დიდი ხანია საგურამოს ბავშვთა სახლში აღარ ვყოფილვართ, ჩვენც მოგვენატრნენ ბავშვები და შესაბამისათ მათაც მოვენატრეთ, ამას წინად ვესაუბრე და მოგვიკითხეს დიდი სიყვარულით და ჩამოდით გვესტუმრეთო
ხშირად ბავშვთა სახლში გაზრდილებს ექმნებათ პრობლემები შემდგომ ცხოვრებაში რადგან გონიათ რომ ყველა უნდა დაეხმაროს, ყველამ რამე აჩუქოს და შემდეგ ესე რომ არ ხდება ძალიან მტკივნეულად გადააქვთ ხოლმე ეს. ამიტომაც ვცდილობდი ყოველ ჩასვლაზე რამე არ ჩამეტანა, საჩუქრების :სინონიმი" რომ არ გავმხდარიკავი. ხოდა ვიფიქრე ვიფიქრე და ესეთი აზრი მომივიდა: რაიმე აქცია რომ გავმართოთ (აი როგორიც გიო გიორგისთვის გააკეთეთ, სამწუხაროდ მაშინ მე აქ არ ვიყავი) ამ აქციაში ბავშვებს მივაღებინოთ მონაწილეობა, მათი გაკეთებული ნივთები, სათამაშოები გამოვფინოთ (რა თქმა უნდა ჩვენ გამოფენილ ნივთებთან ერთად) და შემოსული თანხით სხვას დავეხმაროთ, ვთქვათ დევნნილებს, ან ვთქვათ ისევ მათ მოვახმაროთ ერთი შენობის გარემონტება უნდათ ან არ ვიცი რამე ესეთი. ანუ ბავშვებმა ისწავლონ რომ მიუხედავად იმისა რომ ბავშვთა სახლში იზრდებიან შეუძლიათ სხვებსაც დაეხმარონ. ბავშვები წავიყვანოთ მათთან ვისაც დავეხმარებით, კონცერტი გავუმართოთ, ლექსებს იტყვიან, ერთი ორს იცეკვებენ, ჩვენც ვიცეკვებთ მათთან ერთად, დავმეგობრდებით და ბავშვებსაც იმის გრძნობა გაუჩნდებათ რომ სხვას დაეხმარნენ და კეთილი საქმე გააკეთეს.
აბა რას იტყვით???
ძალიან ჰაერში ვარ????

თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, მართლა მართლა