კინტრიშის დაცული ტერიტორიები
Posted: 30 ივლ 2010, 12:34
დაცული ტერიტორიების სააგენტომ მოყვარულ ფოტოგრაფთა ტური (ცხადია ფოტოტური) მოაწყო კინტრიშის დაცულ ტერიტორიაში (ნაკრძალში). სულ ხუთნი ვიყავთ. მათ შორის ჩემდა გასახარად მეც მოვხვდი.
ჩვენი გადაღებული ფოტოები გადავეცით დაცული ტეროტორიების სააგენტოს რომელიც მათ დაბეჭდავს და ბათუმის ბულვარში გამოფენს, რომ ხალხს კინტრიშის მოსანახულებლად მადა გაუღვიძოს. გარდა ამისა სანამ იქ ვიყავით ტელევიზიაც დაპატიჟეს ინტერვიუების ჩამოსართმევად და ასევე კინტრიშის პოპულარიზაციის მიზნით.
გავედით პარასკევს 23 ივლისს, საღამოს 6 საათზე. დაცული ტეროტორიების სააგენტოს თავჯდომარის მოადგილემ ლაშა მოსწრაფიშვილმა წაგვიყვნა პირადად. სადღაც 5 საათში ჩავედით ქობულეთში სადაც ღამე სააგენტოს ქობულეთის ოფისში გავათიეთ (რამდენიმე ოთახი აქვთ სტუმრებისათვის).
შაბათს დილიდან გავემგზვრეთ კინტრიშის დაცული ტერიტორიისაკენ (ნაკრძალისაკენ). გზად გადავიღეთ კინტრიშის ხეობის ორივე თაღოვანი ხიდი (ასეთ ხიდებს როგორც წესი თამარის ხიდებს ეძახიან და არც კინტრიშის ხიდებია გამონაკლისი). შემდეგ ვნახეთ კოლხური ბზების რელიქტური კორომი და მცირე ჩანჩქერი. ტელევიზიაც ამოვიდა და ჩაგვწერა.
ამასობაში შუადღეც დადგა. გეგმის მიხედვით უნდა კიდევ უფრო ღმვად შესულიყავით ხოებაში და იქ დავბანაკებულიყავით. მაგრამ კარგა მაგრა გაწვიმდა. ამიტომ გეგმები შეიცვალა და გავჩერდით კინტრიშის ნაკრძალის რეინჯერების სახლში - აქაც სტრუმრებისათვის ოთახები აქვთ.
დილაუთენია (4 საათზე) გავედით სოფელ ხონოსკენ. ხინომდე მანაქნა მიდის. მერე კი მხოლოთ ფეხით ან ცხენით. ხინოში 6 საათსათვის ვიყავით. ჰოდა დავიძარით ჩვენი ტურის მთავრი სანახობისაკენ - ტბიყელის ტბისკენ, რომელიც 2200 მეტრზეა ზღვის დონიდან (ალპიურ ზონაშია) და მისი არც თუ ისე ბევრო ფოტო გვაქვსო, როგორც სააგენტოს წამომადგენლებმა გითხრეს.
ხინოდან ტბიყელის ტბამდე 12 კილომეტრია, თუმცა რეინჯერი რომელიც გამოგვყვა ირწმუნებოდა 16-იაო. მგონია მაინც 12 კილომეტრია, მაგრამ სულ (სულ!) აღმართი და ალბათ ამ თორმეტი კილომეტირის მანძილზე 1200 ან 1500 მეტრი მაინც ავკრიფეთ.
გზის დიდი ნაწილი ტყეში მიდის. ტყე უზარმაზარი წიფლნარია და წაბლნარია. ამოდენა წილფლის ხეები სხვაგან მგონი არც მინახავს. თანაც გაითვალისწინეთ, რომ ძალზე, ძალზე დიდი სინესტეა, ამიტომ ყველაფერი ზურმუხტისფერი მწვანეა და ყველაფერს ხავსი აქვს მოდებული.
დაახლოებით 7 საათის შემდეგ მივაღწიეთ ტბას. სურათEბი გადავუღეთ და უკან დავიწარით. საღამოს 9 საათისათვის ისევ ხინოში ვიყავით. წავავახშმეთ და დავიძარით რეინჯერების სახლისკენ, სადაც ლაშა მოისწარფიშვილი გველოდ. იქ 12-ზე ვიყავით. თბილისაკენ დავიძარით. სადღაც დილის შვიდის ნახევარზე სახლში ვაიყავი.
ჩემი გადაღებული ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ აქ http://picasaweb.google.com/kakha.khims ... ectedArea#
ბოლოსტიყვა: თუ მოხვდით ქობულეთისკენ ნუ დაიზარებთ და კინტრიშის ნაკრძალამდე მაინც ადით. ნახავთ ულამაზეს ხიდებსა და ბზის კორომს. და საერთოდ ბევრ სიმწვანესა და ლამაზ ტყეებს.
ტბიყელზე ერთ დღეში ასვლა და ჩამოსვლა კი შესაძლებელია, მაგრამ ძალზე დამღლელი. ალბათ ორდღიანი ჯობია.