კონტრსიურპრიზი წივწივას და Pub Crew winner-ს დაჯილდოვება21/7
Posted: 22 ივლ 2010, 14:47
გუშინდელი დღე კახისის ტბასთან დაიგეგმა. ნაიამ გვითხრა, რომ გოგას დიდი სურვილი ჰქონდა, წივწივასთვის სიურპრიზი მოეწყო, რადგან ყოველთვის სხვების გახარებას ცდილობს. შიშით მასთან ვერაფერი ვერ გითქვამს, იტყვი და ცოტა ხანში თავზე დაგადგება და რომელიმე სურვილს აგისრულებს
ხოდა ვეღარ მოვითმინეთ და გოგას გარეშე გადავწყვიტეთ სიურპრიზის მოწყობა. ვფიქრობდით რით შეიძლებოდა გაგვეხარებინა და ბოლოს გადვწყვიტეთ, გვეჩუქებინა თავისივე კოშკურა
სიურპრიზს ხუთშაბათს ვგეგმავდით, მაგრამ ოთხშაბათს გავიგეთ, რომ წივწივა ხუთშაბათს მივლინებაში მიდიოდა და ყველასთვის მოულოდნელად ოთხშაბათს გადავწყვიტეთ გეგმის განხორციელება, ისე რომ ყველა ვერ გავაფრთხილეთ და კაბებით და ქუსლიანი ფეხსაცმელებით მოუხდათ გოგოებს აღმართ-დაღმართში სიარული.
წივწივას ეგონა, ლუდის მარათონში დაჯილდოვების გულისთვის ვიკრიბებოდით და როგორც ყოველთვის დააგვიანა. მის მოსვლამდე მოვემზადეთ.
დათო თვალახვეული მოიყვანეს. ყველა ერთად ყვიროდა წივწივას, მერე ჩააქრო შუშხუნები ტორტზე, გაჭრა ლენტი და კოშკურამაც დიდი პატივით მიიღო თავისი სახელი "წივწივას სახელობის კოშკურა", მერე ჩაგვეხუტა ყველას წივწივური ჩახუტებით მადლობის ნიშნად. ვაჩუქეთ მთასვლელის ქამარი, რომელსაც დარწმუნებული ვარ უმრავლესობა ჩავიცმევთ .
ის კი არა ფალკონმა მაშინვე იკითხა, მეც ხომ კარგად მომივაო
ძალიან ლამაზი და ხალისიანი დღე იყო. საღამოს კოშკურიდან შესანიშნავი ხედია. მთელი თბილისი ხელის გულივით ჩანს, იქიდან ჩამოსვლა აღარ მინდოდა, თანაც თქვენთან ერთად ყოფნა ხომ უზომოდ მიყვარს. სასიამოვნოა როცა გრძნობ, როგორ უყვარს ამდენ ხალხს ერთმანეთი და როგორ უხარიათ სხვისი სიხარული.
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ