Page 1 of 1

"მთის საჩუქარი ბარს" 26.06.10.

Posted: 01 ივლ 2010, 10:37
by Mta Mkvarebia
Image
www.paata.ge

2010 წლის 26 ივნისს ტურისტული კომპანია თებულოტურმა (პაატა.ჯი)ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ მზიურში, გაიმართა საღამო -

მთის საჩუქარი ბარს

საღამში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს მთის რეგიონში მცხოვრები პოეტები, მომღერლები, მოცეკვავეები, ფოლკლორისტები. წარმოდგენილი იყო საქართველოს მთიანეთისათვის დამახასიათებელი ხალხური რეწვის ნიმუშები. გაიმართა დები გოგოჭურების მუსიკალური ალბომის პრეზენტაცია.

2007 წლიდან თბილისში, ნოდარ დუმბაძის ბავშვთა ქალაქ "მზიურში", ტრადიციულად, ყოველ 26 ივნისს ტარდება "ხევსურული საღამო მზიურში" . საღამოს საფუძველი ინტერნეტ-ფორუმმა "კარავი.ჯი" ჩაუყარა.

საღამოში ხევსური მომღერლების, პოეტების, სახალხო მთქმელებისა და მოცეკვავეების გარდა საქართველოს მთის რეგიონის ყველა კუთხის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ვინაიდან საღამოზე ხევსურეთის გარდა მთელი საქართველოს მთიანეთია წარმოდგენილი, საღამოს დაერქვა “მთის საჩუქარი ბარს”.
ღონისძიების მიზანია პოპულარიცაზია გაუწიოს მთის კულტურას, გააცნოს თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს მთის ფოლკლორი. ხელი შეუწყოს მთაში ტურიზმის განვითარებას.
საღამოს დევიზია - თუ თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ვერ მიდიან მთაში, მთა თავად მოდის მათთან!

კარველებმა წელსაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ამ ღონისზიებაში. მათი თაოსნობით შეგროვდა ხელმოწერები თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ხევსურული კოშკის აშენების სურვილით. ამ მიზნით კარველების ერთი ნაწილი პარკის ტერიტორიაზე დადიოდა და საღამოს მაყურებლებს აწვდიდა ინფორმაციას იდეის შესახებ და სურვილის შემთხვევაში, ხელმოსაწერ მაგიდასთან მოყავდა, სადაც კარველების მეორე ნაწილი ხელმოწერებს აგროვებდა. სულ 1008 ხელმოწერა შეგროვდა. მეტიც შეგროვდებოდა, მაგრამ მეტი ფურცლები არ გვქონდა.

კოშკის აგების იდეა კარველებს ჯერ კიდევ 2 წლის წინ გაუჩნდათ და ამ თემაში იხვეწებოდა და მწიფდებოდა:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=1635


ზემოთმოტანილი მიზეზის გამო სცენაზე რა ხდებოდა, თვალს ვერ ვადევნებდი. თუმცა ძალიან საინტერესო საღამო რომ იყო, ამას ხალხის შეძახილები და რეაქციაც მოწმობდა.

ფოტოებიც ძირიტადად ხელმოწერების მაგიდასთან და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ კარველებს გადავუღე.

სხვა, სცენაზე გადაღებულ ფოტოებსაც დადებს ალბათ.

ეს კი რაც ჩემს აპარატში აღმოვაჩინე:

"მთის საჩუქარი ბარს" 26.06.10.

Posted: 01 ივლ 2010, 11:02
by Mta Mkvarebia
მუშაობის პროცესში :):
Image

Image

Image

Image

გოგა კოშკის აგების იდეას აცნობს ხალხს.
Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

"მთის საჩუქარი ბარს" 26.06.10.

Posted: 01 ივლ 2010, 11:09
by Mta Mkvarebia
ფიცხელაურების ოჯახის მეტი იმ დღეს თურმე თითქმის არავინ გადამიღია :) ისე იშვიათად ვნახულობ, მომავალ შეხვედრამდე და ფოტოსესიამდე, ეს მათი ფოტოები კი იქნება საკმარისი ;)
Image


Image


Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

"მთის საჩუქარი ბარს" 26.06.10.

Posted: 01 ივლ 2010, 11:25
by Mta Mkvarebia
Image

Image

Image


Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

"მთის საჩუქარი ბარს" 26.06.10.

Posted: 01 ივლ 2010, 11:44
by Mta Mkvarebia
Image

Image

Image

Image

Image

უკვე ყველა ხელმოწერა შეგროვებულია
Image

Image

Image

საღამო პუშკინის "შემოიხედეში" გავაგრძელეთ

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

ესაა სულ :)

"მთის საჩუქარი ბარს" 26.06.10.

Posted: 01 ივლ 2010, 12:09
by Hereti
არაჩვეულებრივი დრე იყო მართლაც

"მთის საჩუქარი ბარს" 26.06.10.

Posted: 01 ივლ 2010, 12:23
by lama
ძალიან კარგი დღე იყოოო

ამდენი კაი ხნის უნახავი მეგობრები ვნახე....

გაიხარეთ!!!!!

და კიდევ ...

კაი საქმე გაკეთდა

თუ არ ვცდები სადღაც 500-მდე ხელმოწერა შეგროვდა (ხევსურული კოშკის დადგმაზე ეთნოგრაფიულ მუზეუმში)

რა ხდება ამ საკითხზე?

დაადგება საშველი?

"მთის საჩუქარი ბარს" 26.06.10.

Posted: 01 ივლ 2010, 12:41
by Mta Mkvarebia
lama wrote:თუ არ ვცდები სადღაც 500-მდე ხელმოწერა შეგროვდა (ხევსურული კოშკის დადგმაზე ეთნოგრაფიულ მუზეუმში)
lama
სად გეცალა ამ თემის პირველი წერილის წასაკითხად? :wink: . "დაბომბვის" თემაში ხომ ვეღარ იაქტიურებდი მერე:
Mta Mkvarebia wrote:... სულ 1008 ხელმოწერა შეგროვდა. მეტიც შეგროვდებოდა, მაგრამ მეტი ფურცლები არ გვქონდა...

"მთის საჩუქარი ბარს" 26.06.10.

Posted: 01 ივლ 2010, 12:43
by lama
Mta Mkvarebia
:oops: :oops: :oops: :oops: :oops:

გაიხარე :)

ხო კიდევ რა მინდა ვთქვა კი არა და გკითხო :)

რა ეშველება ამ საქმეს?

ხელმოწერები მხოლოდ?

"მთის საჩუქარი ბარს" 26.06.10.

Posted: 01 ივლ 2010, 12:46
by Mta Mkvarebia
lama
იმავე პირველ წერილში რომ ბმული დავდე, იმ თემაში გოგა წერდა:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:2შაბათს ან 3შაბათს ამ ფურცლების ასლებს გადავიღებთ და 2გინალს თბილისის მერს გიგი უგულავს, 1 პირს კი ეროვნული მუზეუმის დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს გავუგზავნით.
ძნ დიდი იმედი მაქვს, იდეა გახორციელდება თბილისს კიდევ 1 შესანიშნააააავი ნაგებობა შეემატება, თუშ-ფშავ-ხევსურეთს კი სტუმარი მოუმრავლდება
დეტალურად კი დღეს შეგვიძლია ვკითხოთ ამის შესახებ :)

"მთის საჩუქარი ბარს" 26.06.10.

Posted: 02 ივლ 2010, 21:44
by paata_

"მთის საჩუქარი ბარს" 26.06.10.

Posted: 04 ივლ 2010, 10:50
by lika-li
Mta Mkvarebia

ლიკა, დიდი მადლობა ფოტოებისთვის ჩემო კარგო :):*

რა კარგი დღე იყო, იმდენი საყვარელი ადამიანი გნახეთ და თანაც იმდენი ხნის უნახავები, ისეთი მონატრებულები, რომ ძალიან ვისიამოვნე ამ დღით.

საღამოც ძალიან კარგი გამოვიდა, მოკლედ ყველაფერი იყო რაღაც არაჩვეულებრივი :)

"მთის საჩუქარი ბარს" 26.06.10.

Posted: 06 ივლ 2010, 02:50
by tamuna_gudarexi
ძალიან კარგი საღამო იყო!
მოვირბინე დაგვინებით, გამგზავრებამდე კარაველებს ვნახავ და დავემშვიდობები-მეთქი, ხევსურული საღამოთიც დავტკბებოდი...
თითქმის მაშინვე, როგორც კი ფეხი შევდგი მზიურში, გამარჯობა საქართველომ ჩამავლო ხელი და ხელმოწერების მაგიდასთან გამამწესა :)
ჰოოოდა, ძალიან კმაყოფილი ვარ!
რა უცებ შეგროვდა ხელმოწერები!
ყოჩაღ, მეგობრებო, ყოჩაღ ;) ძალა ერთობაშია!
დარწმუნებული ვარ, ეს დიდებული ინიციატივა წარმატებით განხორციელდება.

წასვლის წინ დადებითად დავიმუხტე თქვენგან...
მომენატრეთ!