ხეების დარგვა 25.04.2010 - ეძღვნება დიკლო9-ს
Posted: 25 აპრ 2010, 23:51
მაშ ასე, წინა დღეების წვიმების მიუხედავად ეს აქცია შედგა. იგი ასე მზადდებოდა: http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 811#297811
დღეს დილაადრიან გოგა, წივწივა და მე კახეთში ჩავედით და ნორიოს ნერგთსაშენიდან 130 ძირი ნერგი ჩამოვიტანეთ. ს/ქიმიასთან მისულებს იმაზე მეტი ხალხი დაგვხვდა ვიდრე ეს სიაში ეწერა: გოგონას, მოქანდაკის, კარავი9-ს და გიორგი.ლ-ის მანქანებში გადავნაწილდით (ჩემი უკვე სავსე იყო ნერგებით) და გუდვილისკენ გავემართეთ (იქაც შემოგვიერთდნენ გამწვანების აქციის მონაწილეები:). გუდვილთან გამწვანების სამსახურის წარმომადგენლები დაგვხვდნენ, რომელთა მუშებს უკვე ამოეღოთ დასარგავი ორმოები. აგვიხსნეს თუ როგორ უნდა გაგვესხლა ფესვები და დაგვერგო ხე.
დარგვა დავიწყეთ და რახან ეს აქცია ჩვენ გარდაცვლილ თანაფორუმელ დიკლო8-ს ეძღვნებოდა, პირველი ძირი ლილიკას დავარგვევინეთ. ბოლო ძირის დარგვაში კი ყველამ შევიტანეთწ ვლილი. სულ დღეს დიდ დიღომში 115 ძირი ხე დავრგეთ (ფიჭვი და იფანი). 10 ძირი ფიჭვი და 5 ძირი იფანი თხოთის მთაზე წავიღეთ და იქ დავრგეთ.
ძალიან კარგი დღე გამოგვივიდა. დიდი მადლობა ორგანიზატორებს ასეთი კარგი იდეის თაოსნობა-განხორციელებისთვის. ამინდმაც ძალიან შეგვიწყო ხელი. თხოთის მთიდან წამოსვლა აღარ გვინდოდა ისეთი სასიამოვნო იყო დაღლილზე მზის გულზე კოტრიალ-ძილი
პს. აბა, დაყარეთ ახლა ფოტოები