Page 1 of 3
დასუფთავების აქცია - მუხათწყარო
Posted: 16 მარ 2010, 23:37
by Ginevra
"საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისის" ეკოლოგიის კლუბი ამ კვირას, 21 მარტს აწყობს დასუფთავების აქციას მუხათწყაროსთან.
ეს ბუჩქები იქნება გასაჩეხი, ნაგავი ასაღები. ხეებს დავწვავთ, დანარჩენს მანქანა წაიღებს.
მოკლედ, ვისაც კვირა დღეს კეთილი საქმის გაკეთების სურვილი აქვს, გულითადად მოხარული ვიქნებით

)
ვიკრიბებით:
ჟვანიას მოედანზე, კვირას, 21 მარტს, დილის 9.00 სთ-ზე.
თან იქონიეთ:
წყალი
საკვები
ნებისმიერი სამუშაო იარაღი, რომელიც შეიძლება გამოგვადგეს (მაგ., ნაჯახი)
გაითვალისწინეთ:
აკრძალულია ალკოჰოლური სასმელის წამოღება/მიღება
აკრძალულია ბილწსიტყვაობა
წამოსვლის მსურველებმა დაწერეთ ამ თემაში
www.aisiforce.org
http://www.aisiforce.org/forum/viewtopic.php?f=39&t=898
დასუფთავების აქცია - მუხათწყარო
Posted: 16 მარ 2010, 23:47
by tamuna_gudarexi
Ginevra
სასარგებლო საქმე დაგიგეგმავთ!
ერთი რამ მაინტერესებს: ადგილი რისი მიხედვით შეარჩიეთ?

დასუფთავების აქცია - მუხათწყარო
Posted: 16 მარ 2010, 23:49
by Ginevra
tamuna_gudarexi wrote:Ginevra
სასარგებლო საქმე დაგიგეგმავთ!
ერთი რამ მაინტერესებს: ადგილი რისი მიხედვით შეარჩიეთ?

მაგ ადგილას ხშირად გავდივართ ხოლმე და დავაფიქსირეთ რომ დაბინძურებული იყო... დიდი მსჯელობა არ ყოფილა მართალი რო გითხრა...
დასუფთავების აქცია - მუხათწყარო
Posted: 17 მარ 2010, 10:26
by GAMARJOBA SAKARTVELO
Ginevra
ხელი კგ საქმისთვის მოგიკიდია.
ჩემდა 3წუხაროდ, მხოლოდ ახლახანს ვნახე ეს თემა.
არადა, ბოდორნა-ჟინვალის გასვლა უკვე დაგეგმილი მაქვს.
დასუფთავების აქციას თუ სხვა დროსაც დაგეგმავთ, სჯობს, თადარიგი ცოტა ადრე დაიჭიროთ,
2 კვირა მაინც გქონდეთ წინ, რომ მსურველსბ გეგმის გადაწყობა შეეძლოთ.
სხვა რითი შემიძლია, გამოგადგეთ?
ნაგვს რა უნდა უქნათ, ნაგვის მანქანა წაიღებს საყრელზე თუ ადგილზე დაწვავთ?
შემიძლია, ჩასაყრელი ტომრები და 3უშაო ხელთათმანები მოგაწოდო.
27 მირკანს მცხეთის ჯვრის დასუფთავების აქცია გვექნება და შემოგვი1დით
დასუფთავების აქცია - მუხათწყარო
Posted: 17 მარ 2010, 11:01
by Ginevra
GAMARJOBA SAKARTVELO
გაიხარე!
ნაგავს სავარაუდოდ ნაგვის მანქანა წაიღებს... გარემოს დაცვის ინსპექციას შევუთანხმდებით...
ხელთათმანებს და პარკებს ორგანიზაცია უზრუნველყოფს. დიდი მადლობა.
27-ში შეიძლება აისის გასვლა იყოს, ამიტომ არ ვიცი რამდენად მოვახერხებთ. ისე კი დიდი სიამოვნებით წამოვიდოდი...

დასუფთავების აქცია - მუხათწყარო
Posted: 17 მარ 2010, 11:23
by Gvalva
მართლაც მაგარი დახუნძლული ადგილი შეგირჩევიათ
ვეცდები შემოგიერთდეთ
გრძელტარიანი ვაზის მაკრატელები მინახავს, ნაჯახზე კარგად ისინი იმუშავებს მგონი ამ სიტუაციაში,
თანაც იმ ბუჩქმა რა დააშავა ვიღაცამ რომ ცელოფანის პარკი გადააგდო

, აი მერე ეს მოჭრილები რით აჯობებს რომ მოიკრიფოს ეგ არ ვიცი, ეკლიანი იქნება ბევრი.
ვეცდები ეს ინსტრუმენტიც სადმე ვიპოვო და შევიძენ, კარავის დასუფთავების აქციებსაც გამოადგება მერე
დასუფთავების აქცია - მუხათწყარო
Posted: 17 მარ 2010, 11:28
by Naia
მომენატრა დასუფთავების აქციები

სიამოვნებით შემოგიერთდებოდით, მაგრამ კვირას სხვა გეგმები მაქვს. იმედია ასეთ აქციებს ხშირად მოაწყობთ და მეც თქვენს გვერდით მიგულეთ
დასუფთავების აქცია - მუხათწყარო
Posted: 17 მარ 2010, 12:07
by Hereti
Gvalva
ნავთლუღში მეორადებში იქნება ეგ ინსტრუმენტი, იქ ყველაფერი იყიდება
დასუფთავების აქცია - მუხათწყარო
Posted: 17 მარ 2010, 12:23
by gurzi
Ginevra
დასუფთავების აქცია - მუხათწყარო
მეც რომ წამოვიდე შეიძლება?

დასუფთავების აქცია - მუხათწყარო
Posted: 17 მარ 2010, 12:45
by Gvalva
Hereti
გაიხარე, ზუსტად მაგას ვფიქრობდი ნეტავ ეს სად უნდა იყიდებოდეს მეთქი
ეს ხის ტარებიც ექნება ნეტავ თუ ის მერე ცალკე საძებარია
დასუფთავების აქცია - მუხათწყარო
Posted: 17 მარ 2010, 13:00
by ლეონტი
Ginevra wrote:
ეს ბუჩქები იქნება გასაჩეხი, ნაგავი ასაღები. ხეებს დავწვავთ, დანარჩენს მანქანა წაიღებს.
ვისაც კვირა დღეს კეთილი საქმის გაკეთების სურვილი აქვს....
ეს რა გაგონა ჩემმა ყურებმა და ეს რა დაინახა ჩემმა თვალებმა.
რაო ბუჩქები იქნება გასაჩეხიო???
მაგ აქციას ჯობია სახლსი იჯექით და საერთოდ ნუ წახვალთ.
რას ქვია ბუჩქები გასაჩეხი?
მანდ რო სულ ცაცხვის ხეები დარგოთ ზაფხულში მაინც გახმება.
და 1-2 საწყალი ბუჩქი ამოსულა იქ სადაც ადრე ტყე იყო და ეხლა ეროზიაა, და ცხოველების და თვალის ნუგესად და იმასაც ჩეხავთ?
ბუჩქმა რა დააშავა 25 წელია იზდება და ვიღაც საქონელმა ნაგავი რო გადააგდო მანქანიდან და ზედ მიეწება უნდა აჩეხოთ?
დასუფთავების აქცია - მუხათწყარო
Posted: 17 მარ 2010, 13:11
by Gvalva
ლეონტი
ძალიან ნუ აღშფოთდებით ხოლმე, ხალხი რაღაცის გაკეთებას ცდილობს და ხელს ნუ ააღებინებთ
არაფერს არ გაჩეხავენ, ვიყიდით სამგორში გრძელტარიან ინსტრუმენტებს და გავსხლავთ ბუჩქებს ნაზად და მგრძნობიარედ

რომ უკეთესი ყლორტები ამოიტანონ და უფრო მეტი ცელოფანის პარკები მოისხან
თუ გინდა წამოდი, რომ არ დაუშვა არც ერთი ბუჩქის მოჩეხვა

დასუფთავების აქცია - მუხათწყარო
Posted: 17 მარ 2010, 13:35
by ლეონტი
აააა ეხლა დავწყნარდი.
უჰ რა მძიმე მსგავსი რამის გაგება.
ნადირის ხოცვა ბუჩქების ჩეხვა
არარა არა სუსტი ნერვები ვისაც აქვს არ წავიდეს მაინც.
ისე მაგ ბუჩქებს გასხვლაც არ ჭირდება.
თვითგასხვლის რეჟიმზეა.
დასუფთავების აქცია - მუხათწყარო
Posted: 17 მარ 2010, 14:50
by Ginevra
Gvalva
კარგი აზრია!
gurzi
ყველა მსურველს
რაო ბუჩქები იქნება გასაჩეხიო???
გავსხლავთ ბუჩქებს ნაზად და მგრძნობიარედ
მე მაპატიეთ უზუსტობისთვის, მაგრამ ის პარკიანი ბუჩქი გინდ ყოფილა გინდ არა, არავის თვალს ეგ არ ახარებს. შევეცდებით მოვაცილოთ ნაგავი, თუ არ მოსცილდება ტოტს მოვჭრით. არა უშავს, ახალს ამოიყრის
ვისაც სუსტი ნერვები აქვს საქართველოში თვალდახუჭულმა უნდა იაროს, თუ ამდენი ნაგავი ნერვებზე არ მოქმედებს?

დასუფთავების აქცია - მუხათწყარო
Posted: 17 მარ 2010, 15:29
by gurzi
მე მაპატიეთ უზუსტობისთვის, მაგრამ ის პარკიანი ბუჩქი გინდ ყოფილა გინდ არა, არავის თვალს ეგ არ ახარებს. შევეცდებით მოვაცილოთ ნაგავი, თუ არ მოსცილდება ტოტს მოვჭრით. არა უშავს, ახალს ამოიყრის
ვისაც სუსტი ნერვები აქვს საქართველოში თვალდახუჭულმა უნდა იაროს, თუ ამდენი ნაგავი ნერვებზე არ მოქმედებს?
რა დრო დადგა???
ჯინევრას ხეების ჩეხვას საყვედურობენ
