Page 1 of 2

1 ივნისი დიღმის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან ერთად

Posted: 01 ივნ 2010, 23:59
by ნინი_85
ძალიან მხიარული საღამო გამოგვივიდა, მადლობა ყველას, არ მეგონა ამდენნი თუ მოვგროვდებოდით და ამდენ ბავშვს ერთ ხალისიან საღამოს ვაჩუქებდით, გადაღლილი ვარ ემოციებით, თემა რომ არ გამეხსნა ვერ მოვისვენებდი...
როგორი თბილები და საყვარლები არიან ყველანი, რამდენი ლექსები სცოდნიათ... მართალია ლექსის თქმაში ვერ შევეჯიბრე პატარებს ბექას მსგავსად, სამაგიეროდ ტორტის შიშველი ხელებით "მოპირკეთებაში" იცოცხლე, არ მყავდა ბადალი :lol:

ძალიან ძალიან კარგები არიან რა ვქნა, ყველანი დიდი სიყვარულით მოგიკითხეს და გვთხოვეს შემდეგში რომ მოხვალთ ერთიც არ გაკლდეთ და დანარჩენებიც წამოიყვანეთ, განსაკუთრებული თხოვნა იყო მელექსაზე :D

შემდეგში როდის წავალ მე პირადა არ ვიცი, თუმცა აუცილებლად უნდა მივიდე, ჩემი 40 ზომა კეტები და დიკლოს 44 ზომა ნასკები (გოგა, ქართული შესატყვისი არ ვიცი ნამდვილად, ვიკითხე და ვერავინ მიპასუხა, მოწმეებიც მყავს :) ) მაქვს დასაბრუნებელი :D

დაბოლოს, ასეთი სურვილი გამიჩნდა, როცა ძალიან გადაღლილები არ ვიქნებით, სამსახურის მერე თუნდაც 1 საათით გზად რომ შევუაროთ პატარებს, ჩვენც დიდ სიამოვნებას მივიღებ და იმათაც მცირედ სიხარულს მივანიჭებთ...
ახლა კი, გადმოალაგეთ თქვენი ემოციები :)

1 ივნისი დიღმის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან ერთად

Posted: 02 ივნ 2010, 00:36
by Ninukala
ნინი_85
ნინ... ძალიან მინდა პატარების გაცნობა... ძალიან მომენატრა მათთან თამაში... შემდეგში შევეცდები ყველანაირად შემოგიერთდე... :)

1 ივნისი დიღმის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან ერთად

Posted: 02 ივნ 2010, 00:47
by marmenio
ნინი_85

გეთანხმები, ძალიან თბილი და კარგი ბავშვები არიან. როგორ არ უნდოდათ დასაძინებლად წასვლა?! მგონი თითოეულს ათჯერ გვაკოცეს. ძალით წაიყვანეს ოთახებში. არაფერი არ ავიწყდებათ. უზომოდ მგრძნობიარეები და ამავე დროს ძლიერი სულის ბავშვები არიან.

დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის.

1 ივნისი დიღმის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან ერთად

Posted: 02 ივნ 2010, 00:50
by MIRANDA
ახლა, დღეს გადაღებული ფოტოები დავათვალიერე და სურვილი გამიჩნდა, რომ ყველა იქ მყოფს ერთად დაგვეთვალიერებინა ეს ფოტოები... იქნებ იყოს კიდეც ეს შესაძლებელი? არა მგონია პროექტორი რომ ქონდეთ, მაგრამ მგონი შესაძლებელია რაიმეს მოფიქრება ამასთან დაკავშირებით...

რადგან ბავშვების ამოცნობადი ფოტოების დადება არ შემიძლია (როგორც მითხრეს), დავდებ რამდენიმე ფოტოს, რომელიც არ შემიძლია, რომ არ დავდო... ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით თუ რა ხდებოდა დღეს საღამოს დიღმის ბავშვთა სახლში... დანარჩენებს ავტვირთავ ერთად და ბმულს ამ თემაში დავდებ, მაგრამ კოდი ექნება...

ძალიან რთულია იმის სიტყვებით გადმოცემა, თუ რამდენად დიდი სითბო მივიღე ამ ბავშვებისგან. ზოგი მეტად თამამია, ზოგი მორცხვი და მორიდებული, ზოგი პრანჭია, ზოგი ხმამაღალი, ზოგი უფრო მგრძნობიარეა და ადვილად წყინს და უხარია მცირედიც კი.. მაგრამ ყველა ძალიან თბილი და მოსიყვარულეა.

რომ მოვდიოდით გვკითხეს - ხვალაც ხომ მოხვალთო. ვუთხარი, რომ ხშირად მივალ ხოლმე.

5 ივნისს (ამ შაბათს) აქვთ კონცერტი, მაგრამ ჯერ ვერ გავარკვიეთ სად. იმიტომ, რომ ამბობენ ფილარმონიასთან რომ არის სპორტის სასახლე იქო... რომ ვუთხარით ფილარმონიასთან სპორტის კი არა ჭადრაკის სასახლეაო, გვიპასუხეს - უი, ჰო, ჭადრაკის სასახლეში რომ კალათბურთის სასახლეაო... ჰოდა, მოკლედ ჯერ-ჯერობით ზუსტად არ ვიცი სად აქვთ კონცერტი. არც ის ვიცი რომელ საათზეა. მხოლოდ ის ვიცი, რომ 5 ივნისს გაიმართება. როცა მეტი დეტალი იქნება ცნობილი - დავწერ.

ე.ი. მოკითხვები დაგვაბარეს ქუდიან ბიჭთან (მელექსა), ქერა და სათვალიან ბიჭთან (ჰერეთი) და იმ ბიჭთან, რომელიც უკან იჯდაო და სახეზე "პომადა" წავუსვითო (ქსოვრელი). გვთხოვეს, შემდეგ მოსვლაზე ისინიც მოიყვანეთო.

რომ მოვდიოდით ყველას ძალიან დიდი სითბოთი დაგვემშვიდობნენ. იმდენჯერ მოდიოდნენ ჩასახუტებლად და საკოცნელად, რომ მგონი თითო ბავშვს 10-ჯერ მაინც ვაკოცე და ჩავეხუტე..

Image

Image

ეს ერთ-ერთმა ბავშვმა გადაგვიღო :)

Image

აქ კი გოლი გავიდააააააააა (გოლის ავტორი კარაველი betqila)

Image

როცა ნაწილი გარეთ ფეხბურთს თამაშობდა, დანარჩენები ტორტის მორთვით ირთობდნენ თავს

Image

მარწყვი გაარჩიეს და გაასუფთავეს ტორტის მოსართავად:

Image

მარწყვი იმდენი იყო, რომ 1-2 ცალის ჭამის უფლება ყველას გვქონდა :)

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

1 ივნისი დიღმის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან ერთად

Posted: 02 ივნ 2010, 01:17
by guruli
MIRANDA
გვიპასუხეს - უი, ჰო, ჭადრაკის სასახლეში რომ კალათბურთის სასახლეაო..
ჭადრაკის სასახლესტან - სიღრმეში მართლაცაა კალათბურთის დარბაზი, მიხეილ კეკელიძის სახელობის ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზი.
კიდევ ერთი კარგი საქმე გააკეთეთ ამჯერადაც. ღმერთი თქვენთან!

1 ივნისი დიღმის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან ერთად

Posted: 02 ივნ 2010, 01:26
by MIRANDA
ლიმონათის რიგში

Image

Image

ცოცხალი ფარი

Image

ესეც ვანსკის 2 ქულიანი :)

Image

დამშვიდობებისას

Image

1 ივნისი დიღმის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან ერთად

Posted: 02 ივნ 2010, 01:29
by MIRANDA
guruli wrote:MIRANDA
გვიპასუხეს - უი, ჰო, ჭადრაკის სასახლეში რომ კალათბურთის სასახლეაო..
ჭადრაკის სასახლესტან - სიღრმეში მართლაცაა კალათბურთის დარბაზი, მიხეილ კეკელიძის სახელობის ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზი.
კიდევ ერთი კარგი საქმე გააკეთეთ ამჯერადაც. ღმერთი თქვენთან!
უი, სწორედ ამის გარკვევას ვცდილობდი. ჭადრაკის სასახლეში რაიმე კალათბურთის დარბაზი ხომ არ არის-მეთქი... დიდი მადლობა! ახლა ყველაფერი უფრო ნათელია, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის დავაზუსტებ. მითუმეტეს კონცერტის დრო მაინც გასარკვევი გვაქვს.

1 ივნისი დიღმის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან ერთად

Posted: 02 ივნ 2010, 02:59
by MIRANDA
ესეც ბმული ყველა სურათზე :) ბმულს ადევს კოდი (www.karavi.ge)

http://allshares.ge/download.php?id=1E91D91A10

1 ივნისი დიღმის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან ერთად

Posted: 02 ივნ 2010, 08:11
by anano
ყოჩაღებოოო!!! ლამაზებო და ტკბილებო! მეამაყებით!

1 ივნისი დიღმის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან ერთად

Posted: 02 ივნ 2010, 10:37
by lama
MIRANDA wrote: დამშვიდობებისას

Image
ეს არის

უუუუუუუუუძლიერესი ფოტო

ამეტირა

სერიოზულად

მირანდა მიყვარხარ :*
: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry:

1 ივნისი დიღმის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან ერთად

Posted: 02 ივნ 2010, 10:39
by paata_
MIRANDA

პროექტორი მე მაქვს

1 ივნისი დიღმის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან ერთად

Posted: 02 ივნ 2010, 11:05
by tamuna_gudarexi
რა კარგები ხააართ!
მიყვარხართ!
მომენატრნენ ბავშვები!

1 ივნისი დიღმის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან ერთად

Posted: 02 ივნ 2010, 11:29
by MIRANDA
paata_ wrote:MIRANDA

პროექტორი მე მაქვს
გაიხარე, პაატა...

'ლეპტოპს' მე წამოვიღებ და 1 ივნისის ყველა ფოტოს... მაგრამ ნაყინობის და ექსკურსიის ფოტოებსაც თუ წამოიღებთ... ყველაფერს ერთად ვნახავთ. თან რაიმე მუსიკა დავადოთ ფონზე და აუუუუ... რა კარგი იქნება 'ფოტო-ჩვენება დიღმის ბავშვთა სახლში'.
lama wrote: ეს არის უუუუუუუუუძლიერესი ფოტო
ვანკის გადაღებულია ...

1 ივნისი დიღმის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან ერთად

Posted: 02 ივნ 2010, 12:34
by GAMARJOBA SAKARTVELO
კიდევ 1ხელ ყოჩაღ ყველას
ნინი_85 wrote:44 ზომა ნასკები (გოგა, ქართული შესატყვისი არ ვიცი ნამდვილად, ვიკითხე და ვერავინ მიპასუხა, მოწმეებიც მყავს :)
ჰაჰაა, გიჟები ხართ, :წინდაა: ქართულად.
MIRANDA wrote:
რადგან ბავშვების ამოცნობადი ფოტოების დადება არ შემიძლია (როგორც მითხრეს),
სწორია.
არაეთიკურია.
გუშინ მინდოდა, მეთქვა ეს ფოტოგრაფებისთვის და ბოლოს თავიდან ამომივარდა.
ბავშვებთან და აღმზრდელებთან წინასწარი შეთანხმებაა საჭირო.
ამ პრინციპებს ხშირად არღვევენ ტელევიზიები.
:კარავზე: ამის თაობაზე, თუ სწორად მახსოვს, საგურამოს ბავშვთა სახლიდან გაკეთებული 1-1 რეპორტაჟის შემდეგ ვიმსჯელეთ.
როგორც წესი, მე არ ან შეთანხმებით ვიღებ, ხოლმე

1 ივნისი დიღმის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან ერთად

Posted: 02 ივნ 2010, 13:53
by lama
MIRANDA
მეც ვეცდები წამოსვლას მეუღლესთან ერთად


იმედია მალევე დაიგეგმება

ეს გასვლა
:)