აუ, ძალიან მაგარი საღამო გვქონდა
გულწრფელი მადლობა ყველას, ხო თითქოს არაფერისთვის, მაგრამ ყველაფერმა თავისი ლაზათი შემატა ამ საღამოს.
გადავცურეთ არჩილმა, ნინი-85, ტ.დ.-თემომ და მე, გვგულშემატკივრობდა კეთილშობილი ბასილა, შუა ზღვაში! შემოგვემატა მომხიბვლელი ლიმპოპო
ჩემთვის პირადად ყველაზე მძიმე მომენტი იყო, როცა მაშველების ნავთან მივედით და გადავხედე რა უნდა გადაგვეცურა

"თქვენ გიჟები ხომ არ ხართ??" იყო პირველი რაც გავიფიქრე, რადგან კიდე-განის სანახავად თავი ჯერ ერთ მხარეს მივაბრუნე ბოლომდე და მერე მეორე მხარეს, მოკლედ, თემქის მხრიდან თბილისის ზღვის წვეტი სადაცაა, მოწყობილი პლიაჟი, აი იქ რომ დადგებით და გაიხედავთ დამერწმუნებით რომ შემზარავი პერსპექტივაა
ბიჭებმა ნავი გააჩალიჩეს!! მადლობების კორიანტელი მათ ამისთვის!!! იმიტომ რომ ნავი იყო კომფორტი!! აი, იცი როგორი? სავარძელში რომ ზიხარ და მიცურავ ისეთი
მოკლედ, ნავს ვუთხარით შუაზე შევხდეთო და გავემართეთ არჩილის მანქანით საწყის წერტილში. მინდა გითხრათ, რომ მოვახერხეთ და ზღვა სადაც ყველაზე განიერია იქ გადავცურეთ, მაშინ როცა მშვენივრად შეგვეძლო თბილისის ზღვის კლუბის მეორე მხრიდან გადმოცურვა, იმ მიზეზით რომ იქეთ წყალმცენარეები არ არის და ჩვენი დისტანციაც იმის ნახევარი იქნებოდა, რაც ეხლა გამოგვივიდა
როგორც გითხარით კომფორტულად ვცურავდით, ბასილა, მაშველი და ორი რგოლი და ერთი ჟილეტი იქვე 5 მეტრში მყოფ ნავში გვეგულებოდა და როიოდეჯერ ფეხის გაკვანძის მცდელობა ისე არხეინად გავატარე თითქოს ეს ვიღაცას ტელევიზორში მოეყოლოს და მე სავარძლიდან ვუყურებდი

, ამიტომ არც გამეკვანძა, თორემ რომ გავიხედ-გამოვიხედე 3ივე მხარეს ნაპირამდე ძაააალიან ბევრი იყო და ნავი რომ არა ჩემი პანიკა ფეხს კი არა ტვინსაც გამიკვანძავდა
პირველი მესამედი ლაპარაკ-ლაპარაკით ვიცურავეთ, საათსაც ვკითხულობდით მაგრამ მეორე ნაპირამდე კიიიიდევ ბევრი იყო, აქ ვთქვი, რომ თუ ცოტა ლაპარაკს არ მოვუკლებთ ასე ზღვა კი არა დაღამებამდე ხაშურამდეც ვერ ჩავალთ მეთქი
მეორე მესამედის გავლის შემდეგ კი არ დავიღალე, მომბეზრდა

ამ დროს უკვე დაახლოებით 1 საათი ნაცური გვქონდა და არც არის გასაკვირი. თემო გვართობდა, ყორღანებიდან გნოლი აფრინა

, თან მოცურავდა, მეც მივცურავდი და რიტმულად ამოვდიოდი-ჩავდიოდი წყალში და იმას ვფიქრობდი, აბა ეხლა თავს რომ ამოვყოფ სად იქნება ლექსში

, უცნობი ლექსი ასეთი კაი არ იქნებოდა ალბათ, ეს კაი იყო
ბოლოს ნაპირზე მდგომი მანქანა გამოჩნდა, მერე გამოიკვეთა რომ სამარშუტო იყო, მერე ბორბლები უკვე გარკვევით ჩანდა, მერე წყალმცენარეებს შევეხეთ წყალში, მერე ისევ აღარ იყო წყალმცენარეები, მერე ბევრი იყო, მერე თემომ თქვა ეეე, უკვე ვდგევარო, მეც დავდექი და ვიდექი!!! ეეეეეეეეეეე!!! აშარად ვიგრძენი რას გრძნობდნენ 16 საუკუნის ზღვაოსნები როცა ყვიროდნენ ზემლლლლლიიიიიიიაააააა!! ნუ, ფილმებში ასე ყვიროდნენ თორემ დედანში ალბათ რამე ტერრრრრრააას მსგავსს იყვირებდნენ
მოკლედ გადავცურეთ!!
როცა დავდექით, ფოტოებიც გადავიღეთ და სულიც მოვითქვით არჩილმა მითხრა, ჩვენი მანქანა სხვათაშორის იქეთ არისო... არრრრრა მეთქი, უკან გადაცურვაზე ვერ დამითანხმებ მეთქი, და არჩილი მარტო გაბრუნდა... უკვე ისეთ კონდიციაში ვიყავი, რამდენს ვიცურავებდი ფაქტიურად სულ ერთი იყო, მაგრამ საათი და 20 წუთი ვიცურეთ, ახლა უკვე 7-ის ნახევარი იყო, რეალურს არ გავდა ეს აზრი...
ბევრი სტვენის და ნავის დადევნების შემდეგ, მაშველების კატერი გამოვიძახეთ, ნავი ქარს ვარკეთილისკენ მიქონდა უკვე, კატერსაც არ ემორჩილებოდა მოცურავე, მაგრამ მაგიური სიტყვა გაგვახსენდა

, სად მიცურავს, მაგის მანქანის გასაღები აქ არისო და ამან გაჭრა
არჩილს დეპორტაცია გაუკეთეს
მერე ჩვენ ნავში ჩავსხედით, და ციტა შიგნით შევედით, კატერი ასეთ ნაპირთან ვერ მოვაო, მერე კატერში გადავსხედით, ნავი და მაშველი გამოვიბით და კატერით გავისეირნეთ
სულ უკან მიმაქვს რაც მაშველებზე აუგი ვთქვი წინა თემაში!! ძალიან მაგარ იბიჭები ყოფილან!!! ბასილამ, ვეხვეწე და ძლივს დავითანხმე მეც რომ მომესვა ნიჩბებიო, სულ თვითონ უსვამდაო. მერე კატერს ვკითხეთ, თქვენს საგუშაგომდე მიგვიყვანთო? არა, მაგას როგორ გაკადრებთ, რეკორდსმენი ხალხი ხართო

და მანქანასთან მიგვაბრძანეს ისე, რომ ფეხიც არ დაგვისველებია
მოკლედ, მადლობა!!