
გუშინ, ხუთშაბათს, საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (მის: ლ.გუდიაშვილის 7 , კ.თ. "რუსთაველის" უკან.) გაიხსნა ფოტოგამოფენა-აქცია "გადავარჩინოთ ტაო-კლარჯეთის ძეგლები"
სახელწოდებით "ოშკი და ხანძთა, უწინ და ახლა", რომლის მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ტაო-კლარჯეთის ძეგლების სავალალო მდგომარეობაზე ყურადღების გამახვილება.
გამოფენაზე წარმოდგენილია ა.წ. 14-16.05.10 - ტაო-კლარჯეთში გასვლა-ექსპედიციის მონაწილეების ფოტოები. ეს გასვლაც სწორედ ამ მიზნით განხორცილდა, რათა მათ ფოტოზე დაეფიქსირებინათ ისტორიული საქართველოს ძეგლების - ოშკის და ხანძთას დღევანდელი მდგომარეობა.
იხ. ამ გასვლის ბმული სამომავლო გეგმებში:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4210
ასევე იხ. განხორციელებული გასვლის ბმული:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4229
გამოფენა გასტანს 5 ივლისამდე.
გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოების ავტორები არიან: ნინი არაბული, გელა არაბული, ნინო მარდალეიშვილი, ვალერი მარდალეიშვილი, მარეხ ადანია, სოფო ადანია, ალექსანდრე ახალაია, გოგა ჩანადირი, მარი დავითაია, ეკა თოდუა, ფრანსის პრიმერსკი, ლიკა ტოგონიძე, ვანო ნაზღაიძე, ცირა ვახანია, თეო ხმალაძე, ნინო მაღრაძე, მარი ბერიშვილი, ეკა დურგლიშვილი, ოთო ჭუმბურიძე, ივანე გოლიაძე.
გუშინ საგამოფენო დარბაზში ფოტოების დამთვალიერებლებში კარველები ჭარბობდნენ

აი ისინიც:







ფოტოებსაც გადავუღე, მაგრამ რად გინდა, აი ასეთი ხარისხით გამოვიდა:




