Page 1 of 2

დახმარების აქცია

Posted: 21 დეკ 2009, 17:53
by saskva
არ ვიცოდი ეს თემა სად გამეხსნა, იდეებში არ მინდოდა მაინც რავიცი და ჯერჯერობით მოდით აქ იყოს და მერე ვნახოთ საით გადავინაცვლებთ

დიდი ხანია საგურამოს ბავშვთა სახლში აღარ ვყოფილვართ, ჩვენც მოგვენატრნენ ბავშვები და შესაბამისათ მათაც მოვენატრეთ, ამას წინად ვესაუბრე და მოგვიკითხეს დიდი სიყვარულით და ჩამოდით გვესტუმრეთო

ხშირად ბავშვთა სახლში გაზრდილებს ექმნებათ პრობლემები შემდგომ ცხოვრებაში რადგან გონიათ რომ ყველა უნდა დაეხმაროს, ყველამ რამე აჩუქოს და შემდეგ ესე რომ არ ხდება ძალიან მტკივნეულად გადააქვთ ხოლმე ეს. ამიტომაც ვცდილობდი ყოველ ჩასვლაზე რამე არ ჩამეტანა, საჩუქრების :სინონიმი" რომ არ გავმხდარიკავი. ხოდა ვიფიქრე ვიფიქრე და ესეთი აზრი მომივიდა: რაიმე აქცია რომ გავმართოთ (აი როგორიც გიო გიორგისთვის გააკეთეთ, სამწუხაროდ მაშინ მე აქ არ ვიყავი) ამ აქციაში ბავშვებს მივაღებინოთ მონაწილეობა, მათი გაკეთებული ნივთები, სათამაშოები გამოვფინოთ (რა თქმა უნდა ჩვენ გამოფენილ ნივთებთან ერთად) და შემოსული თანხით სხვას დავეხმაროთ, ვთქვათ დევნნილებს, ან ვთქვათ ისევ მათ მოვახმაროთ ერთი შენობის გარემონტება უნდათ ან არ ვიცი რამე ესეთი. ანუ ბავშვებმა ისწავლონ რომ მიუხედავად იმისა რომ ბავშვთა სახლში იზრდებიან შეუძლიათ სხვებსაც დაეხმარონ. ბავშვები წავიყვანოთ მათთან ვისაც დავეხმარებით, კონცერტი გავუმართოთ, ლექსებს იტყვიან, ერთი ორს იცეკვებენ, ჩვენც ვიცეკვებთ მათთან ერთად, დავმეგობრდებით და ბავშვებსაც იმის გრძნობა გაუჩნდებათ რომ სხვას დაეხმარნენ და კეთილი საქმე გააკეთეს.

აბა რას იტყვით???
ძალიან ჰაერში ვარ???? :D:D:D:D:D

თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, მართლა მართლა

დახმარების აქცია

Posted: 21 დეკ 2009, 18:17
by Ninukala
saskva
მეც გეთანხმები... ძალიან აკრგი აზრია... მართლაც მათ უნდა იცოდნენ (ისწავლონ) უანგაროდ სიყვარული.. :)

დახმარების აქცია

Posted: 21 დეკ 2009, 18:20
by t.d
გეთანხმები თან დანამდვილებით ვიცი რომ საგურამოს ბავშვთა სახლის ბავშვებს შეუძლიათ რაიმე ნაკეთობების დამზადება, ამასწინ ჩვენ ვიყავით მათთან სტუმრათ ჩარჩ.გ ფორუმიდან.

დახმარების აქცია

Posted: 21 დეკ 2009, 18:27
by saskva
t.d
კი ჩვენ ხშირად ვსუმრობთ ხოლმე და ბევრ სხვადასხვა რამეს აკეთებენ, ქსოვენ, ქარგავენ, ხატავენ, მცენარეებით აპლიკაციებს აკეთებენ და მოკლედ კიდე ბევრი ბევრი რამე შეუძლიათ

დახმარების აქცია

Posted: 21 დეკ 2009, 18:28
by teo-
დაიწყონ მზადება და გაზაფხულისთვის აქციია უკვე გაკეთდება, იმიტომ რომ იქამდე უფრო გავაპიარებთ და ბავშვებიც მოამზადებენ ნამუშევრებს, შენ რას ფიქრობ ?

დახმარების აქცია

Posted: 21 დეკ 2009, 18:31
by t.d
saskva
მშვენიერი იდია მართლაც მსგავსი რამ ჩვენს საქველმოქმედო ფონდსაც ქონდა იდიათ, რომ მათი ნამუშევრები ჩაგვესვა ჩარჩოებსი და ისე გმაოგვეტანა გასაყიდად.
მაგრამ ეს ზაფხულისთვის გადავიტანეთ ჩვენ იმედია შევძლებთ.

დახმარების აქცია

Posted: 21 დეკ 2009, 18:52
by saskva
teo-
ხო მეც ეგრე ვფიქრობ, ზამთარში ნამდვილად არ გამოვა ეგ ამბავი. გაზაპხულზე რომ გაგვეკეთებინა იდეალური იქნებოდა

დახმარების აქცია

Posted: 22 დეკ 2009, 00:47
by limpompo
კარგია თუ კიდევ წავალთ.. მე ფოტოებიც მაქვს მათთვის

დახმარების აქცია

Posted: 29 დეკ 2009, 00:50
by GAMARJOBA SAKARTVELO
saskva wrote:ესეთი აზრი მომივიდა: რაიმე აქცია რომ გავმართოთ (აი როგორიც გიო გიორგისთვის გააკეთეთ, სამწუხაროდ მაშინ მე აქ არ ვიყავი) ამ აქციაში ბავშვებს მივაღებინოთ მონაწილეობა, მათი გაკეთებული ნივთები, სათამაშოები გამოვფინოთ (რა თქმა უნდა ჩვენ გამოფენილ ნივთებთან ერთად) და შემოსული თანხით სხვას დავეხმაროთ, ვთქვათ დევნნილებს, ან ვთქვათ ისევ მათ მოვახმაროთ ერთი შენობის გარემონტება უნდათ ან არ ვიცი რამე ესეთი. ანუ ბავშვებმა ისწავლონ რომ მიუხედავად იმისა რომ ბავშვთა სახლში იზრდებიან შეუძლიათ სხვებსაც დაეხმარონ. ბავშვები წავიყვანოთ მათთან ვისაც დავეხმარებით, კონცერტი გავუმართოთ, ლექსებს იტყვიან, ერთი ორს იცეკვებენ, ჩვენც ვიცეკვებთ მათთან ერთად, დავმეგობრდებით და ბავშვებსაც იმის გრძნობა გაუჩნდებათ რომ სხვას დაეხმარნენ და კეთილი საქმე გააკეთეს.

აბა რას იტყვით???
გადასარევი აზრია.
მგონი, სჯობს, 1ლი საქველაქციით საკუთარ თავს დაეხმარონ და შემოსული თანხით ის ვაყიდონოთ, რაც სურთ.
მომდევნო საქველაქციებით კი სხვებს დაეხმარონ.
მომწონს, რომ ფიქრობ მათ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას.
შენს გვერდით მიგულე

დახმარების აქცია

Posted: 29 დეკ 2009, 02:49
by MIRANDA
saskva
ყოჩაღ!!! შესანიშნავი აზრია! უფრო მეტიც - გადასარევი. ძალიან მნიშვნელოვანი და მათთვის საჭირო..

ნინუკალას თქმის არ იყოს, მათ უნდა ესმოდეთ უანგარო სიყვარული... ასევე, შენი იდეის განხორციელებით, მათ თავდაჯერებულობაც მოემატებათ, რაც დამეთანხმები ადამიანის წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ზოგადად მისი ცხოვრების აუცილებელი ნაწილია. თან გახალისდებიან.. რაღაც-რაღაცეებს სხვანაირად დაინახავენ, გაიაზრებენ... მოკლედ... შენს გვერდით მიგულე..

დახმარების აქცია

Posted: 29 დეკ 2009, 12:59
by lama
saskva
კაი აზრია

მოვდივარ :)

დახმარების აქცია

Posted: 22 იან 2010, 00:23
by saskva
Ninukala
t.d
limpompo
GAMARJOBA SAKARTVELO
MIRANDA
lama

ყველას დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის....

მოკლედ რა ხდება ეხლა, გოზინაყის გასაკეთებლად რომ ვიყავით მე და თეო ჩასულები ვესაუბრეთ ქალბატონ ლალის (დირექტორს), გავუზიარეთ ჩვენი იდეა, ზუსტად ავუხსენით რა გვინდოდა, ძალიან მოეწონა იდეაც და გეგმებიც...

სავარაუდო თარიღად მაისის ბოლო ავიღეთ...

ბავშვებს სპეციალურად მასწავლებლის დაქირავებას დავპირდით, ამ დღეებში გაირკვევა ზუსტად რა თანხასთან იქნება ეს დაკავშირებული...მასწავლებელი დაეხმარება ბავშვებს ნივთების გაკეთებაში, თან რაღაც რაღაცეებსაც ასწავლის...

შემოსული თანხით გადავწყვიტეთ სამზარეულოს აღჭურვილობა ვიყიდოთ, უფრო სწორად ბავშვებმა თავად იყიდონ.....

თქვენი დახმარების იმედი მაქვს.........

დახმარების აქცია

Posted: 22 იან 2010, 21:40
by Tamusia
მასწავლებლის ერთი ვარიანტი მაქვს და დავაზუსტო?

დახმარების აქცია

Posted: 22 იან 2010, 21:48
by qvevri
ისე არ შეიძლება ერთი მცირედი გამოფენა-გაყიდვა მოვაწყოთ და შემოსული თანხით რაიმე საჭირო ნივთები ვუყიდოთ ბავშვებს? აი ისეთი გამოფენა-გაყიდვა, როგორიც გიო-გიორგის დასახმარებლად ჩავატარეთ???

დახმარების აქცია

Posted: 22 იან 2010, 21:49
by teo-
Tamusia
მასწავლებეი იქვე ყავთ სკოლაში ასწავლის და ვთხოვთო.. შენი ვარიანტი თბილისიდან ივლის?

რაც შეეხება აქციას თავისთავად მაგარია მაგრამ მიზანი არ მომწონს, სამზარეულო ინვენტარი.. ბავშვებს არაფერი არ აკლიათ ეხლა კიდევ რემონტი გაუკეთებიათ და ძალიან მაგრად არიან კინაღამ დავრცი იქ : :lol: ხოდა მე უფრო გამიხარდებოდა ეს აქცია რომელიმე სხვა თავშესაფრის დასახმარებლად გაკეთებულიყო, სულ მათ ეხმარებიან და თვითონაც რომ დაეხმარონ (სასკვას იდეაც იყო ეს ), დღეს ვნახე გრემის ბავშვთა სახლი რა ცუდ მდგომარეობაშია და ესეთი კიდეე რამდენია ბავშვებს კამფეტი ენატრებათ და..