ეს დღე რაღაც განსაკუთრებული იყო ჩემთვის. ეს არ იყო მხოლოდ ნერგების დარგვა, არამედ კიდევ რაღაც ის, რაც ჩვეულებრივ დღეს არაჩვეულებრივად აქცევს ხოლმე. ჩემი დილა იმით დაიწყო, რომ ამ სამი წლის წინანდელმა ჩიტმა ისევ მოაკითხა ჩემს ეზოში, ჩემსავე დადგმულ ქვის მაგიდაზე დაწყობილ დოქებს და ერთ-ერთ მათგანში (იგივეში, რომელშიც სამი წლის წინათ დაიბუდა) ჩაძვრა და კვერცხების დასადებად მზადება დაიწყო...

მერე წავედი თბილისში, სადაც შევუერთდი ნერგების მრგველებს და სადაც ნოდარშომ ერთი ერთობ საინტერესო, სვანი მჭედელის, გვარად ქალდანის გამოჭედილი დანა მაჩვენა, რომელზეც დამღაც კი იყო "ქ" -ანუ ქალდანი.

ძველი, მაგრამ მეტად კარგი ნაკეთობა ჩანდა.

დიდ დიღონში ასე საათნახევარში მოვილიეთ საქმე (მე ბოლოს მივუსწარი) და დავადექით თხოთის მთისაკენ მიმავალ გზას, სადაც სიმბოლურად წავიღეთ 10 ფიჭვი და 5 იფანი. თხოთის მთაზე პირველი მე და ჩემი ეკიპაჟი ავედით, მანამდე კი ჩემს მარანში შევიარეთ და საყოველშემთხვევოთ 10 ლიტრი გორული მწვანე გავაყოლეთ ხელს, რა იცი რაში გამოგვადგეს პრინციპით.
დანარჩენები ქვემოთ ცოტა შეყოვნდნენ, მანქანებში გადანაწილდნენ და მალევე ამოვიდნენ.
აი ესაა დაბლა დროებით შეყოვნებული ხალხი.

ავედით ტაძართან, რომელშიც მე ეჭვი მღრნიდა, რომ ფრესკები უნდა ყოფილიყო ძველ დროში, რადგან ასეთი მდიდრული ტაძარი უფრესკოთ არ დარჩებოდა, თუმცა პირველ და მეორე ასვლისას ვერაფერი სახეირო ვერ ვნახე ტაძარის დათვალიერებისას, მაგრამაი ამ ასვლისას კი ვნახე
მანამდე კი ტაძარს შემოვუარე გარეშემო ...

სადაც სამარხები შევნიშნე.

ხედი ტაძრიდან. სოფელი ხანდაკი, რომელსაც ჩამოუდის მდინარე კავთურა, რომელიც უერთდება მდ. მტკვარს.

მერე ყველანი ამოვიდნენ, რომელთა ერთი ნაწილი ტაძარში შევიდა და მიცვალებულთა სახელზე დაუჯდომელი წაიკითხა.

ეხლა კი ფრესკების ნაშთების თაობაზე...
აი ეს შევამჩნიე თავდაპირველად, რის შემდეგაც ტაძარი ძირეულად დავათვალიერე და არცუ უშედეგოდ.

სწორედ ამ ფრაგმენტის გვერდით შევნიშნე ეს წრე, რომელიც სავარაუდოთ ძველი ფრესკის ნაშთია და წარმოადგენს რომელიმე წმინდანის შარავანდედს.

მერე კი ასეთი წრეების მთელი დასტა აღმოვაჩინე საკურთხეველის სარკმელის კამარაში.

ხოლო მის თავზე კი სავარაუდოთ ღვთისმშობლის სამოსელის შემკულობა შევნიშნე,(შეასძლოა მაცხოვრისაც.) რომლის გარშემოც აშკარად შეიმჩნეოდა სხვა ძველი ფრესკული ნაშთებიც.

დავრგეთ ჩვენი ნერგები, რისი დარგვის ბოლოში იქვე ახლოს მდებარე მაგიდაზე მცირეოდენი ხემსი გველოდა, რომელი ხემსიც წამოსვლის წინ გუდვილში შევიძინეთ სულ რაღაც 90 ლარად.

ჩვენმა ყოჩაღმა გოგუებმა სუფრა გაახაზირეს, რომელსაც დიდი მოდომებითა და სიკისკასით შემოვუსხეთით გარეშემო.

ჯამაათი

თხოთიდან დანახული ნიჩბისი

უცებ ბალახებში აი ეს ყმაწვილი შევნიშნე

რომელსაც მეგობრობის ხელი გავუწოდე

ჩემი ეკიპაჟი მცირედი ხნით ადრე წამოვედით და არც გვინანია, დავათვალიერეთ ერთი საინტერესო ადგილი, რომელიც მე იქვე ახლოს მეგულებოდა. ეს იყო უზარმაზარი ბერმუხა, ქვევრების დასტა, ნიში და წყარო

ქვევრების უმეტესობა ცხავათური აღმოჩნდა. აგერ ისიც- ცხავათური ქვევრი

ჩვენ ჯერ კიდევ ქვემოთ ვიყავით, რომ ჩვენი დანარჩენი საზოგადოება დაძვრას არც კი ფიქრობდა ზევიდან

ამის მერე საერთო გადაწყვეტილებით გავემართეთ სოეფლ ხიდისყურში, სადაც მოვინახულეთ ერთი ძალზედ სავალალო მდგომარეობაში მყოფი ტაძარი, რომელზეც ერთობ საინტერესო წარწერაა და ამის გარდა ტაძარში არის ფრესკებიც. ტაძარს კარები არა აქვს, რის გამოც საქონლის გომურათ არის ქცეული.
აი ესეც თავად ტაძარი

ეს კი ტაძარის წარწერა, რომელშიც მოიხსენიება ამბა ალავერდელი და კიდევ ვინმე ღვინიანიძე

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ფრესკა

ამ წმინდანს შარავანდედზე აწერია წმ. დავითი. შესაძლოა ეს იყოს წმ.მეფე დავით მეფსალმუნე ან დავით გარეჯელი.

და ბოლოს ჯგუფური სურათი. აბა თქვენ იცით, მე ხვალ რაჭაში მივდივარ მივლინებით რამოდენიმე დღე და არ მოიწყინოთ.
