კინტრიშის დაცული ტერიტორიები

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
კინტრიშის დაცული ტერიტორიები

Post by Kakha » 30 ივლ 2010, 12:34

დაცული ტერიტორიების სააგენტომ მოყვარულ ფოტოგრაფთა ტური (ცხადია ფოტოტური) მოაწყო კინტრიშის დაცულ ტერიტორიაში (ნაკრძალში). სულ ხუთნი ვიყავთ. მათ შორის ჩემდა გასახარად მეც მოვხვდი.

ჩვენი გადაღებული ფოტოები გადავეცით დაცული ტეროტორიების სააგენტოს რომელიც მათ დაბეჭდავს და ბათუმის ბულვარში გამოფენს, რომ ხალხს კინტრიშის მოსანახულებლად მადა გაუღვიძოს. გარდა ამისა სანამ იქ ვიყავით ტელევიზიაც დაპატიჟეს ინტერვიუების ჩამოსართმევად და ასევე კინტრიშის პოპულარიზაციის მიზნით.

გავედით პარასკევს 23 ივლისს, საღამოს 6 საათზე. დაცული ტეროტორიების სააგენტოს თავჯდომარის მოადგილემ ლაშა მოსწრაფიშვილმა წაგვიყვნა პირადად. სადღაც 5 საათში ჩავედით ქობულეთში სადაც ღამე სააგენტოს ქობულეთის ოფისში გავათიეთ (რამდენიმე ოთახი აქვთ სტუმრებისათვის).

შაბათს დილიდან გავემგზვრეთ კინტრიშის დაცული ტერიტორიისაკენ (ნაკრძალისაკენ). გზად გადავიღეთ კინტრიშის ხეობის ორივე თაღოვანი ხიდი (ასეთ ხიდებს როგორც წესი თამარის ხიდებს ეძახიან და არც კინტრიშის ხიდებია გამონაკლისი). შემდეგ ვნახეთ კოლხური ბზების რელიქტური კორომი და მცირე ჩანჩქერი. ტელევიზიაც ამოვიდა და ჩაგვწერა.

ამასობაში შუადღეც დადგა. გეგმის მიხედვით უნდა კიდევ უფრო ღმვად შესულიყავით ხოებაში და იქ დავბანაკებულიყავით. მაგრამ კარგა მაგრა გაწვიმდა. ამიტომ გეგმები შეიცვალა და გავჩერდით კინტრიშის ნაკრძალის რეინჯერების სახლში - აქაც სტრუმრებისათვის ოთახები აქვთ.

დილაუთენია (4 საათზე) გავედით სოფელ ხონოსკენ. ხინომდე მანაქნა მიდის. მერე კი მხოლოთ ფეხით ან ცხენით. ხინოში 6 საათსათვის ვიყავით. ჰოდა დავიძარით ჩვენი ტურის მთავრი სანახობისაკენ - ტბიყელის ტბისკენ, რომელიც 2200 მეტრზეა ზღვის დონიდან (ალპიურ ზონაშია) და მისი არც თუ ისე ბევრო ფოტო გვაქვსო, როგორც სააგენტოს წამომადგენლებმა გითხრეს.

ხინოდან ტბიყელის ტბამდე 12 კილომეტრია, თუმცა რეინჯერი რომელიც გამოგვყვა ირწმუნებოდა 16-იაო. მგონია მაინც 12 კილომეტრია, მაგრამ სულ (სულ!) აღმართი და ალბათ ამ თორმეტი კილომეტირის მანძილზე 1200 ან 1500 მეტრი მაინც ავკრიფეთ.

გზის დიდი ნაწილი ტყეში მიდის. ტყე უზარმაზარი წიფლნარია და წაბლნარია. ამოდენა წილფლის ხეები სხვაგან მგონი არც მინახავს. თანაც გაითვალისწინეთ, რომ ძალზე, ძალზე დიდი სინესტეა, ამიტომ ყველაფერი ზურმუხტისფერი მწვანეა და ყველაფერს ხავსი აქვს მოდებული.

დაახლოებით 7 საათის შემდეგ მივაღწიეთ ტბას. სურათEბი გადავუღეთ და უკან დავიწარით. საღამოს 9 საათისათვის ისევ ხინოში ვიყავით. წავავახშმეთ და დავიძარით რეინჯერების სახლისკენ, სადაც ლაშა მოისწარფიშვილი გველოდ. იქ 12-ზე ვიყავით. თბილისაკენ დავიძარით. სადღაც დილის შვიდის ნახევარზე სახლში ვაიყავი.

ჩემი გადაღებული ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ აქ http://picasaweb.google.com/kakha.khims ... ectedArea#

ბოლოსტიყვა: თუ მოხვდით ქობულეთისკენ ნუ დაიზარებთ და კინტრიშის ნაკრძალამდე მაინც ადით. ნახავთ ულამაზეს ხიდებსა და ბზის კორომს. და საერთოდ ბევრ სიმწვანესა და ლამაზ ტყეებს.

ტბიყელზე ერთ დღეში ასვლა და ჩამოსვლა კი შესაძლებელია, მაგრამ ძალზე დამღლელი. ალბათ ორდღიანი ჯობია.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კინტრიშის დაცული ტერიტორიები

Post by Naia » 30 ივლ 2010, 13:14

Kakha
რა კარგია, რომ თემა გახსენი და შენი რჩევები გაგვიზიარე. აგვისტოში ან სექტემბრის დასაწყისში ვფიქრობ კინტრიშის დაცული ტერიტორიების დალაშქვრას და სწორედ მაგ ტბის ამბავი მაინტერესებდა :)

ანუ 2 დღეში თავისუფლად მოესწრება ხო? ბილიკი მონიშნულია? ანუ მეგზური გვჭირდება თუ ჩვენითაც გავიგებთ გზას? ტბიყელამდე სოფ. ხონოდან უნდა მიხვიდე? ხონოში მოხვედრა როგორ შეიძლება? სარეისოები დადის?

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
კინტრიშის დაცული ტერიტორიები

Post by Kakha » 30 ივლ 2010, 14:38

Naia
ხინოში (ხინო და არა ხონო, როგორც შენ დაწერე) სარეისოები არ დადის. 1985 წელს საოცარი დიდთოვლობა ყოფილა, ისეთი რომ კინტრიშის ხეობის სიღრმეში არსებული ხუთი სოფლიდან ერთ-ერთი მესხის ქედი ზვავმა მთლიანად გაანადგურა. სხვა სოფლებშიაც რამდენიმე სახლი წაიღი და მაშინვე ხუთივე სოფელი უფრო ქმემოთ, ქობულეთის მიდამოებში ჩამოასხლეს. ამოტინ ახლა ეს უფრო ნასოფლარებია, ვიდრე სოფლები. თუმცა ზოგიერთში თოთო-ოროლა მოსხლე კიდევაა შემოჩენილი, ზოგაც რამდენიმე ოჯახი ზაფხულში ამოდის.

წესი სააგენტოსა და ნაკრძალის დირექციას სეთი აქვს დადგენილი უნდა აიყვანო რეინჯერი რომელიც გაგყვება (ერთი დღე 30 ლარი). სხვანაირად არ გიშვებენ.

რაც შეეხება ბილიკის მონიშვნას. კია რამდენიმე ადგილას მონიშნული, მაგრამ ნიშნები აშკარად არაა საკმარისი და ერთი-ორ ადგილას შეგიძლიათ გაგიჭირდეთ სწორი მიმართულების არჩევა.

გარდა ამისა, გამოცდილი რეინჯერი, სწორედ იმ მესხის ქედში დაბადაებული და გაზრდილი კაცი, ბატონი ბიჭოკო იმას ამბოდა რომ თუ ნისლი ჩამოწვა ძალზე გამიჭირდება გზის გაგნებაო. არადა ნისლი იქ ჩვეულებრივი ამბავია. მე რაც ვნახე, დილას, 6 საათზე, რომ დავიწყეთ ასვლა, ნისლი ფეხდაფეხ მოგყვებოდა და გაჩერდა ტყის ზედა ზვარზე. ანუ ალპიურ ზონაში რომ გავედით ქვემოთ ყველაფერი თეთრ ღრუბელში იყო გახვეული, ჩვენ კი ალპიურ ზონაში მყოფები მზის ქვეშ ვიყავით. ეს ღრუელი არც დაშლილა, როგორც ზღვა ისე იყო გართხული ჩვენს ქვემოთ.

ხინომდე ორხიდიანი მანქანა დაგჭირდებათ, თუმცა ნებიმიერი ორხიდიანი მოვა. ანუ განსაკუთრებული გამავლობა არაა საჭირო.

ჰო მართლა, ქობულეთიდან ხინომდე მანქანით 50 კილომტრამდეა, და ამ მანძილის დასაფარად ორხიდინაი მანქანით დაახლოებით სამი საათი დაგჭირდებათ.

ჩემი რჩევა ასეთი იქნება, ჯობია დაუკავშირდეთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სადაც უნდა დარეკოთ ფიფქი და ოთხჯერ რვიანი და იმათ გამოგითხოთ და შეუთანხმოთ თქვენი გასვლა.

შეგიძლიათ კაუკასიკასაც დაეკითხოთ და დახმარება სთხოვოთ, როგორც სხვა ნაკრძალის დირექტორს და კინტრიშის ნაკრძალის დირექტორის კოლეგას. მით უმეტეს რომ კაუკასიკას და ჩვენთან იყო.

გაითვალისწინეთ, რომ მთელ გზაზე მხოლოდ ერთ ადგილასაა წყალი და მერე ტბა. ტბის წყალი დავლიეთ, მოულოდნელად აღმოჩნდა ძალზე თბილი და უგემური.

საბოლოო რჩევა ასეთია ხინოში უნდა იყოთ დილას ადრიანად (ან წინა საღამოს უნდა ახვიდეთ ხეობის თვალიება თვალიერებით). იქ ღამე გაათიოთ კარვებში და დილაუთენია გაუყვეთ გზას. დაბრუნდებით ალბათ შებინდებისას, როგორც ჩვენ. ისევ იქ იქ გაათევთ ღამეს და მეორე დილას გმობრუნდებით.

როცა დავწერე ორდღიანი ჯობია-თქო შემდეგი ვიგულისხმე: როცა ალპიურ ზონაში ახვლათ, ერთ მიტოვებულ სახლს დაინახავთ. სადღაც იქვე წყაროც ყოფილა (ჩვენ იქ არ მივსულვართ, რადგან ამისვთვის დამატებით ერთი საათი უნდა გვევლო). ჰოდა ჩემი ზარით და ეს ვუთხარი ლაშა მოსწარფიშვილს, რომელმაც მითხრა, რომ ისიც ასევე ფიქრობს კარგი იქნება თუ იმ ოდას სააგენტო შეიძენს და იქ ტურისტთა თავშესაფარს მოაწყობს. ასე დაახლოებით ნაშუადღევს მოაღწევდი თავშესაფრამდე და მერე არჩევანი იქნებოდა ან იქვე დარჩენლიყავი და გარემოთ დამტკბარიყავი, ან ბარგი დაგეყარა გადასულიყავი ტბაზე აუჩქრებლად გადაგეღო სურათები და საღამოსთვის დაბრუნებულიყავით თავშესაფარში. მოკლედ ჯერ-ჯერობით ასეთი სერვისი არაა და როდის იქნება არც ისაა ცნობილი.

სულ დამავიწყდა, შეგიძლიათ ცხენი დაიქირავოთ ბარგისთვის.

თუ რამ კითხვები გექნება გამოუშვი, ეგება შევძლო პასუხის გაცემა.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კინტრიშის დაცული ტერიტორიები

Post by Naia » 30 ივლ 2010, 15:08

Kakha
დიდი მადლობა ამომწურავი ინფორმაციისთვის. აუცილებლად შევეხმიანები დაცულ ტერიტორიებს :)

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
კინტრიშის დაცული ტერიტორიები

Post by Kakha » 28 სექ 2010, 14:07

თავის დროზე დავწერე, რომ ჩვენს მიერ გადაღბული სურათები უნდა გამოფენილიყო ბათუმის ბულვარში, ჩატარებულიყო კონკურსი და საუკეთსო ფოტოს ავტორი დაჯილდოვებულიყო.

რომ ძალზე არ გავაგრძელო, ბათუმში ფოტოების გამოფენა ვერ მოხრეხდა.

კონსკურსი ჩატარდა თბილისში, შერატონ მეტეხი პალასში დღეს. კონკურსის თავჯდმოარე იყო იური მეჩითოვი.

გამარჯვებული გამოვლინდა - საუკეთსო სურათად აღიარეს მარიამ სულამანიძის (კაუკასიკას დის) ფოტო.

ვულოცავ!

სხვათაშორის მშვენიერი პრიზი ერგო - საგზური ფიჩორის ნაკრძალში. წელიწადის ამ დროს მშვენიერი უნდა იყოს.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კინტრიშის დაცული ტერიტორიები

Post by Mta Mkvarebia » 28 სექ 2010, 17:06

მარი, აქაც გილოცავ :*, ძალიან სასიამოვნო ამბავია, ძალიან მაინტერესებს გამარჯვებული ფოტო. :D
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კინტრიშის დაცული ტერიტორიები

Post by guruli » 28 სექ 2010, 22:31

გამარჯვებული გამოვლინდა - საუკეთსო სურათად აღიარეს მარიამ სულამანიძის (კაუკასიკას დის) ფოტო.
გილოცავ. ეს ერთი და სხვა მრავალი.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კინტრიშის დაცული ტერიტორიები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 ოქტ 2010, 01:52

Kakha wrote:გამარჯვებული გამოვლინდა - საუკეთსო სურათად აღიარეს მარიამ სულამანიძის (კაუკასიკას დის) ფოტო.

ვულოცავ!
აი, ყოჩაღ.
გილ20ავ მარი.
იმედია, ფიჩორი-პალიასტომიდანაც წარმატებულ ფოტოებს ჩამოიტან.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]