Page 1 of 1

საახალწლო გამოფენა-ბაზრობა ექსპოჯორჯიაში

Posted: 20 დეკ 2009, 11:41
by Makena
მეგობრებო 20-29 დეკემბერს[/b] ექსპოჯორჯიას საგამოფენო ცენტრში მეთერთმეტე პავილიონში იმართება საახალწლო გამოფენა ბაზრობა, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ და შეიძინოთ როგორც ქართული ასევე უცხოური ნაწარმი, წარმოდგენილი იქნება როგორც საკვები პროდუქტები ასევე სხვა უამრავი რამ, მაგ: ტანსაცმელი, ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვები ინდოეთიდან, პარფიუმეია, წიგნები, საახალწლო სათამაშოები, ქართული კერამიკული ნაწარმი და სხვ.
ელკანას გვაქვს საკმაოდ მოზრდილი სტენდი, ჩვენს სტენდზე შეგიძლიათ შეიძინოთ - 4 სახის ჩამოსასხმელი კახური ღვინო (საფერავი, რქაწითელი), ნამდვილი კახური ჩურჩხელა, 3 სახის თაფლი, მწვანე და შავი ჩაი გურიიდან, ძველი ქართული პარკოსნები მესხეთიდან, ცივად გამოხდილი ზეთი კახეთიდან, კიტრისა და პომიდვრის მარინადები მარნეულიდან, მჭადის ფქვილი და ღერღილი გურიიდან და სხვ.
მობრძანდით :)
შემოსვლა უფასოა!
გამოფენა-ბაზრობა 11 დან 8 საათამდე იმუშავებს.

საახალწლო გამოფენა-ბაზრობა ექსპოჯორჯიაში

Posted: 20 დეკ 2009, 11:50
by Naia
Makena
უი, რა კარგია!!!

აუცილებლად შემოგივლით!

საახალწლო გამოფენა-ბაზრობა ექსპოჯორჯიაში

Posted: 20 დეკ 2009, 11:53
by VANO
Makena


სასწრება უფასოა თუ საშვი იქნება?



:wink:

საახალწლო გამოფენა-ბაზრობა ექსპოჯორჯიაში

Posted: 20 დეკ 2009, 11:55
by TuTa
მშვენიერია:)

საახალწლო საყიდლების ხასიათზე ვარ ზუსტად, შეიძლება დღესვე შემოვიარო

საახალწლო გამოფენა-ბაზრობა ექსპოჯორჯიაში

Posted: 20 დეკ 2009, 13:35
by Tengo
დღეს შემოვირბენ :)

საახალწლო გამოფენა-ბაზრობა ექსპოჯორჯიაში

Posted: 20 დეკ 2009, 16:21
by konstantine
ერთხელ მაინც შემოვილვი თუ მოვახერხე...

საახალწლო გამოფენა-ბაზრობა ექსპოჯორჯიაში

Posted: 20 დეკ 2009, 16:28
by Makena
Vanski
შემოსვლა უფასოა :)

საახალწლო გამოფენა-ბაზრობა ექსპოჯორჯიაში

Posted: 20 დეკ 2009, 17:23
by paata_
Makena

ბ-ნ თამაზ, შარსან კარაველებისთვის რო იყო ელკანაში შეხვედრა, კიდე ხო არ გაიმეორებდით?

საახალწლო გამოფენა-ბაზრობა ექსპოჯორჯიაში

Posted: 20 დეკ 2009, 20:05
by qvevri
მეგობრებო ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებთან ერთად თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ჭაჭა-მუხის კასრში დაძველებული და ჭაჭა ჩვეულებრივი(ორივე კახეთიდან). მე მომავალი შაბათ-კვირის გარდა სულ იქ ვიქნები. მობრძანდით.

საახალწლო გამოფენა-ბაზრობა ექსპოჯორჯიაში

Posted: 20 დეკ 2009, 21:55
by keto
ვახ, რა კარგია, გამიხარდა, ჩაი შემომელია ოჯახში და შევივსებ მარაგს :) აქამდე მეგონა არ მიყვარდა ჩაი და თურმე რას ვსვამდი :D

საახალწლო გამოფენა-ბაზრობა ექსპოჯორჯიაში

Posted: 20 დეკ 2009, 22:52
by paata_
qvevri

ხვალ მოვალ

საახალწლო გამოფენა-ბაზრობა ექსპოჯორჯიაში

Posted: 21 დეკ 2009, 00:33
by Moqandake
Makena
მეც მივიგებ მონაწილეობას, ხვალ მოვაწყობთ ჩვენ ექსპოზიციას მე და ჩემი მეგობრები. ასე რომ ქანდაკებები, ნახატები და მინანქარი უერთდება საახალწლო ექსპოზიციას .

გეპატიჟებით ყველას

საახალწლო გამოფენა-ბაზრობა ექსპოჯორჯიაში

Posted: 21 დეკ 2009, 16:21
by GT.ge
Makena
თაფლის და ჩაის ხარისხზე არაფერს ვიკითხავ. დარწმუნებული ვარ ძაან კარგი იქნება... შემოვივლი.

საახალწლო გამოფენა-ბაზრობა ექსპოჯორჯიაში

Posted: 21 დეკ 2009, 20:57
by qvevri
დღეს შემოგვემატა თაფლის არაყი გურიიდან. რაოდენობა მკაცრად ლიმიტირებულია :!:

საახალწლო გამოფენა-ბაზრობა ექსპოჯორჯიაში

Posted: 23 დეკ 2009, 20:09
by Makena
paata_
სამების ტაძრის დარბაზში 26 დეკემბერს 4 ის ნახევარზე ვაწყობთ ძველი ქართული კერძებისა და ღვინოების დეგუსტაციას, ასერომ ყველა კარველი მოწვეულია, თემა უკვე გავხსენი :)
დასწრება თავისუფალია. :)