წუთზე ნაკლები რჩებოდა, მაგრამ რიცხობრივი მეტობა ახლა უკვე საქართველოს ნაკრებისა იყო და მათაც გადამწყვეტი იერიში წამოიწყეს. აღსანიშნავია, რომ ტაბლოზე დრო უკვე ამოწურული იყო, მაგრამ რადგან მეორე ტაიმში რეფერიმ დრო რამდენჯერმე შეაჩერა, ქართველებს მიზნის მისაღწევად მცირედი დრო კიდევ რჩებოდათ. ეს დრო სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, გიორგი ფრუიძე მცველებს გაექცა და მაშინ, როდესაც კომპენსირებული დროც უკვე ამოწურული იყო, ლელოთი ანგარიში გაათანაბრა. ახლა ჯერი ამაშუკელზე მიდგა, ვისაც ფეხი არ აუკანკალდა, ნერვები მოთოკა, ბურთი ძელებსშუა გააძვრინა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა - 20:18.

სრული სტატია: http://worldsport.ge/Read.aspx?news=33751&lang=1
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]