პურის ფესტივალი ახალციხეში
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
პურის ფესტივალი ახალციხეში
მეგობრებო, მინდა გაცნობოთ რომ 16 ოქტომბერს,შაბათს, ასოციაცია ელკანას ინიციატივით, ახალციხეში, მუზეუმის (ჯაყელების სასახლე) მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება პურის ფესტივალი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ქართული ხორბლისა და პურის პოპულარიზაციას, ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა პურის ცხობა, სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მცხობელები თავიანთ ოსტატობას გამოავლენენ, გამოცხვება მესხური, კახური, რაჭული პურები... პარალელურად მოეწყობა ადგილობრივი, ტრადიციული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა(ბაქმაზი,თუთის ჩირი,ღვინო...), ასევე მოეწყობა ფოტოგამოფენა რომელიც მესხეთს მიეძღვნება, ღია სცენაზე ჩატარდება კონცერტი რაც ბოლოს მცირე ფეირვერკით დასრულდება.
ფესტივალი ოფიციალურად 13:00 -ზე გაიხსნება.
ელკანასთან ერთად ფესტივალის ორგანიზატორები არიან საქარტველოს ტურიზმის დეპარტამენტი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფონდი ევრაზია.
მობრძანდით და ისიამოვნეთ !
ფესტივალი ოფიციალურად 13:00 -ზე გაიხსნება.
ელკანასთან ერთად ფესტივალის ორგანიზატორები არიან საქარტველოს ტურიზმის დეპარტამენტი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფონდი ევრაზია.
მობრძანდით და ისიამოვნეთ !
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
პურის ფესტივალი ახალციხეში
Makena
რამდენი სახის ქართული პური იქნება წარმოდგენილი?
რამდენი სახის ქართული პური იქნება წარმოდგენილი?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
პურის ფესტივალი ახალციხეში
Makena - ალბათ, არ იქნები წინააღმდეგი, ეს განცხადება სხვა ფორუმზეც რომ გავავრცელო.
პურის ფესტივალი ახალციხეში
რა კარგია! მიყვარს პური!
Makena
მესხურ პურში რომელი იგულისხმება? - მრგვალი, შუაში გახვრეტილი პური, თუ სომინი?
Makena
მესხურ პურში რომელი იგულისხმება? - მრგვალი, შუაში გახვრეტილი პური, თუ სომინი?
პურის ფესტივალი ახალციხეში
Nephros
სომინი რომელი პურია? მართალი გითხრა არ ვიცი, საინტერესო სახელია.
სომინი რომელი პურია? მართალი გითხრა არ ვიცი, საინტერესო სახელია.
პურის ფესტივალი ახალციხეში
GAMARJOBA SAKARTVELO
5 თონე დაიდგმება ფესტივალისთვის და ასევე ვცდილობთ ფურნის მოწყობას რადგან მესხეთისთვის სწორედ ფურნეში გამომცხვარი პურია დამახასიათებელი, თუმცა ფურნის ასე სწრაფად აწყობა და თანაც დროებით არც ისე იოლი აღმოჩნდა.
გამოაცხობენ მესხურ, რაჭულ, კახურ და სომხურ პურებს.

ირაკლი,
რათქმაუნდა არა, ვისაც სურვილი აქვს ყველას შეუძლია ფესტივალზე ჩამოსვლა და მონაწილეობის მიღება
რათქმაუნდა არა, ვისაც სურვილი აქვს ყველას შეუძლია ფესტივალზე ჩამოსვლა და მონაწილეობის მიღება
პურის ფესტივალი ახალციხეში
სწორედ სომინია მესხური პური.Makena wrote:Nephros
სომინი რომელი პურია? მართალი გითხრა არ ვიცი, საინტერესო სახელია.
შესაძლოა სწორედ სომინი უნდა გამოცხვეს ამ ფუნეში და უბრალოდ არ იცი, რომ ასე ქვია. რა ვიცი, მგონი სომინის გამომცხობი ხალხი აღარ დარჩა მესხეთში და სომინი ვისღა ეცოდინება?მესხეთისთვის სწორედ ფურნეში გამომცხვარი პურია დამახასიათებელი
რამდენადაც ვიცი, ფურნეში ოჯახი ბევრ სომინს აცხობდა, რომელიც რაოდენიმე დღის განმავლობაში კარგად ინახებოდა და დიდხანს არ ძველდებოდა.
მომწონს პურის ფესტივალის იდეა! იმედია ბევრი ხალხი დაესწრება ფესტივალს და მრავალი წელი იარსებებს!
პურის ფესტივალი ახალციხეში
Nephros
სომინი არასოდეს გამისინჯავს, იმედია ფესტივალზე გავსინჯავთ
სომინი არასოდეს გამისინჯავს, იმედია ფესტივალზე გავსინჯავთ
პურის ფესტივალი ახალციხეში
სურათებს ველით
Netgroup - პროფესიონალური IT მომსახურება. კომპანიები Cisco, HP და Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი!
http://www.netgroup.ge
http://www.netgroup.ge
პურის ფესტივალი ახალციხეში
იყავით პურის ფესტივალზე? რა შთაბეჭდილებები დაგრჩათ?
ჩემი ფისუნია ყველაზე ლამაზია!
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
პურის ფესტივალი ახალციხეში
ფესტივალი ხვალ ტარდება, 16 ღვინობისთვეს.
ასე რომ, ფოტოები ჯერ არ არის
ასე რომ, ფოტოები ჯერ არ არის
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
პურის ფესტივალი ახალციხეში
პურის ფესტივალმა წარმატებით ჩაიარა, მართალია დენი გამოირთო რის გამოც პროგრამაში გარკვეული ცვლილებები შევიდა მაგრამ მაინც საინტერესო ფესტივალი შედგა.
იყო პურის ცხობა, თონეში ლობიანები და დედას პურები, მწვადები და მესხური ღვინო, ქართული სიმღერა და ცეკვა... ამინდი მზიანი და თბილი, ასერომ მესხეთს კიდევ ერთი ლამაზი დღე დაამახსოვრდება. ფოტოებს მოგვიანებით დავდებ.
იყო პურის ცხობა, თონეში ლობიანები და დედას პურები, მწვადები და მესხური ღვინო, ქართული სიმღერა და ცეკვა... ამინდი მზიანი და თბილი, ასერომ მესხეთს კიდევ ერთი ლამაზი დღე დაამახსოვრდება. ფოტოებს მოგვიანებით დავდებ.
პურის ფესტივალი ახალციხეში
Makena
ვაა, ძალიან საინტერესო, ძალიან მაინტერესებს ფოტოები...
ვაა, ძალიან საინტერესო, ძალიან მაინტერესებს ფოტოები...
ჩემი ფისუნია ყველაზე ლამაზია!
პურის ფესტივალი ახალციხეში
Makena
კარგი დასაწყისია. მთავარია, რომ ფესტივალი ყოველ წელს ჩატარდეს – უფრო დაიხვეწება და კიდევ უფრო ხალხმრავალი გახდება.
სიამოვნებით დავაგემოვნე თონეში გამომცხვარი წითელი დოლის პური. უგემრიელესი იყო.
იმედია სომინს მომავალ წელს გავსინჯავთ
ელკანას გვერდზე ვერ ვნახე და ძალიან მაინტერესებს – სამცხე–ჯავახეთში თქვენი დახმარებით მარტო ის ღვინო ისხმება, რომელიც ფესტივალზე იყო წარმოდგენილი? რა ყურძნის ჯიშია? სხვა მეღვინეები თუ გყავთ?