კონტრსიურპრიზი წივწივას და Pub Crew winner-ს დაჯილდოვება21/7

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

User avatar
marmenio
მაწანწალა
Posts: 545
Joined: 13 აგვ 2009, 17:08
კონტრსიურპრიზი წივწივას და Pub Crew winner-ს დაჯილდოვება21/7

Post by marmenio » 22 ივლ 2010, 14:47

გუშინდელი დღე კახისის ტბასთან დაიგეგმა. ნაიამ გვითხრა, რომ გოგას დიდი სურვილი ჰქონდა, წივწივასთვის სიურპრიზი მოეწყო, რადგან ყოველთვის სხვების გახარებას ცდილობს. შიშით მასთან ვერაფერი ვერ გითქვამს, იტყვი და ცოტა ხანში თავზე დაგადგება და რომელიმე სურვილს აგისრულებს :lol:

ხოდა ვეღარ მოვითმინეთ და გოგას გარეშე გადავწყვიტეთ სიურპრიზის მოწყობა. ვფიქრობდით რით შეიძლებოდა გაგვეხარებინა და ბოლოს გადვწყვიტეთ, გვეჩუქებინა თავისივე კოშკურა :D
სიურპრიზს ხუთშაბათს ვგეგმავდით, მაგრამ ოთხშაბათს გავიგეთ, რომ წივწივა ხუთშაბათს მივლინებაში მიდიოდა და ყველასთვის მოულოდნელად ოთხშაბათს გადავწყვიტეთ გეგმის განხორციელება, ისე რომ ყველა ვერ გავაფრთხილეთ და კაბებით და ქუსლიანი ფეხსაცმელებით მოუხდათ გოგოებს აღმართ-დაღმართში სიარული. :oops:
წივწივას ეგონა, ლუდის მარათონში დაჯილდოვების გულისთვის ვიკრიბებოდით და როგორც ყოველთვის დააგვიანა. მის მოსვლამდე მოვემზადეთ.
დათო თვალახვეული მოიყვანეს. ყველა ერთად ყვიროდა წივწივას, მერე ჩააქრო შუშხუნები ტორტზე, გაჭრა ლენტი და კოშკურამაც დიდი პატივით მიიღო თავისი სახელი "წივწივას სახელობის კოშკურა", მერე ჩაგვეხუტა ყველას წივწივური ჩახუტებით მადლობის ნიშნად. ვაჩუქეთ მთასვლელის ქამარი, რომელსაც დარწმუნებული ვარ უმრავლესობა ჩავიცმევთ . :lol:
ის კი არა ფალკონმა მაშინვე იკითხა, მეც ხომ კარგად მომივაო :lol:

ძალიან ლამაზი და ხალისიანი დღე იყო. საღამოს კოშკურიდან შესანიშნავი ხედია. მთელი თბილისი ხელის გულივით ჩანს, იქიდან ჩამოსვლა აღარ მინდოდა, თანაც თქვენთან ერთად ყოფნა ხომ უზომოდ მიყვარს. სასიამოვნოა როცა გრძნობ, როგორ უყვარს ამდენ ხალხს ერთმანეთი და როგორ უხარიათ სხვისი სიხარული.


მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ
Last edited by marmenio on 03 აგვ 2010, 23:02, edited 2 times in total.

User avatar
marmenio
მაწანწალა
Posts: 545
Joined: 13 აგვ 2009, 17:08
კონტრსიურპრიზი წივწივას და Pub Crew winner-ს დაჯილდოვება21/7

Post by marmenio » 22 ივლ 2010, 14:57

ამავე საღამოს მოეწყო PUB CREW-ს გამარჯვებულების დაჯილდოვება და უფრო მეტ დეტალებს ნინი დაწერს :wink:

მე არ მქონია ფოტო აპარატი და სურათებს ველოდები.

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
კონტრსიურპრიზი წივწივას და Pub Crew winner-ს დაჯილდოვება21/7

Post by MIRANDA » 22 ივლ 2010, 14:58

გენაცვალეთ!!!

ძალიან სასაცილო იყო... მე ამ ყველაფრის შესახებ ვიცოდი, მაგრამ ზუსტად იმ დროს როცა თქვენ პუშკინის სკვერში იკრიბებოდით, მე ვერის ბაღში უნდა მივსულიყავი შეკრებაზე... ვდგავართ, ვსაუბრობთ სვანეთში რა წავიღოთ, ვის რამდენ ადგილიანი კარავი აქვს და ა.შ. და უცებ ვის ვხედავ??? - წივწივას!!!

ძაააააააალიან გამიხარდა... რომ ვიცოდი, რომ კონტრ სიურპრიზზე ვერ მივდიოდი მგონი 10-ჯერ მაინც ჩავეხუტე.. თან ვერც ვერაფერს ვეუბნები.. ალბათ იფიქრა ამ გოგომ გარეკაო :D

გენაცვალეთ, მაგრები ხართ :*

User avatar
LiBrA
მაწანწალა
Posts: 834
Joined: 25 აგვ 2009, 16:32
Location: Somewhere Over the Rainbow
კონტრსიურპრიზი წივწივას და Pub Crew winner-ს დაჯილდოვება21/7

Post by LiBrA » 22 ივლ 2010, 15:26

ყველაფერი რომ წარმოვიდგინე ერთიანობაში, მე ამიჩქარდა გული, წარმომიდგენია წივწივას რა დაემართებოდა... :)

ხუთშაბათ დღეს ჯერ კიდევ კახისიდან მოყოლებული დიდი ამბით ველოდებოდი, რომ მეც ამ დიდი სიურპრიზის მონაწილე ვყოფილიყავი, მაგრამ წივწივას მოულოდნელმა მივლინებამ და ოთხშაბათმა დღემ გეგმები შემიცვალა :(

სულით და გულით თქვენთან ერთად ვიყავი...
ფოტოები მაინც მაჩვენეეეეთ რააააააააააა ...
Image

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
კონტრსიურპრიზი წივწივას და Pub Crew winner-ს დაჯილდოვება21/7

Post by meleksa » 22 ივლ 2010, 16:33

სამწუხაროდ მორიგე ვიყავი გუშინ, ძალიან მინდოდა თქვენთან ერთად ყოფნა...

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
კონტრსიურპრიზი წივწივას და Pub Crew winner-ს დაჯილდოვება21/7

Post by teo- » 03 აგვ 2010, 22:04

სურათები დაიდოს


:ბოღმმა :
არა ექსკურსიას! Image










ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]