ყოჩაღი კარაველების და მათი მეგობრების გარჯით ცოტა ამოისუნთქა მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიამ. გარკვეული დროის მანძილზე მცხეთის სკოლის მოსწავლეებიც ასუფთავებდნენ გარემოს.
მონაწილეთა ზუსტ ჩამონათვალს და შეგროვებული ნაგვით ავსებული ტომრების ზუსტ რაოდენობას სხვა მონაწილენი შეგვატყობინებენ, იმედია.
ვერ ვიხსომებ ხოლმე

ყოჩაღ ყველას!!
მადლობა ამ საქმის თაოსან გოგას!!! ნამდვილი განძი ხარ!
აუცილებლად უნდა აღვნიშნო კარვის მეგობარი ზვიადი, ჩვენი მძღოლი!
მთელი მონდომებით ირჯებოდა და ჩვენი გადაადგილებაც უანგაროდ უზრუნველყო!
დღევანდელი დღე სასიამოვნოდ დავასრულეთ მცხეთის სალობიეში!

ველი თქვენს შთაბეჭდილებებს და ფოტომასალას.
მზადება დღევანდელი დღისთვის ასე მიმდინარეობდა:
http://karavi.ge/viewtopic.php?t=4107&start=0