დასუფთავების აქცია - მუხათწყარო

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

User avatar
Ginevra
ბილიკზე მოარული
Posts: 28
Joined: 18 იან 2010, 17:35
დასუფთავების აქცია - მუხათწყარო

Post by Ginevra » 16 მარ 2010, 23:37

"საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისის" ეკოლოგიის კლუბი ამ კვირას, 21 მარტს აწყობს დასუფთავების აქციას მუხათწყაროსთან.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

ეს ბუჩქები იქნება გასაჩეხი, ნაგავი ასაღები. ხეებს დავწვავთ, დანარჩენს მანქანა წაიღებს.

მოკლედ, ვისაც კვირა დღეს კეთილი საქმის გაკეთების სურვილი აქვს, გულითადად მოხარული ვიქნებით :))



ვიკრიბებით:
ჟვანიას მოედანზე, კვირას, 21 მარტს, დილის 9.00 სთ-ზე.



თან იქონიეთ:
წყალი
საკვები
ნებისმიერი სამუშაო იარაღი, რომელიც შეიძლება გამოგვადგეს (მაგ., ნაჯახი)



გაითვალისწინეთ:
აკრძალულია ალკოჰოლური სასმელის წამოღება/მიღება
აკრძალულია ბილწსიტყვაობა



წამოსვლის მსურველებმა დაწერეთ ამ თემაში :)

www.aisiforce.org
http://www.aisiforce.org/forum/viewtopic.php?f=39&t=898

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
დასუფთავების აქცია - მუხათწყარო

Post by tamuna_gudarexi » 16 მარ 2010, 23:47

Ginevra
სასარგებლო საქმე დაგიგეგმავთ!
ერთი რამ მაინტერესებს: ადგილი რისი მიხედვით შეარჩიეთ? :roll:
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
Ginevra
ბილიკზე მოარული
Posts: 28
Joined: 18 იან 2010, 17:35
დასუფთავების აქცია - მუხათწყარო

Post by Ginevra » 16 მარ 2010, 23:49

tamuna_gudarexi wrote:Ginevra
სასარგებლო საქმე დაგიგეგმავთ!
ერთი რამ მაინტერესებს: ადგილი რისი მიხედვით შეარჩიეთ? :roll:
მაგ ადგილას ხშირად გავდივართ ხოლმე და დავაფიქსირეთ რომ დაბინძურებული იყო... დიდი მსჯელობა არ ყოფილა მართალი რო გითხრა...

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დასუფთავების აქცია - მუხათწყარო

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 მარ 2010, 10:26

Ginevra
ხელი კგ საქმისთვის მოგიკიდია.
ჩემდა 3წუხაროდ, მხოლოდ ახლახანს ვნახე ეს თემა.
არადა, ბოდორნა-ჟინვალის გასვლა უკვე დაგეგმილი მაქვს.
დასუფთავების აქციას თუ სხვა დროსაც დაგეგმავთ, სჯობს, თადარიგი ცოტა ადრე დაიჭიროთ,
2 კვირა მაინც გქონდეთ წინ, რომ მსურველსბ გეგმის გადაწყობა შეეძლოთ.
სხვა რითი შემიძლია, გამოგადგეთ?
ნაგვს რა უნდა უქნათ, ნაგვის მანქანა წაიღებს საყრელზე თუ ადგილზე დაწვავთ?
შემიძლია, ჩასაყრელი ტომრები და 3უშაო ხელთათმანები მოგაწოდო.
27 მირკანს მცხეთის ჯვრის დასუფთავების აქცია გვექნება და შემოგვი1დით
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Ginevra
ბილიკზე მოარული
Posts: 28
Joined: 18 იან 2010, 17:35
დასუფთავების აქცია - მუხათწყარო

Post by Ginevra » 17 მარ 2010, 11:01

GAMARJOBA SAKARTVELO
გაიხარე!


ნაგავს სავარაუდოდ ნაგვის მანქანა წაიღებს... გარემოს დაცვის ინსპექციას შევუთანხმდებით...

ხელთათმანებს და პარკებს ორგანიზაცია უზრუნველყოფს. დიდი მადლობა.

27-ში შეიძლება აისის გასვლა იყოს, ამიტომ არ ვიცი რამდენად მოვახერხებთ. ისე კი დიდი სიამოვნებით წამოვიდოდი... :)

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
დასუფთავების აქცია - მუხათწყარო

Post by Gvalva » 17 მარ 2010, 11:23

მართლაც მაგარი დახუნძლული ადგილი შეგირჩევიათ :)

ვეცდები შემოგიერთდეთ

გრძელტარიანი ვაზის მაკრატელები მინახავს, ნაჯახზე კარგად ისინი იმუშავებს მგონი ამ სიტუაციაში,

Image

თანაც იმ ბუჩქმა რა დააშავა ვიღაცამ რომ ცელოფანის პარკი გადააგდო :), აი მერე ეს მოჭრილები რით აჯობებს რომ მოიკრიფოს ეგ არ ვიცი, ეკლიანი იქნება ბევრი.

ვეცდები ეს ინსტრუმენტიც სადმე ვიპოვო და შევიძენ, კარავის დასუფთავების აქციებსაც გამოადგება მერე

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დასუფთავების აქცია - მუხათწყარო

Post by Naia » 17 მარ 2010, 11:28

მომენატრა დასუფთავების აქციები :) სიამოვნებით შემოგიერთდებოდით, მაგრამ კვირას სხვა გეგმები მაქვს. იმედია ასეთ აქციებს ხშირად მოაწყობთ და მეც თქვენს გვერდით მიგულეთ

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
დასუფთავების აქცია - მუხათწყარო

Post by Hereti » 17 მარ 2010, 12:07

Gvalva
ნავთლუღში მეორადებში იქნება ეგ ინსტრუმენტი, იქ ყველაფერი იყიდება

User avatar
gurzi
ბილიკზე მოარული
Posts: 98
Joined: 08 დეკ 2007, 21:40
Location: თბილისი, საქართველო.
დასუფთავების აქცია - მუხათწყარო

Post by gurzi » 17 მარ 2010, 12:23

Ginevra
დასუფთავების აქცია - მუხათწყარო
მეც რომ წამოვიდე შეიძლება?
8)
ჯერ საქართველო!!!

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
დასუფთავების აქცია - მუხათწყარო

Post by Gvalva » 17 მარ 2010, 12:45

Hereti

გაიხარე, ზუსტად მაგას ვფიქრობდი ნეტავ ეს სად უნდა იყიდებოდეს მეთქი :)

ეს ხის ტარებიც ექნება ნეტავ თუ ის მერე ცალკე საძებარია

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
დასუფთავების აქცია - მუხათწყარო

Post by ლეონტი » 17 მარ 2010, 13:00

Ginevra wrote:

ეს ბუჩქები იქნება გასაჩეხი, ნაგავი ასაღები. ხეებს დავწვავთ, დანარჩენს მანქანა წაიღებს.

ვისაც კვირა დღეს კეთილი საქმის გაკეთების სურვილი აქვს....

ეს რა გაგონა ჩემმა ყურებმა და ეს რა დაინახა ჩემმა თვალებმა.
რაო ბუჩქები იქნება გასაჩეხიო???
მაგ აქციას ჯობია სახლსი იჯექით და საერთოდ ნუ წახვალთ.
რას ქვია ბუჩქები გასაჩეხი?
მანდ რო სულ ცაცხვის ხეები დარგოთ ზაფხულში მაინც გახმება.
და 1-2 საწყალი ბუჩქი ამოსულა იქ სადაც ადრე ტყე იყო და ეხლა ეროზიაა, და ცხოველების და თვალის ნუგესად და იმასაც ჩეხავთ?
ბუჩქმა რა დააშავა 25 წელია იზდება და ვიღაც საქონელმა ნაგავი რო გადააგდო მანქანიდან და ზედ მიეწება უნდა აჩეხოთ?

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
დასუფთავების აქცია - მუხათწყარო

Post by Gvalva » 17 მარ 2010, 13:11

ლეონტი

ძალიან ნუ აღშფოთდებით ხოლმე, ხალხი რაღაცის გაკეთებას ცდილობს და ხელს ნუ ააღებინებთ :)

არაფერს არ გაჩეხავენ, ვიყიდით სამგორში გრძელტარიან ინსტრუმენტებს და გავსხლავთ ბუჩქებს ნაზად და მგრძნობიარედ :D რომ უკეთესი ყლორტები ამოიტანონ და უფრო მეტი ცელოფანის პარკები მოისხან :)

თუ გინდა წამოდი, რომ არ დაუშვა არც ერთი ბუჩქის მოჩეხვა ;)

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
დასუფთავების აქცია - მუხათწყარო

Post by ლეონტი » 17 მარ 2010, 13:35

აააა ეხლა დავწყნარდი.
უჰ რა მძიმე მსგავსი რამის გაგება.
ნადირის ხოცვა ბუჩქების ჩეხვა
არარა არა სუსტი ნერვები ვისაც აქვს არ წავიდეს მაინც.
ისე მაგ ბუჩქებს გასხვლაც არ ჭირდება.
თვითგასხვლის რეჟიმზეა.

User avatar
Ginevra
ბილიკზე მოარული
Posts: 28
Joined: 18 იან 2010, 17:35
დასუფთავების აქცია - მუხათწყარო

Post by Ginevra » 17 მარ 2010, 14:50

Gvalva
კარგი აზრია!

gurzi
ყველა მსურველს :)
რაო ბუჩქები იქნება გასაჩეხიო???
გავსხლავთ ბუჩქებს ნაზად და მგრძნობიარედ
მე მაპატიეთ უზუსტობისთვის, მაგრამ ის პარკიანი ბუჩქი გინდ ყოფილა გინდ არა, არავის თვალს ეგ არ ახარებს. შევეცდებით მოვაცილოთ ნაგავი, თუ არ მოსცილდება ტოტს მოვჭრით. არა უშავს, ახალს ამოიყრის :)

ვისაც სუსტი ნერვები აქვს საქართველოში თვალდახუჭულმა უნდა იაროს, თუ ამდენი ნაგავი ნერვებზე არ მოქმედებს? :)

User avatar
gurzi
ბილიკზე მოარული
Posts: 98
Joined: 08 დეკ 2007, 21:40
Location: თბილისი, საქართველო.
დასუფთავების აქცია - მუხათწყარო

Post by gurzi » 17 მარ 2010, 15:29

მე მაპატიეთ უზუსტობისთვის, მაგრამ ის პარკიანი ბუჩქი გინდ ყოფილა გინდ არა, არავის თვალს ეგ არ ახარებს. შევეცდებით მოვაცილოთ ნაგავი, თუ არ მოსცილდება ტოტს მოვჭრით. არა უშავს, ახალს ამოიყრის

ვისაც სუსტი ნერვები აქვს საქართველოში თვალდახუჭულმა უნდა იაროს, თუ ამდენი ნაგავი ნერვებზე არ მოქმედებს?
რა დრო დადგა???
ჯინევრას ხეების ჩეხვას საყვედურობენ
:lol:
ჯერ საქართველო!!!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]