ეჰ, ჩემი პროფესია კი დასწყევლოს ღმერთმა, მაგრამ ხანდახან ისეთ სასიამოვნო სიურპრიზს მომიწყობს...

ამ შუა კვირაშიც ბათუმში ვიყავი მივლინებით, სადაც პირდაპირ თოვლიან ზღაპარში აღმოვჩნდი.

ბათუმს ხომ ისედაც ქათქათა ქალაქს ეძახიან და წარმოიდგინეთ თოვლით გადათეთრებული რა იქნებოდა!

ბათუმში თოვლი ხომ იშვიათობაა, მაგრამ იქ ჩასულს იმხელა თოვლი დამხვდა, ქალაქში მოძრაობა, პრაქტიკულად, პარალიზებული იყო. მახინჯაურის სადგურში მხოლოდ სამიოდე ტაქსი იდგა და ისიც მაშინვე დაიტაცეს, ვინც მიასწრო, სხვები კი ერთი საათი ველოდეთ ტრანსპორტის გამოჩენას. ამასობაში ხალხი ნელ-ნელა ფეხით გაუყვა ქალაქის გზას. მეც ბევრი არ მიფიქრია და ხალხის ტალღას შევუყევი. ჩანთაში თბილი ბათინკები კი მედო (ვიცოდი, წინა ღამით იქ თოვა რომ დაიწყო და აქედან მომზადებული წავედი), მაგრამ გამოცვლა დამეზარა და ისე დავუყევი გზას. ჩემთვის ეს რომანტიკაც იყო და არც მინანია - ძალიან კარგი იყო იმ ხვავრიელ ბარდნაში სიარული, აქეთ ზღვის ღმუილი და ტალღების ხმა... მივდიოდი და არ მინდოდა, გზა დამთავრებულიყო. 9 საათის მერე მუნიციპალური ტრანსპორტი კანტი-კუნტად კი ამოძრავდა, მაგრამ ისეთი გადაჭედილი იყო, იქ შეტენვას (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ისევ ფეხით სიარული მერჩივნა. ჰოდა, ვიარე კიდეც მახინჯაურიდან ბონის დასახლებამდე, იქ კი ორ თანამგზავრთან ერთად ვიღაცას თოვლში მოცურებული მანქანის ამოყვანაში დავეხმარე, იმან კი ქალაქის ცენტრში გამოგვიყვანა.
მოუცლელობის გამო ვერც ქალაქში გავდიოდი და არც ბევრი ფოტო გადამიღია, მაგრამ რამდენიმე კადრს მაინც შეგახარბებთ უთოვლო თბილისელებს.
თუმცა ჯერ ბათუმის სავიზიტო ბარათი, რომელიც ამ ზამთარში ბევრს გექნებათ მონატრებული.

ნელ-ნელა თოვლსაც შემოგაპარებთ.

;;;;;;;

ახლა კი მისი უდიდებულესობა თოვლი

;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;

;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;

მგონი, რუსთაველის ქუჩაა, ბოლო ნაწილი.

;;;;;;;;;;;;;

;;;;;;;;;;;;;;

ეს ფიროსმანის ქუჩაა

;;;;;;;;;;;;

;;;;;;;;;;;;;;;

;;;;;;;;;;;;;;;

;;;;;;;;;;;;;

;;;;;;;;;;;;;;
;;;;;;;;;;;;;;

;;;;;;;;;;;;

;;;;;;;;;;;;

;;;;;;;;;;;;

;;;;;;;;;;;

;;;;;;;;;;

თემა კი თოლიას ფოტოთი დავამთავროთ.
