ხეების დარგვა 25.04.2010 - ეძღვნება დიკლო9-ს

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ხეების დარგვა 25.04.2010 - ეძღვნება დიკლო9-ს

Post by Naia » 25 აპრ 2010, 23:51

მაშ ასე, წინა დღეების წვიმების მიუხედავად ეს აქცია შედგა. იგი ასე მზადდებოდა: http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 811#297811

დღეს დილაადრიან გოგა, წივწივა და მე კახეთში ჩავედით და ნორიოს ნერგთსაშენიდან 130 ძირი ნერგი ჩამოვიტანეთ. ს/ქიმიასთან მისულებს იმაზე მეტი ხალხი დაგვხვდა ვიდრე ეს სიაში ეწერა: გოგონას, მოქანდაკის, კარავი9-ს და გიორგი.ლ-ის მანქანებში გადავნაწილდით (ჩემი უკვე სავსე იყო ნერგებით) და გუდვილისკენ გავემართეთ (იქაც შემოგვიერთდნენ გამწვანების აქციის მონაწილეები:). გუდვილთან გამწვანების სამსახურის წარმომადგენლები დაგვხვდნენ, რომელთა მუშებს უკვე ამოეღოთ დასარგავი ორმოები. აგვიხსნეს თუ როგორ უნდა გაგვესხლა ფესვები და დაგვერგო ხე.

დარგვა დავიწყეთ და რახან ეს აქცია ჩვენ გარდაცვლილ თანაფორუმელ დიკლო8-ს ეძღვნებოდა, პირველი ძირი ლილიკას დავარგვევინეთ. ბოლო ძირის დარგვაში კი ყველამ შევიტანეთწ ვლილი. სულ დღეს დიდ დიღომში 115 ძირი ხე დავრგეთ (ფიჭვი და იფანი). 10 ძირი ფიჭვი და 5 ძირი იფანი თხოთის მთაზე წავიღეთ და იქ დავრგეთ.

ძალიან კარგი დღე გამოგვივიდა. დიდი მადლობა ორგანიზატორებს ასეთი კარგი იდეის თაოსნობა-განხორციელებისთვის. ამინდმაც ძალიან შეგვიწყო ხელი. თხოთის მთიდან წამოსვლა აღარ გვინდოდა ისეთი სასიამოვნო იყო დაღლილზე მზის გულზე კოტრიალ-ძილი :)

პს. აბა, დაყარეთ ახლა ფოტოები :)
Last edited by Naia on 26 აპრ 2010, 09:21, edited 1 time in total.

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
ხეების დარგვა 25.04.2010 - ეძღვნება დიკლო9-ს

Post by tamuna_gudarexi » 26 აპრ 2010, 00:05

მართლაც, ძალიან, ძალიან კარგი დღე იყო!
მიხარია, რომ ვიხსენებ, რამდენი ახალი ხე იხარებს დიკლო9-ის სახელზე!
ისე, მართლაც, რამდენია? - აქამდე მეგონა, რომ 115 დავრგეთ დღეს და თურმე გაცილებით მეტი ყოფილა?
ისიც მიხაროდა, ასეთ გამრჯეებს რომ ვუყურებდი!
და თხოთის მთაზე ისეთი სასიამოვნო გარემო გვქონდა, მზე ისე გვეფერებოდა, რომ იქიდან წამოსვლა აღარ მინდოდა!
კიდევ გავახაროთ ნერგები და ჩვენც გავიხაროთ ხშირად!

User avatar
Shanshika
იეტი
Posts: 1166
Joined: 05 ნოე 2008, 23:39
Location: The Moon
ხეების დარგვა 25.04.2010 - ეძღვნება დიკლო9-ს

Post by Shanshika » 26 აპრ 2010, 00:14

ყოჩაღ თქვენ... :D კარგები ხართ ...


:roll: :roll: :roll:
...Finding Inspiration...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ხეების დარგვა 25.04.2010 - ეძღვნება დიკლო9-ს

Post by qvevri » 26 აპრ 2010, 00:28

ეს დღე რაღაც განსაკუთრებული იყო ჩემთვის. ეს არ იყო მხოლოდ ნერგების დარგვა, არამედ კიდევ რაღაც ის, რაც ჩვეულებრივ დღეს არაჩვეულებრივად აქცევს ხოლმე. ჩემი დილა იმით დაიწყო, რომ ამ სამი წლის წინანდელმა ჩიტმა ისევ მოაკითხა ჩემს ეზოში, ჩემსავე დადგმულ ქვის მაგიდაზე დაწყობილ დოქებს და ერთ-ერთ მათგანში (იგივეში, რომელშიც სამი წლის წინათ დაიბუდა) ჩაძვრა და კვერცხების დასადებად მზადება დაიწყო...
Image
მერე წავედი თბილისში, სადაც შევუერთდი ნერგების მრგველებს და სადაც ნოდარშომ ერთი ერთობ საინტერესო, სვანი მჭედელის, გვარად ქალდანის გამოჭედილი დანა მაჩვენა, რომელზეც დამღაც კი იყო "ქ" -ანუ ქალდანი.
Image
ძველი, მაგრამ მეტად კარგი ნაკეთობა ჩანდა.
Image
დიდ დიღონში ასე საათნახევარში მოვილიეთ საქმე (მე ბოლოს მივუსწარი) და დავადექით თხოთის მთისაკენ მიმავალ გზას, სადაც სიმბოლურად წავიღეთ 10 ფიჭვი და 5 იფანი. თხოთის მთაზე პირველი მე და ჩემი ეკიპაჟი ავედით, მანამდე კი ჩემს მარანში შევიარეთ და საყოველშემთხვევოთ 10 ლიტრი გორული მწვანე გავაყოლეთ ხელს, რა იცი რაში გამოგვადგეს პრინციპით.
დანარჩენები ქვემოთ ცოტა შეყოვნდნენ, მანქანებში გადანაწილდნენ და მალევე ამოვიდნენ.
აი ესაა დაბლა დროებით შეყოვნებული ხალხი.
Image
ავედით ტაძართან, რომელშიც მე ეჭვი მღრნიდა, რომ ფრესკები უნდა ყოფილიყო ძველ დროში, რადგან ასეთი მდიდრული ტაძარი უფრესკოთ არ დარჩებოდა, თუმცა პირველ და მეორე ასვლისას ვერაფერი სახეირო ვერ ვნახე ტაძარის დათვალიერებისას, მაგრამაი ამ ასვლისას კი ვნახე :wink:
მანამდე კი ტაძარს შემოვუარე გარეშემო ...
Image
სადაც სამარხები შევნიშნე.
Image
ხედი ტაძრიდან. სოფელი ხანდაკი, რომელსაც ჩამოუდის მდინარე კავთურა, რომელიც უერთდება მდ. მტკვარს.
Image
მერე ყველანი ამოვიდნენ, რომელთა ერთი ნაწილი ტაძარში შევიდა და მიცვალებულთა სახელზე დაუჯდომელი წაიკითხა.
Image
ეხლა კი ფრესკების ნაშთების თაობაზე...
აი ეს შევამჩნიე თავდაპირველად, რის შემდეგაც ტაძარი ძირეულად დავათვალიერე და არცუ უშედეგოდ.
Image
სწორედ ამ ფრაგმენტის გვერდით შევნიშნე ეს წრე, რომელიც სავარაუდოთ ძველი ფრესკის ნაშთია და წარმოადგენს რომელიმე წმინდანის შარავანდედს.
Image
მერე კი ასეთი წრეების მთელი დასტა აღმოვაჩინე საკურთხეველის სარკმელის კამარაში.
Image
ხოლო მის თავზე კი სავარაუდოთ ღვთისმშობლის სამოსელის შემკულობა შევნიშნე,(შეასძლოა მაცხოვრისაც.) რომლის გარშემოც აშკარად შეიმჩნეოდა სხვა ძველი ფრესკული ნაშთებიც.
Image
დავრგეთ ჩვენი ნერგები, რისი დარგვის ბოლოში იქვე ახლოს მდებარე მაგიდაზე მცირეოდენი ხემსი გველოდა, რომელი ხემსიც წამოსვლის წინ გუდვილში შევიძინეთ სულ რაღაც 90 ლარად.
Image
ჩვენმა ყოჩაღმა გოგუებმა სუფრა გაახაზირეს, რომელსაც დიდი მოდომებითა და სიკისკასით შემოვუსხეთით გარეშემო.
Image
ჯამაათი
Image
Image
თხოთიდან დანახული ნიჩბისი
Image
უცებ ბალახებში აი ეს ყმაწვილი შევნიშნე
Image
რომელსაც მეგობრობის ხელი გავუწოდე
Image
ჩემი ეკიპაჟი მცირედი ხნით ადრე წამოვედით და არც გვინანია, დავათვალიერეთ ერთი საინტერესო ადგილი, რომელიც მე იქვე ახლოს მეგულებოდა. ეს იყო უზარმაზარი ბერმუხა, ქვევრების დასტა, ნიში და წყარო
Image
ქვევრების უმეტესობა ცხავათური აღმოჩნდა. აგერ ისიც- ცხავათური ქვევრი
Image
ჩვენ ჯერ კიდევ ქვემოთ ვიყავით, რომ ჩვენი დანარჩენი საზოგადოება დაძვრას არც კი ფიქრობდა ზევიდან
Image
ამის მერე საერთო გადაწყვეტილებით გავემართეთ სოეფლ ხიდისყურში, სადაც მოვინახულეთ ერთი ძალზედ სავალალო მდგომარეობაში მყოფი ტაძარი, რომელზეც ერთობ საინტერესო წარწერაა და ამის გარდა ტაძარში არის ფრესკებიც. ტაძარს კარები არა აქვს, რის გამოც საქონლის გომურათ არის ქცეული.
აი ესეც თავად ტაძარი
Image
ეს კი ტაძარის წარწერა, რომელშიც მოიხსენიება ამბა ალავერდელი და კიდევ ვინმე ღვინიანიძე
Image
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ფრესკა
Image
ამ წმინდანს შარავანდედზე აწერია წმ. დავითი. შესაძლოა ეს იყოს წმ.მეფე დავით მეფსალმუნე ან დავით გარეჯელი.
Image
და ბოლოს ჯგუფური სურათი. აბა თქვენ იცით, მე ხვალ რაჭაში მივდივარ მივლინებით რამოდენიმე დღე და არ მოიწყინოთ.
Image
Last edited by qvevri on 26 აპრ 2010, 09:53, edited 1 time in total.

User avatar
karavi87
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 06 ოქტ 2009, 11:58
Location: თბილისი
ხეების დარგვა 25.04.2010 - ეძღვნება დიკლო9-ს

Post by karavi87 » 26 აპრ 2010, 08:52

ვანსკი დადე რა შენი გადაღებული სურათებიც.
მოგზაურობა

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ხეების დარგვა 25.04.2010 - ეძღვნება დიკლო9-ს

Post by Toma » 26 აპრ 2010, 09:06

ჩემი დიდიხნის ოცნება ავისრულე რისთვისაც დიდი მადლობა გოგას.

არაჩვეულებრივი დღე იყო მზიანი და თბილი ასევე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი.

ესეთი ორგანიზებული ღონისძიება ძალიან ბევრ ლიდერსა და მმართველს, ძლიერსა ამაქვეყნისა შეშურდებოდა.

გოგა გაიხარე, ოქრო ადამიანი ხარ და მადლიანი. რაც შენ გუშინ გააკეთე ძალიან ბევრი ვერ შევძლებდით ამას. ღმერთმა გვიმრავლოს შენისთანა გულიანი მამულიშვილები.
ცხოვრება მშვენიერია :D

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ხეების დარგვა 25.04.2010 - ეძღვნება დიკლო9-ს

Post by Naia » 26 აპრ 2010, 09:32

tamuna_gudarexi wrote:მართლაც, ძალიან, ძალიან კარგი დღე იყო!
მიხარია, რომ ვიხსენებ, რამდენი ახალი ხე იხარებს დიკლო9-ის სახელზე!
ისე, მართლაც, რამდენია? - აქამდე მეგონა, რომ 115 დავრგეთ დღეს და თურმე გაცილებით მეტი ყოფილა?
გავასწორე :) წუხელ ისე მეძინებოდა, რომ გამომრჩენია :oops:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ხეების დარგვა 25.04.2010 - ეძღვნება დიკლო9-ს

Post by qvevri » 26 აპრ 2010, 10:40

ბუნდოვნათ მახსოვს და ძლივს მაგონდება, რომ სურათებს სხვებიც იღებდნენ...

User avatar
bambina
მაწანწალა
Posts: 859
Joined: 07 ივნ 2009, 11:27
ხეების დარგვა 25.04.2010 - ეძღვნება დიკლო9-ს

Post by bambina » 26 აპრ 2010, 11:12

გუშინდელი დღე ნათელი წერტილი იყო ჩემთვის ბოლო დროის მანძილზე.

დიდი მადლობა პირველ რიგში წივწივას იდეისთვის და გოგას სულის ჩადგმისთვის და რა თქმა უნდა თითოეულს ვინც მონაწილეობა მიიღო გუშინდელი მზიანი დღის კიდევ უფრო გათბობაში :)


პ.ს. თან, გუშინ ჩემი დიდი ხნის ოცნება ახდა და ჩემი პირველი ხე(ები) დავრგე :)
Stay Hungry, Stay Foolish

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ხეების დარგვა 25.04.2010 - ეძღვნება დიკლო9-ს

Post by VANO » 26 აპრ 2010, 13:26

karavi87 wrote:ვანსკი დადე რა შენი გადაღებული სურათებიც.

მე ინტელას ფოტოაპარატით ვიღებდი ფოტოებს. ასე რომ ინტელას მიმართე ფოტოების საკითხზე :)
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ხეების დარგვა 25.04.2010 - ეძღვნება დიკლო9-ს

Post by Mta Mkvarebia » 26 აპრ 2010, 13:26

ძალიან მინდოდა გუშინდელ აქციაზე ყოფნა. მიხარია რომ ასე წარმატებულად ჩაატარეთ. ყოჩაღები ხართ :D
Image

tamari-khevi
მაწანწალა
Posts: 464
Joined: 08 დეკ 2008, 11:13
ხეების დარგვა 25.04.2010 - ეძღვნება დიკლო9-ს

Post by tamari-khevi » 26 აპრ 2010, 14:52

ყველას მოგესალმებით გუშინდელი, არაჩვეულებრივი დღის შემდეგ, ხალასი ენერგიით დატვირთული და კმაყოფილი!!!!!!!!!!შევეცდები,საინტერესო ფოტორეპორტაჟი შემოგთავაზოთ!!!!!!!!!!!11




ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]