დიდი ხანია ჩვენს საყვარელ ადმინს სურპრიზის მოწყობას ვუპირებდით, ჩვენი დიდი სიყვარულის და მადლიერების გამოსახატად, რომ ამდენი ასეთი განსხვავებული, მაგრამ ერთი ჭკუის და მისწრაფებების ადამიანი ერთად შეგვყარა. თოთოეული კარველი დამეთანხმდება, რომ მათი ცხოვრება იყოფა "კარვამდე" და "კარვის" მერე პერიოდებად

და ეს მეორე პერიოდი გაცილებით უფრო ფერადოვანი, ლამაზი, შინაარსიანი, წარმოუდგენელი სიგიჟეებით და ბავშვური საქციელებით სავსეა

. სერიოზულ, ზრდასრულ, წვერებიან, 3წყვილცოლშვილან კარველს ეპატიება ბუშტებით
და სანთლებჩარჭობილი ტორტით ქუჩაში დგომა მეგობარი კარველების გასაცილებლად, , ფერადი შუშხუნების და კანფეტის წვიმის ქვეს ხტუნვა და ქაღალდის ფრანების დევნა. რადგან აქ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, აქ ყველა ერთნაირი, მისი მსგავსია "კარავზე" ყველაში იღვიძებს ჩვენი ის თვისებები, რაც გვეგონა ღრმა ბავშვობაში დავტოვეთ

.
რა თქმა უნდა კარველობა მხოლოდ ამით არ გამოიხატება, და "კარავი" სხვა ერთმანეთზე უკეთეს პერსპექტივებს გვთავაზობს, ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ამდენი ლამაზი ადგილი, საქართველოს მიუწვდემელი კუთხე-კუნჭული კარვამდელ პერიოდსი ნაკლებად თუ მოგინახულებით

. ჰოდა ამ ყველაფრისთვის ვისი მადლიერი უნდა ვიყოთ თუ არა გვალვასი? ამიტომაც გვინდოდა მისთვის სურპრიზის მოწყობა. თუმცა არ ვიცი ჩვენი ჩანაფიქრით მადლიერება როგორ გამოვხატეთ, მადლიერება კი არა, ალბათ უფრო გული გავუხეთქეთ 40 ადამიანი რომ დავადექით თავზე გაფრთხილების გარეშე

მაგრამ ერთი კი ვიცი, გუშინდელი დღე ასე ადვილად არ დაავიწყდება არც ლელას და არც მის დას ნინოს

.
იდეა წივწივასი იყო. ავიტაცეთ და გავაცანით იმ კარველებს ვინც სკაიპ-კონფერენციების დროს ქსელში მოვიხელთეთ, მაგრამ ამდენი ადამიანი თუ შეიკრიბებოდა საბოლოოდ მაინც არ მეგონა

. აუცილებელი ატრიბუტი გვირილების ან მინდვირს ყვავილების თითო თაიგული იყო
ესეც შეხვედრის ადგილას:
კარვის სამარხვო ტორტიც გვქონდა, აბა :0 ამაზე წივწივამ იზრუნა
