ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
-
ნინი_85
- იეტი
- Posts: 2289
- Joined: 29 აგვ 2007, 12:16
-
Contact:
Post
by ნინი_85 » 26 ნოე 2010, 11:26
ირლანდიურ წვეულებას იმხელა გამოხმაურება მოყვა რომ ისევ თქვენივე თხოვნით დავიწყე შემდეგ წვეულებაზე ფიქრი: რა შეიძლებოდა გამეკეთებინა და თან დაახლოებით ერთი თვის შუალედით. მაინცდამაინც ბევრი არ მიფიქრია, სიმართლე რომ გითხრათ
რადგან ისევ ამერიკულ ბარში ვაპირებდი წვეულების მოწყობას, თვითონ ბარი კი ვესტერნულია, ამიტომაც წვეულებაც ვესტერნული გადაწყდა, შესაბამისი ჩაცმულობით, ქანთრი მუსიკით და მხიარული განწყობით
შემდეგი ეტაპი იყო თარიღის დანიშვნა, აქ კი დავფიქრდი: რადგან ყველა ჩემს მიერ ორგანიზებული წვეულება ემთხვევა დაბადების დღეს მოდი ამ ჯერზე მე თვითონ დავამთხვევ, ხომ შეიძლება არა?
და რადგან ნოემბრის ბოლოს ჩემთვის უძვირფასესი ორი ადამიანი დაბადების დღე მოდიოდა დიკლო9-ს დეიდაშვილი რუსკა გრიგალაშვილის და დიკლო9-ს დის ლილიკასი, თან ეს დაბადებისდღეები მიყოლებით 24 და 25 ნოემბერსაა ამიტომ წვეულება ან 24-ში უნდა გამეკეთებინა ან 25-ში, იქიდან გამომდინარე რომ ლილის არ უყვარს ხმაურიანი მუსიკა და ასეთი ტიპის მხიარულობები არჩევანი რუსკაზე შევაჩერე, მითუმეტეს ვიცოდი რომ დაბადების დღეს არასდროს იხდიდა და ისევ დათოს მიჰყავდა ხოლმე აღსანიშანვად, ამიტომაც რადგან თემატიკა და თარიღი უკვე დადგინდა მიზანიც ჩამოყალიბდა: ეს წვეულება უნდა იყოს ძალიან მაგარი! ყველაზე საუკეთესო და დაუვიწყარი! პირველ რიგში იუბილარისთვის და შემდეგ ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც გულით და სულით უხარია ერთად ყოფნა და სიხარულსი გაზიარება. ვგონებ გამოვიდა ის რასაც ველოდი მე და თქვენ, ამიტომ ბედნიერი ვარ და ვამაყობ რომ თქვენნაირი მეგობრები მყავს და ყოველთვის მეყოლება გვერდში 
რაც შეეხება საორგანიზაციო ჯგუფს: შორენას კიდეც ვუთხარი შენთან სახლში ისე არ მოვდივარ დავალებები რომ არ მოგცე თქო და შენც სიხარულით არ დამთანხმდე გავაკეთებო
ის ღიმილები, ტუჩები და ულვაშები შორენას გაკეთებულია, იდეების ძებნისას გადავაწყდი ერთ-ერთი ქორწილების ორგანიზატორის ინტერნეტ გვერძე და ძალიან მომწონა
ტორტის ძებნა კი ცოტა გამიჭირდა რამდენიმე იდეას განვიხილავდი მარა ბოლომდე არც ერთი არ მომწონდა, მერე ჩემს რძალთან გადავედი რჩევის საკითხავად, ერთად ვაჩვენებდი ფოტოებს, უცაბედად ერთ ფოტოს გადავაწყდი და მაშინვე მივხვდი რომ ეს უნდა ყოფილიყო დაბადების დღის ტორტი, მითუფრო რომ ზედ ინიციალი "D" ეწერა! ფოტო ამოვბეჭდე და მარმენიოს ვთხოვე რომელიმე ტორიტის საცხობში მიეტანა რომ ზუსტად ასეთი გაეკეთებინათ, თან დავაყოლე ზედ ინიციალი ნახე თქო, ეს მაშინ ხდებოდა ჰერთში რომ გვაცილებდა და მახსოვს ჯერ გაოცებულმა შემომხედა და მერე გაეღიმა: შე დამთხვეულოვო
იმ საღამოსვე მარმენიო, ლიბრა, დოლიძელი, კავკასიკას და, მონადირის დაიკო და თუ ვინმე გამომრჩა მაპატიეთ წავიდნენ ტორტის შეკვეთის მისაცემად მეორე დღეს კი ჰერეთში მახარეს რომ მარციპანით ტორტი წვეულებისთვის მზად იქნებოდა 
აი ასეთი იყო მცირედი მონახაზი იმისა თუ როგორ დაიგეგმა წვეულება
პ.ს. იარაღს რაც შეეხება იმ დღეს შევიძინე ბაზრობაზე მეტად მისაღებ ფასად 
მეაც გავთუშდ მეაც!
-
გვალდა
- იეტი
- Posts: 2222
- Joined: 15 ივლ 2004, 12:49
-
Contact:
Post
by გვალდა » 26 ნოე 2010, 12:05
და სანამ თხრობა გაგრძელდება აქვე თავად ორგანიზატორი, ჰადსონისა და ჰუკერის ქართულ-ამერიკული მეგობრობის, ასევე მოზრდილთა დაბადების დღის ცენტრის ღონისძიებათა მომწყობი (ა.კ.ა. ივენთმენეჯერი) !

სვანეთოლოგი
-
ნინი_85
- იეტი
- Posts: 2289
- Joined: 29 აგვ 2007, 12:16
-
Contact:
-
keto
- იეტი
- Posts: 1881
- Joined: 04 მაი 2006, 23:01
- Location: Tbilisi, Georgia
Post
by keto » 26 ნოე 2010, 14:57
ნინი_85
გვიყვარხარ და გვიხარიხარ! :*:*
Keep Smiling...
-
anano
- იეტი
- Posts: 1620
- Joined: 10 მარ 2006, 03:23
- Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
-
Contact:
Post
by anano » 26 ნოე 2010, 15:09
მაკამ ყველაფერი თქვა, მე დავამატებ მხოლოდ იმას, რომ მეც ძალიან მიყვარხარ!
დიდი მადლობა :*
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"
-
ნინი_85
- იეტი
- Posts: 2289
- Joined: 29 აგვ 2007, 12:16
-
Contact:
Post
by ნინი_85 » 26 ნოე 2010, 17:58
მეგობრებო თქვენთვის მაქვს ახალი ამბავი, რომელიც მხოლოდ ლილიკამ იცის ჯერ-ჯერობით. დღეს ბარში შევირბინე ჩემი ყურთათმანების წამოსაღებად, რომელიც გვალდას დედაბულ ფოტოზე მიკავია ხელში და რომელიც ვესტერნულ საღამოზე ბარში ვეღარ ვიპოვე, იქ კი ასეთი ამბავი დამახვედრეს: შენ ჩვენი მენეჯერი უნდა გახდეო
ადმინისტრაციის და პერსონალის ერთობლივი გადაწყვეტილებით მე ამ კანდიდატურას თურმე კარგად შევეფერები, ალბათ მიხვდებით რომ უარი არ მითქვამს
1-2 დღე სწავლას დასჭირდება და მერე რამდენად გავართმევ თავს ეგეც არ ვიცი, თუმცარა რაღაც ახალი იქნება და ვგონებ ცდად უნდა ღირდეს, გარდა ამისა ეს იმას ნიშნავს რომ წვეულებების სეზონი გახსნილად შემიძლია გამოვაცხადო
მიიღება ყველანაირი შენიშვნა, რჩევა, იდეა იმისათვის რომ გარემო ყველასთვის მისაღები და მოსაწონი გახდეს, ასე რომ ველი თქვენს გამოხმაურებებს 
მეაც გავთუშდ მეაც!
-
Shanshika
- იეტი
- Posts: 1166
- Joined: 05 ნოე 2008, 23:39
- Location: The Moon
Post
by Shanshika » 26 ნოე 2010, 18:06
ნინი_85
ყოჩაღი გოგო ხარ ნიიინიიიი !!! ... გილოცავ !!! ...
პ.ს. გამიკვირდებოდა ეგ რომ არ მომხდარიყო
...

...Finding Inspiration...
-
MIRANDA
- სხარტი
- Posts: 2711
- Joined: 06 სექ 2007, 11:45
Post
by MIRANDA » 26 ნოე 2010, 19:09
ნინი_85
რა მაგარი ამბავია!!! გილოცავ შენც და ზოგადად კარავს! დარწმუნებული ვარ არაჩვეულებრივად გაართმევ თავს ყველაფერს!
ნინი_85 wrote:ვგონებ ცდად უნდა ღირდეს, გარდა ამისა ეს იმას ნიშნავს რომ წვეულებების სეზონი გახსნილად შემიძლია გამოვაცხადო
მიიღება ყველანაირი შენიშვნა, რჩევა, იდეა იმისათვის რომ გარემო ყველასთვის მისაღები და მოსაწონი გახდეს, ასე რომ ველი თქვენს გამოხმაურებებს 
ე.ი. წვეულებების წვიმა წამოვა ახლა... ვიცი, რომ ეგ ძალიან შრომატევადია და შესაბამისად ჩემი (და დარწმუნებული ვარ სხვების) დახმარების იმედი შეგიძლია გქონდეს :*
-
Monadire
- იეტი
- Posts: 1097
- Joined: 04 დეკ 2007, 11:07
- Location: ალპური ზონა
Post
by Monadire » 26 ნოე 2010, 19:48
ერთ საღამოს ბარში მახსოვს ხმამაღლა ფიქრობდი: რა არის რა ცოტა ხალხია, რატომ არავინ დადის?! ეს ბარი ჩემს ხელში რომ იყოს, ხალხი მერე გენახათო.
შენი წერილის შემდგომ ის დღე გამახსენდა ავტომატურად.
ძალიან გამიხარდა.
მთელი გულით გილოცავ.
აწი ბურთი და მოედანი შენია

.
ყველა სურვილ-ნატვრა ესე უცებ აგსრულობოდეს ხოლმე ხოლმე ხოლმე :*:*:*
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?
-
Ninukala
- იეტი
- Posts: 4473
- Joined: 14 მაი 2007, 10:53
- Location: წყნეთი
-
Contact:
Post
by Ninukala » 26 ნოე 2010, 21:14
ნინ ძალიან მაგარია.... გილოცავთ მე და ქოჩო... აბა შენ იცი... :*
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული
-
ნინი_85
- იეტი
- Posts: 2289
- Joined: 29 აგვ 2007, 12:16
-
Contact:
Post
by ნინი_85 » 26 ნოე 2010, 22:09
დიდი მადლობა მეგობრებო, თქვენი იმედი ნუ მომიშალოს ღმერთმა :*

მეაც გავთუშდ მეაც!
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 27 ნოე 2010, 00:09
ნინი_85
შესანიშნავი წვეულება იყო.
ვისიამოვნე არაჩველებრივი ხალხის ნახვითა და ღონისძიებით.
რუსკას, დიკლო9ს ახლო ნათესავს კიდევ 1ხელ ვულ20ავ დაბადების დღეს.
შენ კი ბარში მუშაობის დაწყებას გილ20ავ.
შემდეგ წვეულებებშიც სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
t.d
- იეტი
- Posts: 1201
- Joined: 29 მარ 2008, 16:12
- Location: saqartvelo.tbilisi
Post
by t.d » 27 ნოე 2010, 00:39
ულამაზესი წვეულება იყო,
გილოცავ ნი წარმატებებს გისურვებ და შემდეგი წვეულებაც მალე შემოგვთავაზე.
-
anano
- იეტი
- Posts: 1620
- Joined: 10 მარ 2006, 03:23
- Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
-
Contact:
Post
by anano » 27 ნოე 2010, 00:43
ნინიიიიიიი, გილოცავ!!! დღეს გვალდამ რომ მითხრა შენი ამბავი უზომოდ გამიხარდა!!!წარმატებებს გისურვებ და უამრავი წვეულება გაგემართოს! :*
ჰოო და ჩვენ იქ მყოფთ გვქონდა იდეა, გვინდოდა შენთვის გვეთქვა კიდეც, გაგეკეთებინა წვეულება სადაც ყველანი ინდიელების ფორმით ვიქნებოდით, დაახლოებით ისეთი სცენის უკან რომ ფოტოები კიდია...
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"
-
Shanshika
- იეტი
- Posts: 1166
- Joined: 05 ნოე 2008, 23:39
- Location: The Moon
Post
by Shanshika » 27 ნოე 2010, 00:48
anano
და აფრიკული

...
...Finding Inspiration...