ახლა, დღეს გადაღებული ფოტოები დავათვალიერე და სურვილი გამიჩნდა, რომ ყველა იქ მყოფს ერთად დაგვეთვალიერებინა ეს ფოტოები... იქნებ იყოს კიდეც ეს შესაძლებელი? არა მგონია პროექტორი რომ ქონდეთ, მაგრამ მგონი შესაძლებელია რაიმეს მოფიქრება ამასთან დაკავშირებით...
რადგან ბავშვების ამოცნობადი ფოტოების დადება არ შემიძლია (როგორც მითხრეს), დავდებ რამდენიმე ფოტოს, რომელიც არ შემიძლია, რომ არ დავდო... ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით თუ რა ხდებოდა დღეს საღამოს დიღმის ბავშვთა სახლში... დანარჩენებს ავტვირთავ ერთად და ბმულს ამ თემაში დავდებ, მაგრამ კოდი ექნება...
ძალიან რთულია იმის სიტყვებით გადმოცემა, თუ რამდენად დიდი სითბო მივიღე ამ ბავშვებისგან. ზოგი მეტად თამამია, ზოგი მორცხვი და მორიდებული, ზოგი პრანჭია, ზოგი ხმამაღალი, ზოგი უფრო მგრძნობიარეა და ადვილად წყინს და უხარია მცირედიც კი.. მაგრამ ყველა ძალიან თბილი და მოსიყვარულეა.
რომ მოვდიოდით გვკითხეს - ხვალაც ხომ მოხვალთო. ვუთხარი, რომ ხშირად მივალ ხოლმე.
5 ივნისს (ამ შაბათს) აქვთ კონცერტი, მაგრამ ჯერ ვერ გავარკვიეთ სად. იმიტომ, რომ ამბობენ ფილარმონიასთან რომ არის სპორტის სასახლე იქო... რომ ვუთხარით ფილარმონიასთან სპორტის კი არა ჭადრაკის სასახლეაო, გვიპასუხეს - უი, ჰო, ჭადრაკის სასახლეში რომ კალათბურთის სასახლეაო... ჰოდა, მოკლედ ჯერ-ჯერობით ზუსტად არ ვიცი სად აქვთ კონცერტი. არც ის ვიცი რომელ საათზეა. მხოლოდ ის ვიცი, რომ 5 ივნისს გაიმართება. როცა მეტი დეტალი იქნება ცნობილი - დავწერ.
ე.ი. მოკითხვები დაგვაბარეს ქუდიან ბიჭთან (მელექსა), ქერა და სათვალიან ბიჭთან (ჰერეთი) და იმ ბიჭთან, რომელიც უკან იჯდაო და სახეზე "პომადა" წავუსვითო (ქსოვრელი). გვთხოვეს, შემდეგ მოსვლაზე ისინიც მოიყვანეთო.
რომ მოვდიოდით ყველას ძალიან დიდი სითბოთი დაგვემშვიდობნენ. იმდენჯერ მოდიოდნენ ჩასახუტებლად და საკოცნელად, რომ მგონი თითო ბავშვს 10-ჯერ მაინც ვაკოცე და ჩავეხუტე..
ეს ერთ-ერთმა ბავშვმა გადაგვიღო
აქ კი გოლი გავიდააააააააა (გოლის ავტორი კარაველი betqila)
როცა ნაწილი გარეთ ფეხბურთს თამაშობდა, დანარჩენები ტორტის მორთვით ირთობდნენ თავს
მარწყვი გაარჩიეს და გაასუფთავეს ტორტის მოსართავად:
მარწყვი იმდენი იყო, რომ 1-2 ცალის ჭამის უფლება ყველას გვქონდა
