პასიურ მოლაშქრედ(გულით და სულით და არა საქმით მოლაშქრეობას ნიშნავს) გადაქცევამ მიკარნახა რომ სადმე კარვით დასასვენებლად წავსულიყავი.რამდენიმე მცდელობის შემდგომ გადასარევი ამფსონები მარგუნა ღმერთმა და დავეშვით
უფრო სწორედ ავეშვით ბაზალეთის ტბასა შინა.
თქვენი მონა-მორჩილი მე და ჩემი კაცი,ბატონი გეგა + დოროთეა +თიო+ გიული.
4 ქალი და ერთი მამრი ჩავედით სოფელ ჩანადირიანთკარში და გადავუხვიეთ გენადის პლიაჟისკენ.
მივადექით კარიბჭესა ოდეესღაც ტურისტებით გაძეძგილი პლიაჟისა.ჭიშკარი გენადის ვაჟმა ამირანმა გაგვიღო.მერე გენადის მეუღლემ ქალბატონმა ლიამ საკარვე ადგილი მიგვითითა და დავიწყეთ სოფლის შენება.სოფლის რომელშიც მხოლოდ ერთი კარავი გაიშალა.
დავამატებ რომ კარავმა ძალიან გვასიამოვნა.მიუხედავად იმისა რომ შპროტის ქილაში ჩაწყობილი თევზებივით გვეძინა.არაჩვეულებრივი ღამე გავატარეთ.სამკაციანმა კარავნმა 5 ადამიანი ,შეგვიფარა და ჩაგვიხუტა.

ვიძინებდით გვიან,ვიღვიძებდით ადრე.პირველი დღე.სახლიდან წამოღებული მალფუჭებადი საკვების განადგურებით და რაღა თქმა უნდა ბაანობით დავკავდით.მეორე დღეს.განგებამ იქაური ყმაწვილი ზურა აბრამიშვილი გამოგვიგზავნა.რომელმაც ძმურად და მეგობრულადა წყლის ორი ველოსიპედი მოგვიყენა ნაპირთან.აჰა და ისიამოვნეთო.დავიწვით და გავირუჯეთ.სამი დღე წყლიდან არ ამოვსულვართ.
გელა დაიაურის ოჯახის წევრების 40 ზე მათი მოსახსენიებელიც ვთქვით.ზურა არაბულების ახლობელი აღმოჩნდა და.მოკლედ ერთი საღამო ოჯახური არაყით დავნამეთ.

პლიაჟზე შესვლა ფასიანია.ზრდასრული ადამიანისთვის 2 ლარი ღირს.სუფთავდება.ერთ ქაღალდის ნაკუწსაც კი ვერ ნახავთ.არის დაცული.შემოღობილი.ასე,რომ სამი დღის პლიაჯზე შემოსვლის საფასური გადავიხადეთ 4 ადამიანზე.ბავშვები უფასოა.პლიაჯზე არის სველი წერტილები.
ჩვენი წაღებული საკვები ორ Dღეს გვეყო.მესამე დღეს კი ამავე ტერიტორიაზე განლაგებულ საზკვების ობიექტში შევუკვეთეთ,ძალიან უცხო და უგემრიელესი ხაჭაპურები.სამკუთხედის ფორმის.70 თეთრის ღირებულების.და ყველით გაძეძგილი.(მარტო მაგის დასაგემოვნებლად ღირს მანდ ასვლა:)))და სენდვიჩები დახრუკულ უგემრიელეს პურში.ფასი 1.50.ყავა ღირს 2 ლარი ჩაი 1 ლარი. ხინკალი 50 თეთრი.მოკლედ საქეიფოდ არაჩვეულებრივი ადგილია და სამომავლოდ კარვული ქალაქის იდეა ისევ ძალაშია.ამავე ტერიტორიიდან შეიძლება გასვლების მოწყობა ანანური-ფასანაური-ავენისიკენ.(სამარშრუტოებით) და ირგვლივ ფეხით,არაჩვეულებრივი მწვანედ შეფერილი მთების დასალაშქრად.
ფოტოები იხილეთ პირწიგნაკზე ან ჩემს ან თიო ბეგოიძის გვერდებზე

ახლა პაწას დავისვენებ.მერე კიდევ დავწერ.
