ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
-
tamuna_gudarexi
- იეტი
- Posts: 2290
- Joined: 15 ივნ 2005, 15:28
- Location: არსად...
Post
by tamuna_gudarexi » 05 დეკ 2010, 23:05
დღეს დიდი დღე იყო, დიდი! 
სერიოზული ძალები მოვიკრიბეთ და ახალი და ძველი შუამთის ტაძრების მიდამოები, შუამთის გადასახვევიდან მიმავალი გზის პირები თავისი "საქეიფო ადგილებითურთ" დავასუფთავეთ. ნაგავი ბევრი იყო...
249 ტომარა შევაგროვეთ, მოვაცილეთ იქაურობას და საღამოხანს ამოსულ ნაგვის მანქანას გავატანეთ. ამით ჩვენი ლამაზი გარემო ცოტათი მაინც ამოისუნთქავს...
კიდევ კარგი, ამდენი ტომარა რომ გვქონდა, სულიკომ და ნინუცამაც გაგვიმართეს ხელი ამაში.
მონაწილეთა სია, არ ვიცი, რამდენად სრულყოფილია, შემდეგ ჩავასწორებ, თუ შემახსენებთ:
1. GAMARJOBA SAKARTVELO
2. ნაია
3. NINUCA
4. NINUCA+ (უჩა)
5. ლომი
6. თამუნიკო
7. ნაიას დედიკო
8. ln_ln
9. ქეთო
10. KSOVRELI
11. არწივი9
12. ჭუნა
13. თეონა (ჭუნას დაიკო)
14. ლეო1
15. იაკო
16. თამუნა_გუდარეხი + (მანუჩარი)
17. თამუნა_გუდარეხი + (მაკაკუნა)
18-19. რუსკა, ლადო
20. მარიამო
21. გიორგი მეზვრიშვილი
22. ანანო
23. ზურა (მაშიკოსთან ერთად, თუ იპოვა) Smile
24. მაო (kappa)
25. თამუნა_გუდარეხი
26. ilia
27. khatuna25
28. Falcon
29. ბურდულა
30. კვაშტა
31. თორნიკე მოდერ ილიჩი 
32. dolidzeli
33. VANO იგივე ვანკსი
ამინდში გაგვიმართლა, არ უწვიმია
ნისლი კი იყო, ეს კი იდუმალებას მატებდა ჩვენს გარჯას ულამაზეს ტყეში 
კიდევ ერთხელ დავდექი ფაქტის წინაშე, რომ ძალა ერთობაშია!
თემა გახსნილია! ველი შთაბეჭდილებებს!
Last edited by
tamuna_gudarexi on 06 დეკ 2010, 12:12, edited 2 times in total.
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir
-
tamuna_gudarexi
- იეტი
- Posts: 2290
- Joined: 15 ივნ 2005, 15:28
- Location: არსად...
Post
by tamuna_gudarexi » 05 დეკ 2010, 23:06
დიდი მადლობა, ყველას, ვინც ჩვენთან ერთად მონაწილეობდა ამ აქციაში დღეს ანდა გვგულშემატკივრობდა!
გოგა, კიდევ მრავალჯერ ჩასდგომოდე სათავეში ასეთ საქმეებს!
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir
-
t.d
- იეტი
- Posts: 1201
- Joined: 29 მარ 2008, 16:12
- Location: saqartvelo.tbilisi
Post
by t.d » 05 დეკ 2010, 23:11
შემოგევლეთ თქვენ.:* საწყენია რომ მე ვერ შემოგიერთდით.

-
Wanderer
- იეტი
- Posts: 2739
- Joined: 01 მაი 2004, 15:42
- Location: viewtopic.php?p=X
Post
by Wanderer » 05 დეკ 2010, 23:29
გადასარევი დღე იყო!
დასუფთავების აქციებიდან აშკარად უფრო მეტ სიამოვნებას ვღებულობ, ვიდრე ჩვეულებრივი ექსკურსია-ლაშქრობებიდან. ალბათ იმიტომ, რომ ამ დროს სასარგებლო საქმე კეთდება. თან როგორ ორგანიზებულად და მონდომებით...

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია
-
kvashta
- ბილიკზე მოარული
- Posts: 52
- Joined: 10 მაი 2009, 15:22
- Location: tbilisi
Post
by kvashta » 05 დეკ 2010, 23:31
-
Naia
- იეტი
- Posts: 7704
- Joined: 28 მაი 2007, 12:25
- Location: პლანეტა დედამიწა
Post
by Naia » 05 დეკ 2010, 23:35
დაღლილობისა და სიცივის მიუხედავად, არაჩვეულებრივი დღე მქონდა. დიდი მადლობა ყველას, რომ ასეთი კარგები ხართ :*
ეს კი ჭუნიკოს ჰაერში ასროლისა და ყოჩაღური დასასრულის ვიდეო, რომელიც პირწიგნაკიდან 'მოვიპარე'
http://www.youtube.com/watch?v=33mI0ZvL ... r_embedded#!
-
Shanshika
- იეტი
- Posts: 1166
- Joined: 05 ნოე 2008, 23:39
- Location: The Moon
Post
by Shanshika » 06 დეკ 2010, 00:34
... ყოჩაღ!!! ...
...Finding Inspiration...
-
kvashta
- ბილიკზე მოარული
- Posts: 52
- Joined: 10 მაი 2009, 15:22
- Location: tbilisi
Post
by kvashta » 06 დეკ 2010, 01:00
ქართლ-კახეთი,იმერეთი,გურია და სამეგრელო რაჩა-ლეჩხუმ,ჯავახეთი და მესხეთი სასახელო ხევი,თუშ-ფშავ-ხევსურეთი,სვანეთი და აფხაზეთი ძველი ტაო,იმერხევი,საინგილო და ლაზეთი მთიულეთი საარაკო და აჭარის ზღვა და მდელო ყველა ჩემი სამშობლოა საყვარელი საქართველო!!!!!!!
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 06 დეკ 2010, 09:51
ჭუნას ფილმმა დახურა!!! განსაკუთრებით დაბოლოვება იყო "ბეზპადობნი". ისე ჭუნა უნდა დამდგარუყო დანარჩენებთან პირუკუ და მერე ცოცხი გადმოეგდო ისე, როგორც ყვავილების ბუკეტს ისვრის ხოლმე პატარძალი და ვინც ამ ცოცხს დაიჭერდა ის იქნებოდა "მის ნაგავი 2010"...
ა? როგორი იდეაა?
-
chuna
- იეტი
- Posts: 1877
- Joined: 14 თებ 2006, 00:46
- Location: tbilisi
Post
by chuna » 06 დეკ 2010, 10:28
qvevri
"მის ნაგავი 2010" უკვე ვარ!!!! მაგარი დღე იყო...
ვაღიარებ, რომ ლაშქრობებში არ ვაქტიურობ, მაგრამ ამ დასუფთავების აქციას რომ გავვიგებ, სახლში ვეღარ მაკავებენ....
დიდი მადლობა ყველას თავდაუზოგავი შრომისთვის და ამ გრანდიოზულ საქმესი მონაწილეობისთვის.....გოგას ჩემგან კოცნები...
კარაველების გარდა მონაწილე ოჯახის წევრებს და მეგობრებს განსაკუთრებული ქათინაურები და მადლობები: უჩას, თორნიკეს, ნაიას დედიკოს, რუსკას და ლადოს, თეონას....და ყველას , ყველას!
უზომოდ მიყვარხართ და მეამაყებით......
მიმსახურეთ ყველა ასეთ წამოწყებასა და საქმეში...
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 06 დეკ 2010, 10:36
გუშინ შეღAმებულზე გომბორით ვბრუნდებოდი კახეთიდან და ნაიას მანქანას წამოვეწიე, ძალიან გამიხარდა და მაშინვე სიგნალები ავტეხე, გავაჩერეთ მანქანები და მოვინახულე გოგა და ნაია, მეგონა სხვა კარველებსაც ვნახავდი, მაგრამ წინ იყვნენ და ზოგიც უკან მოდიოდა.

-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 06 დეკ 2010, 10:44
ყველას დიდი მადლობა მონაწილეობისთვის.
თქვენ არაჩვეულებრივი საქმე გააკეთეთ.
თქვენ ხართ ადამიანები, ვინც საკუთარი სურვილით ჩაე1ეთ დასუფთავების აქციაში,
ვისაც ჩვენი გარემოს მძიმე მდგომარეობის გამო, გული შეგტკივათ და ვინც გულიანად დაიხარჯა შუამთის ნაგვისგან გაწმენდაში.
თქვენ ხართ ადამიანები, ვინც ჩვენი საქართველოს სიამაყეები ხართ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 06 დეკ 2010, 10:47
ვიდრე დეტალებს დავწერდე, ვიტყოდი, რომ
ამ აქციაში შეგროვდა :კარავის: დასუფთავების
აქციების ისტორიაში ყველაზე მეტი ნაგავი - 249 ტომარა
ტომრებით აცია უზრუნველჰყვეს ჭუნამ, NINUCAმ, სულიკომ (მძღოლმა). მათ დიდი მადლობა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
anano
- იეტი
- Posts: 1620
- Joined: 10 მარ 2006, 03:23
- Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
-
Contact:
Post
by anano » 06 დეკ 2010, 11:08
ძალიან, ძალიან ყოჩაღები ხართ, მეამაყებით...
მაპატიეთ, რომ დღის მეორე ნახევარში ვეღარ შევძელი თქვენი დახმარება,როგორც ჩანს გავცივდი და ამისი ბრალი იყო ჩემი სისუსტეც:(
დიდი იმედი მაქვს, იმ ლამაზ ბუნებას ასე აღარ დააბინძრებენ მავანნი,თუმცა როგროც წინა აქციის მონაწილე კარაველებმა თქვეს, ანალოგიური სიტუაცია იყო ადრეც...
იქნებ დიდი ბუნკერი დადგან ხევის პირზე და ტრაფარეტებიც გააკრან, რომ ნაგავი არა ტყეში და ხევში , არამედ ბუნკერში ჩაყარონ.აღშფოთებული ,მაგრამ ძალიან ნასიამოვნები დავბრუნდი,რადგან ულამაზესი ტყე გაიწმინდა საშინელი ნარჩენებისგან.
კიდევ ერთხელ, ყველას დი დი მა დლო ბა!!!
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"