Page 1 of 2

კინოთეატრში ვუყუროთ ფილმ 12 ს

Posted: 19 იან 2010, 22:55
by meore monadire
გამარჯობატ კარაველებო კეთილო ხალხო :)

მონატრებულებოც :)

ძალიან მინდა კინო თეატრში ვნახო ფილმი 12 რომლის აღწერაც შემდეგნაირია

საშუალო ზომის დარბაზი. ერთი მაგიდა. თორმეტი სკამი. თორმეტ ნაფიც მსაჯულს განაჩენი გამოაქვს 18 წლის ჩეჩენი მოზარდისთვის, რომელსაც ბრალად ედება თავისი მამობილის - ყოფილი რუსი ოფიცრის მკვლელობა. ყველა სამხილი მსჯავრდებულის წინააღმდეგაა და თერთმეტი მსაჯული მზადაა ბიჭი გაასამართლოს. მხოლოდ ერთი მსაჯულია დარწმუნებული, რომ ყველაფერი ისე ცალსახად არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს და კოლეგებს სთავაზობს კიდევ უფრო საფუძვლიანად გადახედონ საქმეს...

კი მაქვს რამდენიმე ათეულჯერ ნანახი, და დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანსაც ექნება ნანახი, მაგრამ კინოთეტრში მაინც ალბათ სულ სხვა იქნება ...

კინოთეატრში ვუყუროთ ფილმ 12 ს

Posted: 19 იან 2010, 23:54
by Archil
meore monadire

სად , როდის :)

კინოთეატრში ვუყუროთ ფილმ 12 ს

Posted: 20 იან 2010, 00:07
by del
ნანახი მაქვს მეც და მეორედ რაღაც არ მაქვს მუღამი:)

ავატარს ველოდები მოუთმენლად

კინოთეატრში ვუყუროთ ფილმ 12 ს

Posted: 20 იან 2010, 00:25
by teo-
ავატარს ველოდები მოუთმენლად
კარგი მულფილმია ზალიან გაწელილი რო არ იყოს :lol:
meore monadire
ალბათ წამოვალ

კინოთეატრში ვუყუროთ ფილმ 12 ს

Posted: 20 იან 2010, 11:24
by meore monadire
Archil


არ ვიცი სად და როდის, არც ის ვიცი დარბაზის დაქირავება რა ჯდება...

თუ იცით და თუ შემოიხედავთ დაწერეთ რა ეს ინფორმაციები, აი ადრე რომ ვუყურეთ რაღაცას ამირანში, იმ დარბაზის დაქირავება რა დაჯდება

del

შენი გადასაწყვეტია :) ნახვაზე თუ მიდგება არა მგონია ჩემზე მეტჯერ ვინმეს ქონდეს ნანახი :) მაგრამ კინოთეატრში მაინც ალბათ უფრო სხვა გრძნობა ექნება

teo-
თეო თუ იქნა კიდევ გამოხმაურება სიას შევადგენ და ვნახოთ

კინოთეატრში ვუყუროთ ფილმ 12 ს

Posted: 20 იან 2010, 12:54
by del
teo-
ამ კინოს ნახვა როგორ შეიძლებოდა კომპში :)

ეგ იგივეა ბანანი გინდოდეს და მხოლოდ ქერქი შეჭამო.

ავატარი არის სენსაციური მოვლენა. ახალი ეტაპი კინემატოგრაფიის განვითარებაში ოსტატი რეჟისორის შესრულებით

კინოთეატრში ვუყუროთ ფილმ 12 ს

Posted: 20 იან 2010, 13:01
by nusa
meore monadire
ლიტერატურული კაფე, ტელ: 99-07-46 - ამ ნომერზე გეტყვიან


მე ეხლა დავრეკე და დღეს არ არის მენეჯერი, ხვალ დარეკოთო
ისე ძველი ინფორმაციებიდან მახსოვს 50 ლარი ღირდა, დარბაზი 30 ადგილიანია

სჯობს გადაამოწმო :)



ჰო, ფილმის ნახვის სურვილი კი მაქვს, ვნახოთ როდისთვის დაიგეგმება :)

კინოთეატრში ვუყუროთ ფილმ 12 ს

Posted: 20 იან 2010, 13:30
by meore monadire
nusa


დიდი დიდი მადლობა, შევუდგები აბა სიის ჩამოწერას :)

1. ბექა
2. თეო ტირე
3. ნუსა
4. არჩილი დაკოტა

კინოთეატრში ვუყუროთ ფილმ 12 ს

Posted: 20 იან 2010, 13:35
by tamuna_gudarexi
meore monadire
ნანახი მაქვს, მართლაც, ძალიან კარგი ფილმია!
შეიძლება მეორედაც ვნახო თქვენთან ერთად...
გააჩნია, რა დროს დაგეგმავთ და რამდენად შევძლებ დროის გამო...

კინოთეატრში ვუყუროთ ფილმ 12 ს

Posted: 20 იან 2010, 13:39
by Ninukala
meore monadire
მე ვქირაობ ხოლმე პატარა დარბაზს ფალიაშვილის 64-ში სიმენა ჰაუსი ასე ქვია, არის პატარა 15 კაციანი დარბაზი, თუ ხალხი არ შეგროვდა იქ მიდით ;)

ეგ ფილმი არ მინახავს, მაგრამ რაც აქ დაწერე აღწერა შეგიძლიათ რუსთაველში ნახოთ სპექტაკლი "12 განრისხებული მამაკაცი" აბსოლიტურად იგივეა ;)

კინოთეატრში ვუყუროთ ფილმ 12 ს

Posted: 20 იან 2010, 13:49
by theoteo
საინტერესოაააა :roll:

კინოთეატრში ვუყუროთ ფილმ 12 ს

Posted: 20 იან 2010, 14:33
by meore monadire
Ninukala

გამიგონია ნინო :) გაუ :)

საერთოდ რუსთაველში რაც იმ საშინელებას ვუყურე, დაცვის ბიჭი თუ რაღაცას, მანდ წავლაზე ფიქრიც აღარ მინდა...

ეს ფილმი, ძალიან ლამაზი ნამუშევარია, სპექტაკლია ფაქტიურად, წმინდა ადამიანური გრძნობებიტ გაგმსწვალავს და რავიცი ძალიან გაფიქრებს ყველაფერზე ...

ისე მაგ სინემა ჰაუსში წასვლა ტუ გადავწყვიტეთ მშველელად მეგულები

კინოთეატრში ვუყუროთ ფილმ 12 ს

Posted: 20 იან 2010, 15:41
by Naia
რაღაც დავინტერესდი

დავგეგმოთ და შევიკრიბოთ

ეს ფილმი გაქირავებაში უკვე არის?

კინოთეატრში ვუყუროთ ფილმ 12 ს

Posted: 20 იან 2010, 16:08
by tamuna_gudarexi
Naia wrote:რაღაც დავინტერესდი

დავგეგმოთ და შევიკრიბოთ

ეს ფილმი გაქირავებაში უკვე არის?
2007-ში გამოვიდა ეს ფილმი. გაქირავებაშიც უნდა იყოს.
http://www.imdb.com/title/tt0488478/

კინოთეატრში ვუყუროთ ფილმ 12 ს

Posted: 20 იან 2010, 16:50
by Ninukala
meore monadire
აუ, მაგ სპექტაკლს მეც ნუ მიხსენებ.... საშინელება იყო, მაგრამ ეს სპექტაკლი მართლა ძალიან კარგია, ზუსტად იგივე სიტუაციაა, 18 წლის ბიჭს უნდა მიუსაჯონ სიკვდილით დასჯა, ყველა თანახმაა ერთის გარდა, ზოგს ფეხბურთზე აგვიანდება, ზოგს ოჯახში და ა.შ. და ის ერთი ახერხებს ამ ბიჭის უდანაშაულობის დამტკიცებას... :) მართლაც კარგი სპექტაკლია ;) ფილმიც საინტერესო იქნება ;)

სინემა ჰაუსი მცირე რაოდენობის ხალხისთვის მართლაც რომ ძალიან კარგია ;) თუ გადაწყვეტთ კორდინატებს მოგცემ ;)