ვესტერნული წვეულება
Posted: 26 ნოე 2010, 11:26
ირლანდიურ წვეულებას იმხელა გამოხმაურება მოყვა რომ ისევ თქვენივე თხოვნით დავიწყე შემდეგ წვეულებაზე ფიქრი: რა შეიძლებოდა გამეკეთებინა და თან დაახლოებით ერთი თვის შუალედით. მაინცდამაინც ბევრი არ მიფიქრია, სიმართლე რომ გითხრათ
რადგან ისევ ამერიკულ ბარში ვაპირებდი წვეულების მოწყობას, თვითონ ბარი კი ვესტერნულია, ამიტომაც წვეულებაც ვესტერნული გადაწყდა, შესაბამისი ჩაცმულობით, ქანთრი მუსიკით და მხიარული განწყობით
შემდეგი ეტაპი იყო თარიღის დანიშვნა, აქ კი დავფიქრდი: რადგან ყველა ჩემს მიერ ორგანიზებული წვეულება ემთხვევა დაბადების დღეს მოდი ამ ჯერზე მე თვითონ დავამთხვევ, ხომ შეიძლება არა?
და რადგან ნოემბრის ბოლოს ჩემთვის უძვირფასესი ორი ადამიანი დაბადების დღე მოდიოდა დიკლო9-ს დეიდაშვილი რუსკა გრიგალაშვილის და დიკლო9-ს დის ლილიკასი, თან ეს დაბადებისდღეები მიყოლებით 24 და 25 ნოემბერსაა ამიტომ წვეულება ან 24-ში უნდა გამეკეთებინა ან 25-ში, იქიდან გამომდინარე რომ ლილის არ უყვარს ხმაურიანი მუსიკა და ასეთი ტიპის მხიარულობები არჩევანი რუსკაზე შევაჩერე, მითუმეტეს ვიცოდი რომ დაბადების დღეს არასდროს იხდიდა და ისევ დათოს მიჰყავდა ხოლმე აღსანიშანვად, ამიტომაც რადგან თემატიკა და თარიღი უკვე დადგინდა მიზანიც ჩამოყალიბდა: ეს წვეულება უნდა იყოს ძალიან მაგარი! ყველაზე საუკეთესო და დაუვიწყარი! პირველ რიგში იუბილარისთვის და შემდეგ ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც გულით და სულით უხარია ერთად ყოფნა და სიხარულსი გაზიარება. ვგონებ გამოვიდა ის რასაც ველოდი მე და თქვენ, ამიტომ ბედნიერი ვარ და ვამაყობ რომ თქვენნაირი მეგობრები მყავს და ყოველთვის მეყოლება გვერდში 
რაც შეეხება საორგანიზაციო ჯგუფს: შორენას კიდეც ვუთხარი შენთან სახლში ისე არ მოვდივარ დავალებები რომ არ მოგცე თქო და შენც სიხარულით არ დამთანხმდე გავაკეთებო
ის ღიმილები, ტუჩები და ულვაშები შორენას გაკეთებულია, იდეების ძებნისას გადავაწყდი ერთ-ერთი ქორწილების ორგანიზატორის ინტერნეტ გვერძე და ძალიან მომწონა
ტორტის ძებნა კი ცოტა გამიჭირდა რამდენიმე იდეას განვიხილავდი მარა ბოლომდე არც ერთი არ მომწონდა, მერე ჩემს რძალთან გადავედი რჩევის საკითხავად, ერთად ვაჩვენებდი ფოტოებს, უცაბედად ერთ ფოტოს გადავაწყდი და მაშინვე მივხვდი რომ ეს უნდა ყოფილიყო დაბადების დღის ტორტი, მითუფრო რომ ზედ ინიციალი "D" ეწერა! ფოტო ამოვბეჭდე და მარმენიოს ვთხოვე რომელიმე ტორიტის საცხობში მიეტანა რომ ზუსტად ასეთი გაეკეთებინათ, თან დავაყოლე ზედ ინიციალი ნახე თქო, ეს მაშინ ხდებოდა ჰერთში რომ გვაცილებდა და მახსოვს ჯერ გაოცებულმა შემომხედა და მერე გაეღიმა: შე დამთხვეულოვო
იმ საღამოსვე მარმენიო, ლიბრა, დოლიძელი, კავკასიკას და, მონადირის დაიკო და თუ ვინმე გამომრჩა მაპატიეთ წავიდნენ ტორტის შეკვეთის მისაცემად მეორე დღეს კი ჰერეთში მახარეს რომ მარციპანით ტორტი წვეულებისთვის მზად იქნებოდა
აი ასეთი იყო მცირედი მონახაზი იმისა თუ როგორ დაიგეგმა წვეულება
პ.ს. იარაღს რაც შეეხება იმ დღეს შევიძინე ბაზრობაზე მეტად მისაღებ ფასად 