რაგბის მატჩები

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 16 აპრ 2011, 22:17

პირველი თამაში საქართველო 38 - 3 რუსეთი. 18 წლამდელ მორაგბეთა ევროპის ჩემპიონათი, მეოთხედფინალი. გილოცავთ ყველას! მომდევნო თამაში 19 აპრილს იტალიასთან.

სხვა მატჩების შედეგები იტალია 14:3 პორპორტუგალია, ბელგია 11:28 გერმანია, შოტლანდია 58:3 რუმინეთი
Image

M-A-R-T-A
ბილიკზე მოარული
Posts: 94
Joined: 05 ივლ 2010, 15:01
Location: manchester
რაგბის მატჩები

Post by M-A-R-T-A » 18 აპრ 2011, 00:54

გუშინ ჩვენმა 18 წლამდელმა ნაკრებმა სულზე რომ დადო რუსეთიიი?!(თან რა ანგარიშიით)ვაშა,ვაშა ვაშააა!ეს ერთი და სხვა მრავალიიი :D

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
რაგბის მატჩები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 აპრ 2011, 03:45

რაგბთან დაკავშირებული შეცდომები:
რეგბი - სწორია რგბი
რეგბისტი - სწორია მორაგბე
რეალიზაცია - სწორია გარდასახვა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 18 აპრ 2011, 10:59

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:რაგბთან დაკავშირებული შეცდომები:
რეგბი - სწორია რგბი
რეგბისტი - სწორია მორაგბე
რეალიზაცია - სწორია გარდასახვა
მართებული შენიშვნაა
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 19 აპრ 2011, 12:49

საქართველოსა და იტალიის 18 წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. ამ ასაკობრივ ჯგუფში, ტაიმის ხანგრძლივობა 35 წუთია.
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 19 აპრ 2011, 22:38

იტალიამ მიწაზე დაგვაბრუნა - “ექვს ერამდე” ჯერ ძალიან შორია...

“ექვსი ერის” წარმომადგენელი ქვეყნების გუნდებიდან უსუსტესმა, იტალიის 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, ქართველ თანატოლებს პირველ ტაიმში თამაშის საშუალება არ მისცა, კომფორტული უპირატესობა მოიპოვა და მიუხედავად ქართველთა მცდელობისა და თავდადებისა, საქმე გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა.
აპენინელებმა საწყის 35 წუთში უდიდესი სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს. ისინი დომინირებდნენ შერკინებაში, დერეფანში, ბურთს განუწყვეტლივ აკონტროლებდნენ და შესვენებამდე, ქართველები საკუთარ 22-ს არ გააკარეს. ანგარიში პირველსავე შეტევას მოჰყვა - იტალიელებმა ხაზი მეორე წუთზევე გაჭრეს და ძელებსშუა ლელო გაიტანეს, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოჰყვა. მეხუთე წუთზე, ხუციშვილმა მეტოქეს 30 მეტრიდან გატანილი ჯარიმით უპასუხა, მაგრამ მერე “სკუადრა აძურამ” აიწყვიტა, პატარა “ბორჯღალოსნებმა” მეტოქის მასირებული იერიში ვეღარ შეაკავეს და მე-14 წუთზე ძელებსშუა მეორე ლელო გავიდა, რეალიზაცია კი, ამჯერადაც ზუსტი აღმოჩნდა.
იტალიელები ამით არ დაკმაყოფილდნენ, შეტევები განაგრძეს და ქართველებს ხშირი დაჯარიმება აიძულეს, შედეგად, ბასილაიამ სინბინი დაიმსახურა, მეტოქემ კი, ჯარიმა გაიტანა. 28-ე წუთზე აპენინელებმა ალამთან თავისი მესამე ლელო მიითვალეს და რეალიზაცია გაუცუდდათ, მერე კი, საქართველოს ნაკრებმა პირველად მოახერხა მეტოქის 22-ში შესვლა, თუმცა, იქ ბურთი დაკარგეს, 80 მეტრიან კონტრშეტევას კი, კვლავ ლელო და ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. ამრიგად, ტაიმი 29:3 დასრულდა და მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყდა.
ქართველთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლომდე იბრძოლეს და ერთი ხანობა, ქართველ გულშემატკივარს მატჩის გადარჩენის იმედი დაუბრუნეს. ლევან მგელაძის შეგირდებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს და მეტოქეს დაუნდობელი ბრძოლა გაუმართეს. ანგარიშში სხვაობა მეორე ტაიმის პირველსავე წუთზე ხუციშვილის ჯარიმით შემცირდა. ამან შედეგი გამოიღო, ლომთაძის კარგი გარღვევის შემდეგ, იტალიის ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში შერკინება დაინიშნა და რამდენიმე მიძალების შედეგად, შარიქაძემ ლელო გაიტანა, მაგრამ რეალიზაცია არაზუსტი იყო - 11:29. ქართველები კიდევ უკეთ ათამაშდნენ, მოინდომეს და 54-ე წუთზე, სორდიამ მეორე ლელო გაიტანა, თუმცა რეალიზაცია ახლაც არაზუსტი აღმოჩნდა - 16:29. იმედი გაჩნდა და საქართველოს ნაკრებმა გაიბრძოლა, მაგრამ იტალიელებმა თავი კარგად დაიცვეს, მერე შეტევისთვისაც მოიცალეს, 65-ე წუთზე თავისი მეხუთე ლელო გაიტანეს და ზუსტი რეალიზაციით, საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს - 16:36.
ამრიგად, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებს იმედად, შარშანდელი მიღწევის გამეორება და მესამე ადგილის დაკავება დარჩა. ამისათვის, მათ გერმანიის დამარცხება მართებთ, რომელიც შოტლანდიამ გაანადგურა და ფინალში იტალიას დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ასეთი იყო: 15. გიორგი აფციაური, 14. მურთაზ გიორგაძე, 13. თამაზ მჭედლიძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი ფრუიძე, 10. გიორგი ბასილაია, 9. ვაჟა ხუციშვილი; 1. გიორგი თეთრაშვილი, 2. გიორგი ლომთაძე, 3. ვახტანგ ახობაძე, 4. გიორგი სორდია, 5. გიორგი მჭედლიშვილი, 6. საბა შუბითიძე, 7. თამაზ ოლქიაშვილი, 8. ნოდარ მარდალეიშვილი.

თასის ნახევარფინალები. 19 აპრილი
1. შოტლანდია - გერმანია (45:0 პირველი ტაიმის შემდეგ)
2. იტალია - საქართველო 36:16 (29:3)
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის. 19 აპრილი
3. რუმინეთი - ბელგია 6:19
4. პორტუგალია - რუსეთი 8:7
23 აპრილი
მეშვიდე ადგილისთვის
რუმინეთი - რუსეთი
მეხუთე ადგილისთვის
ბელგია - პორტუგალია
მესამე ადგილისთვის
საქართველო - გერმანია
ფინალი
შოტლანდია - იტალია

წყარო: worldsport.ge
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 26 აპრ 2011, 11:28

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში, გერმანია 40:0 გაანადგურა და მე-3 ადგილი დაიკავა.
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 26 აპრ 2011, 11:29

საქართველოს 15-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, ნახევრადსაფესტივალო ვიენას საერთაშორისო ტურნირზე, ათი მატჩიდან რვაში გამარჯვება მოიპვეს, ერთი ფრედ დაასრულეს, მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ და ჯამში მეორე ადგილს დასჯერდნენ.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფური ეტაპის შვიდ შეხვედრაში, მათ მხოლოდ ერთი ლელო გაუშვეს, ისიც სადებიუტო მატჩში და ფრანგული “ბურგუენი” 17:7 დაამარცხეს. ამის შემდეგ, ქართველმა მორაგბეებმა ჯგუფში ერთმანეთის მიყოლებით სძლიეს ფრანგულ Hte Côte d'Or-ს (39:0), ბელგიურ “ლეიჟს” (29:0), ფრანგულ “კორსიკას” (14:0), ლიტვის ნაკრებს (17:0), ფრანგულ “რასინგ ვიენს (45:0) და შვეიცარიულ “ჟენევას” (36:0). დასკვნითი დღის პირველ შეხვედრაში, ქართველი პატარები ფრანგულ “ვიენ როდნის” ფრედ, 5:5 ეთამაშნენ, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ნახევარფინალში გავიდნენ და კიდევ ერთხელ, ამჯერად 12:0 სძლიეს “ბურგუენს”, ხოლო ფინალში ფრანგულ “ნიუი სენ ჟორჟთან” ვერაფერს გახდნენ და 0:12 დამარცხდნენ.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა შვიდი ქვეყნის თექვსმეტ გუნდში მეორე ადგილი დაიკავა. ვიენის საერთაშორისო ტურნირზე, ქართველმა მორაგბეებმა პირველად 2009 წელს ითამაშეს და მაშინ პირველობა არავის დაუთმეს. ტურნირს “უვერტურა” (შესავალი) ეწოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 15 წლის მოზარდები საბავშვო რაგბის ემშვიდობებიან და ნელ-ნელა დიდ რაგბის უშინაურდებიან. ჯგუფურ ეტაპზე თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 14 წუთი იყო, ხოლო დასკვნით დღეს, ფლეი-ოფებსა და ფინალებში - ოცი წუთი. მთელს მოედანზე, რომელსაც სიგრძე-სიგანეში 5-5- მეტრი ჰქონდა მოკლებული, გუნდები ერთმანეთს 12-კაციანი შემადგენლობით ეთამაშებოდნენ. აქედან ხუთი იყო შერკინების მორაგბე, ექვსი უკანახაზელი და ერთი ნახევარმცველი.
საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები ახლა კუნძულ კორსიკაზე გადაინაცვლებს და 29 აპრილიდან ორ მაისამდე, კიდევ ერთ საერთაშორისო შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:
1. ვახო გაბისიანი (ჯიქები), 2. გიგი ქურასბედიანი (ჯიქები), 3. ლაშა საჯაია (ჯიქები), 4. ირაკლი სვანიძე (ხულიგანა), 5. სოსო ჯაფარიძე (ხულიგანა), 6. ლუკა იურინი (აკადემია), 7. ბექა მაზმიშვილი (აკადემია), 8. ვახტანგ ქავთარაძე (აკადემია), 9. კოტე ახობაძე (აკადემია), 10. სანდრო ილურიძე (აკადემია), 11. თორნიკე მანაგაძე (ქუთაისი), 12. შოთა არეშიძე (ქუთაისი), 13. გივი ლოსაბერიძე (ქუთაისი), 14. ნოე კოპალიანი (თ.ს.უ.), 15. გიორგი ჯოხია (თ.ს.უ.). 16. დაჩი ელერდაშვილი (ვეფხვები), 17. გიორგი ჯღამაია (ფოთი), 18. გუგა შავიძე (თ.ს.უ.), 19. ვასილ ლობჟანიძე (არმაზი).
მწვრთნელები: ზვიად ცუხიშვილი, გიორგი ენუქიძე
მენეჯერი: ია ხურცილავა
ექიმი: რევაზ ჭუმბურიძე

წყარო: http://www.facebook.com/notes/%E1%83%A5 ... 8356078643
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
რაგბის მატჩები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 03 მაი 2011, 15:13

avtokh wrote:საქართველოს 15-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, ნახევრადსაფესტივალო ვიენას საერთაშორისო ტურნირზე, ათი მატჩიდან რვაში გამარჯვება მოიპვეს, ერთი ფრედ დაასრულეს, მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ და ჯამში მეორე ადგილს დასჯერდნენ.
მონაცემებს გადავხედე და სასიამოვნო შედეგებით გავიხარე.
წინ კიდევ უფრო დიდი წარმატებები გველის.
მალე დაიწყება 20 წლამდე მორაგბეთა თბილისის მსოფლიო ალაფი.
ჩვენებს ის ნაკრები ჰყავთ, რომელმაც შარშან 19 წლამდელთა მსოფლიო 1ლობა მოიგო
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 04 მაი 2011, 15:52

ისინი საქართველოს ნაკრების მატჩებს მოემსახურებიან
რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) ახალ ზელანდიაში გასამართ მოსფლიოს თასზე მომსახურე მსაჯების სია დაამტკიცა. ცნობილი გახდა იმ არბიტრების ვინაობა, რომლებიც საქართველოს ნაკრების მატჩებს განსჯიან.
14 სექტემბერს ინვერქარგილში, "ბორჯღალოსნების" შოტლანდიის ნაკრებთან დაპირისპირებას ირლანდიელი ჯორჯ კლენსი განსჯის. ოთხი დღის შემდეგ კი, დანიდინში, საქართველოსა და ინგლისის ეროვნული გუნდების მატჩის რეფერი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯი, სამხრეთაფრიკელი ჯონათან კაპლანი იქნება.
28 სექტემბერს პალმერსთონში ჩვენი გუნდი რუმინეთის ნაკრებს ეთამაშება. ამ შეხვედრას ინგლისელი დეივ პირსონი წარუძღვება. ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩს ქართველი მორაგბეები პალმერსთონშივე გამართვენ არგენტინის ნაკრებთან. ამ თამაშის ჩვენთვის კარგად ნაცნობი არბიტრი, ირლანდიელი ალან როლანი განსჯის.

საქართველო-შოტლანდია
მსაჯი: ჯორჯ კლენსი (ირლანდია)
ის საერთაშორისო არენაზე დიდი ხანი არაა რაც გამოჩნდა, თუმცა მიუხედავად ამისა, საკმაოდ მალე მოიპოვა ავტორიტეტი და, სავარაუდოდ, მომავალში, ხანგრძლივი და საინტერესო კარიერა ელოდება.
ჯორჯ კლენსი 1977 წლის 12 იანვარს ლიმერეკში დაიბადა. აქვე კოლეჯის გუნდში დაიწყო რაგბის თამაში. კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ცხრა ნომრის პოზიციაზე თამაშობდა რაგბის კლუბ "ბრაფში".

კლენსიმ პირველი მატჩი 23 წლის ასაკში განსაჯა. იმ შეხვედრაში, 2000 წლის ოქტომბერში, რიჩმონდში, ადგილობრივი გუნდი "ჯეიროიენს" დაუპირისპირდა.
"მაგნერს ლიგაში" ჯორჯ კლენსის დებიუტი ოთხი წლის შემდეგ ჰქონდა. ხოლო საერთაშორისო მატჩების მსაჯობა პირველად 2008 წლის აპრილში ანდეს. მან "თვიქნემზე" ინგლისის ნაკრებისა და "ბარბაროსების" მატჩშში, მერე ექვსი ერის თამაშებშიც დადებითად წარმოაჩინა თავი.

თუმცა, მის კარიერაში შავი ლაქაც არის. "ჰაინეკენის თასის" გათამაშების მეოთხედფინალში კლენსიმ "ბიარიცის" ხელმძღვანელები განარისხა, რადგან მეტოქე დიმიტრი იაშვილზე განხორციელებული დაგვიანებული შებოჭვისთვის არ დააჯარიმა. იმ მატჩში "იაში" დაშავდა და მერე, საკმოად დიდი დრო გაუცდა.
ერთი სიტყვით, როგორც ჩანს, კლენსი მაინც საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და მსოფლიო თასზე შოტლანდიის ნაკრებთან მატჩში გვიმსაჯებს.

საქართველო-ინგლისი
მსაჯი: ჯონათან აიზეკ კაპლანი (სამხრეთ აფრიკა)
1966 წლის 7 ნოემბერს დურბანში, ებრაულ ოჯახში დაბადებული ჯონათან აიზეკ კაპლანი, თანამედროვე რაგბიში, ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი და, შესაბამისად, პატივსაცემი ფიგურაა. ახალ ზელანდიაში გასამართი შეჯიბრება მისთვის, რიგით მეოთხე მსოფლიოს თასი იქნება.
კაპლანმა დურბანში კოლეჯის დასრულების შემდეგ იოჰანესბურგის უნივერსიტეტი დაამთავრა და ჰუმანიტარული მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი მიიღო. მუშაობდა საკმაოდ მსხვილ კომპანიებში მარკეტინგის მენეჯერად, რომლის დიპლომის აღებაც კეიპთაუნის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ შეძლო.
კაპლანმა მსაჯობა 1984 წელს დაიწყო. საერთაშორისო ასპარეზზე მისი დებიუტი 1993 წელს შედგა ნამიბიისა და ზიმბავეს ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებისას. ის 1999 წლის მსოფლიოს თასზე გვერდითი მსაჯი იყო. 2003 წელის თასზე კი, როგორც მთავარმა მსაჯმა, ოთხი შეხვედრა განსაჯა. მათ შორის ერთი იყი მეოთხედფინალური მატჩი საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრებებს შორის.
2007 წელს საფრანგეთში გამართულ მსოფლიოს თასზე კაპლანს უკვე ხუთი მატჩის გაძღოლა ანდეს - ოთხი ჯგუფურ ტურნირში და ერთიც ნახევარფინალში, რომელშიც ერთმანეთს საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდა.
ჯონათან კაპლანმა არაერთი მნიშვნელოვან მატჩში იმსაჯა ზე რაგბისა და სამი ერის გათამაშებებში.
ვფიქრობთ, "ბორჯღალოსნებს" ინგლისელებთან უმძიმეს მატჩში უმაღლესი დონის რეფერი მოემსახურება.

საქართველო-რუმინეთი
მსაჯი: დეივ პირსონი (ინგლისი)
ის პროფესიონალი რეფერია და მსოფლიოს ელიტარულ მსაჯთა მარაქაში შედის. დეივ პირსონი 1966 წლის 9 აგვისტოს პატარა ქალაქ მორპეთში დაიბადა. ამჟამად კი ინგლისის სამხრეთში, დაბა ეშინგტონში ცხოვრობს.
სკოლის დამთავრების შემდეგ, სადაც დეივი რაგბის ეზიარა, მან მსაჯობას სერიოზულად მოჰკიდა ხელი. თუმცა პროფესიონალი მოგვიანებით, 2002 წელს გახდა. პირსონის ინგლისის ჩემპიონატში დებიუტი იმითაა დასამახსოვრებელი, რომ ეროვნული ნაკრების მაშინდელი კაპიტანი და ამჟამიდნელი მთავარი მწვრთნელი მარტინ ჯონსონი გაასინბინა.
საერთაშოროსო ასპარეზზე მის მიერ განსჯილი პირველი მატჩი 2005 წლის 23 აპრილს გაიმართა, რომელშიც არგენტინის ნაკრები იაპონიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.
მას შემდეგ ის რეგულარულად მსაჯობს უმაღლესი რანგის ტურნირებში. 2010 წელს კი თანამემამულე უეინ ბარნსს გაუწია ასისტენტობა "ჰაინეკენის თასის" ფინალურ მატჩში. სხვათა შორის, ბარნსი, რომელიც ქართველ გულშემატკივარს ძალიან ცუდად დაამახსოვრდა, (მან 2006 წელს მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირის მატჩში იმსაჯა ბუქარესტში, რუმინეთის ნაკრებთან. ბარნსი იყო მთავარი არბიტრი 2007 წლის მსოფლიოს თასზე ირალნიის ნაკრებთან შეხვედრაშიც. ბორჯღალოსნებმა ორივე თამაში წააგეს. რაშიც ინგლისელი რეფერის ხელიც ურევია) ახალ ზელანდიაში მსაჯთა სიაში ვერ მოხვდა.
იმედია, ბარნსისგან განსხვავებით, პირსონი რუმინეთის ნაკრებთან მიუკერძოებლად განგვსჯის.

საქართველო-არგენტინა
მსაჯი: ალან კოლმ პიერ როლანი (ირლანდია)
ალან როლანი ქართველი ქომაგებისთვის ყველაზე კარგად ნაცნობი მსაჯია. მას არაერთხელ განუსჯია "ბორჯღალოსანთა" მატჩები. ყველაზე გამორჩეული კი 2002 წლის შემოდგომაზე რუსეთის ნაკრებთან გამართული თამაში იყო, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა 17:13 გაიმარჯვა და პირველად მოიპოვა მსოფლიოს თასზე თამაშის უფლება.
როლანი 1966 წლის 22 აგვისტოს დუბლინში დაიბადა. მისი მამა ფრანგი ემიგრანტი იყო. ამ გარემოებამ ალანი "იდეალურ ნეიტრალურ" არბიტრად აქცია, როცა ერთმანეთს ბრიტანული და ფრანგული გუნდები ეთამაშებიან.
მან რაგბი საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშა და "სამყურების" შემადგენლობაში სამი კეპი მოიხვეჭა. მისი დებიუტი ირლანდიის ეროვნულ გუნდში 1990 წელს არგენტინასთან მატჩში შედგა. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ალანმა ხელი მსაჯობას მიჰყო.
ის საერთაშორიო ასპარეზზე 2001 წლის 19 სექტემბერს გამოჩნდა, როცა კარდიფში, "მილენიუმზე" უელსის ნაკრებმა რუმინეთის ეროვნული გუნდი 81:9 გაანადგურა.
ალან როლანმა 2003 და 2007 წლების მსოფლიოს თასის გათამაშებაში იმსაჯა. მეტიც, საფრანგეთში გამართულ მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმზე მას ფინალის განსჯა ანდეს.
როლანი, რომელიც მსაჯობას დუბლინში იპოთეკური ბროკერის საქმიანობასაც უთავსებს, საქართველოს ნაკრებისთვის იღბლიანი არბიტრია. ჩვენ ეროვნულ გუნდს აქამდე მის მიერ განსჯილ შეხვედრებში არ წაუგია. იმედია, ეს ტრადიცია, ახალ ზელანდიაში არგენტინასთან მატჩშიც გაგრძელდება.

წყარო: http://www.facebook.com/notes/georgian- ... 3226234796
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 04 მაი 2011, 15:57

ბრედლი რობინსონს - “ყველაფერს გეტყვი”...
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი ტექნიკური მწვრთნელი მაიკლ ბრედლი, რომელმაც გუშინ შოტლანდიურ “ედინბურგთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და იქ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, შოტლანდიის ეროვნული ნაკრების თავკაც ენდი რობინსონს ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს.
2011 წლის მსოფლიო თასზე, საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებები B ჯგუფში, ინგლისის, არგენტინისა და რუმინეთის ნაკრებებთან ერთად ითამაშებენ. საქართველოს ნაკრები თავის პირველ შეხვედრას 14 სექტემბერს, ინვერქარგილში სწორედ შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს და რუმინეთის გარდა, სავარაუდო გამარჯვებას სწორედ მასთან გეგმავდა, მაგრამ ახლა, სქოთებს ქართველების ძლიერ და სუსტ მხარეებზე სრული წარმოდგენა ექნებათ.
კონტრაქტის გაფორმების მეორე დღეს, ბრედლი ESPN-ის ჟურნალისტ ესაუბრა და ასეთი რამ უთხრა: “დარწმუნებული ვარ, მე და ენდის საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო საუბარი გვექნება. საქართველოს მსოფლიო თასზე მრისხანე ნაკრები ეყოლება. ისინი ძალიან ძლიერები არიან და მათი უგულვებელყოფა არაფრით არ შეიძლება. მათ ბევრის მიღწევა შეუძლიათ. საქართველოს ნაკრებმა ბოლო შვიდი შეხვედრა მოიგო და მსოფლიო თასზეც ყველა მეტოქის წინააღმდეგ მაქსიმალური ძალისხმევით აპირებენ ბრძოლას” - განაცხადა ბრედლიმ.
49 წლის ირლანდიელმა საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი გასული წლის 1 ნოემბერს გააფორმა და “ბორჯღალოსნებთან” 2011 წლის ბოლომდე უნდა ემუშავა, მაგრამ 3 მაისს საქართველოს რაგბის კავშირთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა და “ედინბურგი” ჩაიბარა, მოტივად კი, უკეთესი ფინანსური პირობები დაასახელა. ის აქტიურად იყო ჩართული გუნდის მზადების პროცესში, ყველა ვარჯიშს მთავარი მწვრთნელის, რიჩი დიქსონის მეთვალყურეობით პირადად უძღვებოდა და ამრიგად, საქართველოს ნაკრების, მისი თითოეული მორაგბის შესაძლებლობები, ძალიან კარგად იცის. ამ მონაცემების “მტრის ბანაკისთვის” გადაცემა, ბუნებრივია, საქართველოს ნაკრებს გამარჯვების შანსებს შეუმცირებს...

წყარო: http://worldsport.ge/Read.aspx?news=19846&lang=1
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 04 მაი 2011, 15:58

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
avtokh wrote:საქართველოს 15-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, ნახევრადსაფესტივალო ვიენას საერთაშორისო ტურნირზე, ათი მატჩიდან რვაში გამარჯვება მოიპვეს, ერთი ფრედ დაასრულეს, მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ და ჯამში მეორე ადგილს დასჯერდნენ.
მონაცემებს გადავხედე და სასიამოვნო შედეგებით გავიხარე.
წინ კიდევ უფრო დიდი წარმატებები გველის.
მალე დაიწყება 20 წლამდე მორაგბეთა თბილისის მსოფლიო ალაფი.
ჩვენებს ის ნაკრები ჰყავთ, რომელმაც შარშან 19 წლამდელთა მსოფლიო 1ლობა მოიგო
საბედნიეროდ წინ და წინ მიიწევენ ჩვენი ბორჯღალოსნები ყველა ასაკობრივ დონეზე და ეს მეტად გასახარია.
Image

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
რაგბის მატჩები

Post by meleksa » 04 მაი 2011, 16:32

avtokh wrote:ბრედლი რობინსონს - “ყველაფერს გეტყვი”...
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი ტექნიკური მწვრთნელი მაიკლ ბრედლი, რომელმაც გუშინ შოტლანდიურ “ედინბურგთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და იქ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, შოტლანდიის ეროვნული ნაკრების თავკაც ენდი რობინსონს ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს.
2011 წლის მსოფლიო თასზე, საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებები B ჯგუფში, ინგლისის, არგენტინისა და რუმინეთის ნაკრებებთან ერთად ითამაშებენ. საქართველოს ნაკრები თავის პირველ შეხვედრას 14 სექტემბერს, ინვერქარგილში სწორედ შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს და რუმინეთის გარდა, სავარაუდო გამარჯვებას სწორედ მასთან გეგმავდა, მაგრამ ახლა, სქოთებს ქართველების ძლიერ და სუსტ მხარეებზე სრული წარმოდგენა ექნებათ.
კონტრაქტის გაფორმების მეორე დღეს, ბრედლი ESPN-ის ჟურნალისტ ესაუბრა და ასეთი რამ უთხრა: “დარწმუნებული ვარ, მე და ენდის საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო საუბარი გვექნება. საქართველოს მსოფლიო თასზე მრისხანე ნაკრები ეყოლება. ისინი ძალიან ძლიერები არიან და მათი უგულვებელყოფა არაფრით არ შეიძლება. მათ ბევრის მიღწევა შეუძლიათ. საქართველოს ნაკრებმა ბოლო შვიდი შეხვედრა მოიგო და მსოფლიო თასზეც ყველა მეტოქის წინააღმდეგ მაქსიმალური ძალისხმევით აპირებენ ბრძოლას” - განაცხადა ბრედლიმ.
49 წლის ირლანდიელმა საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი გასული წლის 1 ნოემბერს გააფორმა და “ბორჯღალოსნებთან” 2011 წლის ბოლომდე უნდა ემუშავა, მაგრამ 3 მაისს საქართველოს რაგბის კავშირთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა და “ედინბურგი” ჩაიბარა, მოტივად კი, უკეთესი ფინანსური პირობები დაასახელა. ის აქტიურად იყო ჩართული გუნდის მზადების პროცესში, ყველა ვარჯიშს მთავარი მწვრთნელის, რიჩი დიქსონის მეთვალყურეობით პირადად უძღვებოდა და ამრიგად, საქართველოს ნაკრების, მისი თითოეული მორაგბის შესაძლებლობები, ძალიან კარგად იცის. ამ მონაცემების “მტრის ბანაკისთვის” გადაცემა, ბუნებრივია, საქართველოს ნაკრებს გამარჯვების შანსებს შეუმცირებს...

წყარო: http://worldsport.ge/Read.aspx?news=19846&lang=1
ე.ი. მეტი შემართებით ითამაშებენ ჩვენი ბიჭები შოტლანდიასთან, ძალიან კარგია.. სიურპრიზებს შევთავაზებთ და სასურველ შედეგს მივაღწევთ იმედია :)
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
რაგბის მატჩები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 04 მაი 2011, 17:52

ჩემი აზრით, ქქართული რაგბის მამებს ბრედლი სეზონის ბოლომდე ნაკრებიდან არ უნდა გაეშვათ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
რაგბის მატჩები

Post by meleksa » 04 მაი 2011, 19:13

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ჩემი აზრით, ქქართული რაგბის მამებს ბრედლი სეზონის ბოლომდე ნაკრებიდან არ უნდა გაეშვათ
გეთანხმები, სერიოზული შეცდომაა ბრედლის გაშვება...
შოტლანდიამ ჩვენს ზურგს მახვილი დაუმიზნა....
ფაქტიურად ასე გამოვიდა...
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]