ხალისიანად და მხიარულად ჩავატარეთ წუხანდელი საღამო და ღამე, ნამდვილად არ მეგონა ასე თუ გავერთობოდით


ახლა კი მივყვეთ ქრონოლოგიურად: შევიკრიბეთ სიონთან, თავდაპირველად მე და ლიბრა, შემდეგ მარმენიო და თემო მოვიდნენ, ცოტახანში ბასილა შემოგვიერთდა, მერე მონადირემ დაგვირეკა აგერ ვარო და ყველაზე გვიან კი წივწივა და თამუნა გუდარეხი გვეწვივნენ.
შევლაგდით ლუდსახარშ კაიზერში და დაახლოებით საღამოს 9 საათზე შეჯიბრი გახსნილად გამოცხადეთ


განვაგრძეთ გზა ანჩისხატისკენ ბარ "ჰანგარში", იქ უმეტესობამ დავაგემოვნეთ გინესი და მოვიხიბლეთ ბარის ინტერიერით, ჭერზე სათამაშო თვითმფრინავების საკმაოდ დიდი კოლექცია იყო შეფენილი

შემდეგი დანიშნულების პუნქტი გვქონდა ბარი დუბლინი, პეროვსკაიაზე, რადგან ფეხით ვერ მოვასწრებდით მისვლას დავიჭირეთ ტაქსი რომელმაც თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა 10 ადამიანის მოთავსებისა ერთ მანქანაში


ბარ დუბლინიდან ფეხით ჩავუყევით კოსტავას, წივწივამ და თემომ ვერის ბაღში თითო კათხა ჩამოსასხმელი ლუდი, სავარაუდოდ ნატახტარი მიირთვეს


ვიდეო მასალები უკვე კარგად შევისწავლე და ახლა ველი ფოტომასალებსაც სულმოუთქმელად
