
ხოოდა ვისაც გაქვთ ამ მშვენიერი საღამოს ამსახველი ფოტო თუ ვიდეო მასალა, ასპარეზი დამითმია ...

ესეც სასარგებლო ბმული სამომავლო გეგმებიდან...
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4231&start=0
აქვე ვიტყვი, რომ 22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე ყოფილა (რაც ნამდვილად არ ვიცოდი

გარემოს დაცვის სამინისტროსა და მათი პარტნიორების ხელშეწყობითა და თაოსნობით 2010 წლის 22 მაისს, ეთნოგრაფიულში საინტერესო და სასიამოვნო ღონისძიებები გაიმართა...
ჩვენც არ გამოვაკლდით ამ დღეს (დიდი მადლობა FALCON) და karavi.ge-ს აქტიური წარმომადგენლები ეთნოგრაფიულში შევიკრიბეთ...
შესვლისთანავე შემოგვეგებნენ მოძრაობის თეატრის მხიარული წარმომადგენლები, რომლებიც ყოველთვის ორიგინალური იდეებით გამოირჩევიან... (გოგო-ბიჭი ოჩოფეხებით დადიოდნენ

იქვე ფოტოგამოფენაც იყო(რისი დათვალიერებაც ხეირიანად ვერ მოვასწარი, სამწუხაროდ)...ერთი პატარა სახლის ეზოში კი ყველაზე მეტი კარაველი იყო შეგროვილი, ამის მიზეზს დიიიიიდი მწვანე ტორტი წარმოადგენდა


ამასობაში სცენაზე კონცერტისთვის ემზადებოდნენ...ხოდა ძალიან რომ არ გამიგრძელდეს საუბარი, მოკლედ ვიტყვი, მოძრაობის თეატრისა და მგზავრების კონცერტის ფონზე ბევრი ვიხტუნეთ და ვირბინეთ, ვიმღერეთ და ვიხალისეთ (ზოგიერთებმა ლუდიც დალიეს


მე ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი წამოვედი ...კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას

P.S. წერილი ჩასწორებულია მთაშენკას თხოვნით
